იღუმენი გიორგი მეთოდეს ძე მხეიძე
დაიბადა 1887 წელს სოფელ ქვემო კრიხში (რაჭა) 1924 წლიდან მოღვაწეობდა ბეთანიის მონასტერში. 1961 წლის 18 აპრილს იგი უწმიდეს ეფრემ II-ს მიმართავდა თხოვნით: მოვხუცდი და დავუძლურდი იქნებ გაბრიელ ურგებაძე დანიშნოთ ჩემს მაგივრადო. 1962 წლის 12 სექტემბერს მამა გაბრიელის ხელში გარდაიცვალა იღუმენი გიორგი. იგი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი.