მღვდელი ვიქტორ იოსების ძე ნინიკაშვილი
დაიბადა 1885 წელს სოფელ დიმში (ბაღდადი). 1906 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1910-1924 წლებში იყო სოფელ წაბლარასხევის (ბაღდადი) ეკლესიის მედავითნე, 1924-1942 წლებში დიმის მთავარანგელოზის ეკლესიის მოძღვარია. 1942 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბაღდათის რაიონის მღვდელი. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ დიმში.