სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
რომანოზ ლევანის ძე ახალკაცი 1892-1976წწ  მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. გერი, ცხინვალი რომანოზ ლევანის ძე ახალკაცი 1892-1976წწ  მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. გერი, ცხინვალი
ბმულის კოპირება



გვარი ახალკაცი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

310       ბეჭდვა

რომანოზ ლევანის ძე ახალკაცი 1892-1976წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. გერი, ცხინვალი




მღვდელი რომანოზ ლევანის ძე ახალკაცი 1892 წელს გორის მაზრაში, სოფელ გერში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 
სასულიერო პირი ყოფილა მამა რომანოზის ბაბუა - გიორგიც, რომელიც დიაკვნად მსახურობდა ჯერ სოფელ აბისში, შეშდეგ-
ახალშენში და ბოლოს – ქ. ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში, 
საიდანაც 1903 წლის 4 თებერვალს, მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა.
გვ122

1901 წელს ცხრა წლის რომანოზი მამამ გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის 
დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. XX საუკუნის 10-იან წლებში რომანოზი გორის მაზრის 
სოფელ გუჯაბურში მცხოვრებ ელენე ლოლაძეზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ: გიორგი და ლიდა. 
1916 წლის 2 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) რომანოზი არბოს წმინდა 
გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნეღ დანიშნა. 
1917 წელს მეუფე ანტონმა დიაკვნად აკურთხა. 
1919 წლის 18 ივნისს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად დაასხა ხელი 
და ავნევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სხვა სასულიერო პირების მსგავსად, მამა რომანოზის ცხოვრებაც გაუსაძლისი შეიქმნა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოძღვარი აითვალწუნა. ერთი პერიოდი იგი საზღვარგარეთ წასვლასაც აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა: 
„არაფერი დანაშაული არ მაქვს და რატომ გავიქცეო“,— უთქვამს, თანაციმ დროს მეორე შვილი - ლიდა მცირეწლოვანი ყოფილა და ამან
გადააფიქრებინა ცოლ-შვილის მიტოვება და საქართველოდან გაქცევა. 
XX საუკუნის 20-იან წლებში ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1924 წლის აგვისტოს 
აჯანყების დროს მამა რომანოზიც დაუპატიმრებიათ და გორში წაუყვანიათ დასახვრეტად, მაგრამ რაზმის უფროსი მისი 
ოჯახის ნაცნობი აღმოჩნდა (1905-1907 წლების რევოლუციის
გვ123

დროს ეს ბოლშევიკი მონაწილეობდა აჯანყებაში, რომლის დამარცხების შეშდეგ იგი მამა ლევანის ოჯახი იმალებოდა,
სადაც პატარა რომანოზი მას საჭმელს უზიდავდა სამალავში). სწორედ ამ კაცმა იცნო და თანაპარტიელებს უთხრა: „ეს კაცი 
საიდანაც წამოიყვანეთ, ისევ იქ დააბრუნეთო და თანაც ერთი კარგად აქეიფეთო“.  
1929-1930 წლებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად მამა რომანოზმა ანაფორა გაიხადა და სოფელ ბრეთის 
მეურნეობაში მომმარაგებლად დაიწყო მუშაობა. 
XX საუკუნის 30-იან წლებში იგი კიდევ ერთხელ გადარჩენილა დახვრეტას: ერთხელ დადარდიანებული მოძღვარი სოფელ 
ბრეთაში საპარიკმახეროსთან მჯდარა და კულაკებს რაღაც ბროშურას უკითხავდა. ამის გამო იგი ვიღაცას დაუბეზღებია და 
გვ124
პარიკმახერთან ერთად იმავე ღამეს დაუპატიმრებიათ. ორივენი 
გადაუგზავნიათ ხაშურში, მაგრამ აქაც ვიღაც ნაცნობი გამოჩენილა და მამა რომანოზი რამდენიმე დღეში გამოუშვიათ, ხოლო 
საწყალი პარიკმახერი დაუხვრეტიათ. 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ბაზრის გამგედ მუშაობდა. 1952 წლის 13 მაისს დააპატიმრეს სამსახურში დაგროვილი 
ვალების გამო და 11 თვე ციხეში გაატარა. 
1953 წლის 13 აპრილს გაათავისუფლეს. 
1954 წლის 21 აპრილიდან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, 
იგი მღვდლის ხარისხში აღადგინკს და ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე სოფლებში განამწესეს საეკლესიო წესების შესასრულებლად, 
წირვა-ლოცვას კი პერიოდულად ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში აღასრულებდა. 
მღვდელი რომანოზი 1976 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია სოფელ ბრეთის სასაფლაოზე. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.10.2023
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0