სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 ვასილ ლეონტის ძე მოლოდინი 1879-1959წწ. მღვდელი. დაბ. ბაზალეთი, დუშეთი  ვასილ ლეონტის ძე მოლოდინი 1879-1959წწ. მღვდელი. დაბ. ბაზალეთი, დუშეთი
ბმულის კოპირება



გვარი მოლოდინი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

303       ბეჭდვა

ვასილ ლეონტის ძე მოლოდინი 1879-1959წწ. მღვდელი. დაბ. ბაზალეთი, დუშეთი


მღვდელი ვასილ ლეონტის ძე მოლოდინი

დაიბადა 1879 წელს დუშეთში. 1897 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.1898-1899 წლებში მასწავლებლობდა სოხუმის რაიონის სამრევლო სკოლაში, 1900-1905 წლეებში იყო მიხაილოვის საავადმყოფოსთან არსებული ეკლესიის მედავითნე, 1905-1914 წლებში დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთის ეკლესიის მღვდელია. 1914-1952 წლებში საერო სამსახურშია, 1952-1953 წლებში კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელია, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, ქობულეთის ქ. N19.

ვასილ მოლოდინი დაიბადა1879 წელს დუშეთის მაზრის სოფელ ბაზალეთში ლეონტი და სოფიო გრიგოლის ასულ მოლოდინების ოჯახში.

1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1897 წელს დაამთავრა.

1897-1898 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამასწავლებლო კურსებზე ისწავლა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო.

1898 წელს სოხუმის ეპარქიაში, სოფელ ანდრეევსკის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1899 წელს თბილისში, ეგზარქოსების წმინდა ჯვრის კარის ეკლესიასთან არსებულ მამათა მონასტერში მორჩილად განამწესეს.

1900 წელს თბილისის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის რკინიგზის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1901 წელს თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოში არსებული ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1905 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ბაზალეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა.

1906 წელს დუშეთის საეპარქიო განყოფილების საბჭომ სანთლის საწყობის გამგედ დანიშნა.

1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1914 წლიდან მამა ვასილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.

1916 წელს სკუფია უბოძეს.

1921 წელს დროებით შეწყვიტა მღვდელმსახურება და თბილისში, ცეკავშირში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა.

1922-1925 წლებში თბილისის სახალხო კომისარიატის თანამშრომელია.

1925-1952 წლებში სხვადასხვა ორგანიზაციებში ანგარიშმწარმოებლად მუშაობდა.

1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) აღადგინა სასულიერო ხარისხში და კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა.

1953 წელს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანეს.

1954 წელს დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში განამწესეს.

1955 წელს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

მღვდელი ვასილი გარდაიცვალა 1959 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 05.01.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0