მღვდელი თადეოზ ნიკოლოზის ძე კიკალიშვილი
დაიბადა 1846 წელს ტყიბულის რაიონ სოფელ წყნორში. 1910-1912 წლებში სწავლობდა გელათის სამონასტრო სკოლაში. 1924-1926 წლებში იყო ტყიბულის რაიონის სოფელ სოჩხეთის ეკლესიის მღვდელი. 1926-1936 წლებში სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სოჩხეთსა და ძმუისში. 1937-1946 წლებში რეპრესირებული და გადასახლებულია. ე.წ. "ტროიკას" გადაწყვეტილებით. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ტყიბულის რაიონის სოფელ წკნორის ეკლესიის წინამძღვარი. ოჯახი ცხოვრობდა სოფ. წყნორში.