დეკანოზი ისააკ დიმიტრის ძე ჯორჯიკია
დაიბადა 1887 წელს ხობის რაიონ სოფელ ნოჯიხევში. 1910 წელს დაამთავრა ხობის ორკლასიანი სასწავლებელი. 1922-1928 წლებში იყო ქ. ფოთის ტაძრის დიაკონი. 1935-1947 განმოსილია. 1947-1954 ბათუმის ეკლესიის წინამძღვარია. 1954 წლიდან სოხუმის ეკლესიის მოძღვარია.