ლევან ლობჟანიძე ვახტანგის ძე დაიბადა 03 ნოემბერი 1974 წელს. ცხოვრობდა თბილისში
2023 წლის 27 ოქტობერს, ქართველთა და უკრაინელთა შერეული რვა კაციანი ჯგუფი, დონეცკის ოლქში, სოფელ კლიშჩიივკას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბახმუტს შორის, არსებულ ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ პოზიციას წმენდდა.
27 ოქტობერს, ქართველთა და უკრაინელთა შერეული რვა კაციანი ჯგუფი, დონეცკის ოლქში, სოფელ კლიშჩიივკას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბახმუტს შორის, არსებულ ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ პოზიციას წმენდდა.
შვილის თაკო ლობჟანიძის ინტერვიუ
„აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, ძალიან ახალგაზრდამ იბრძოლა მოხალისედ აფხაზეთში. ბოლო 10 წელი თურქეთში ცხოვრობდა, თავის საქმეებს აკეთებდა. უკრაინაში რუსები რომ შეიჭრნენ თავიდანვე უნდოდა წასვლა. ძალიან ვთხოვდი რომ არ წასულიყო. სულ მეუბნებოდა, შენ გოგო ხარ და არ გესმისო, ახლა მანდ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედიო. ვერ გავძლებ, ვერ ხვდებიო, ჩემი თანამებრძოლებიც იქ არიანო.
2022 წლის ზამთარში წავიდა. ვერ გადავაფიქრებინეთ. პროფესიონალი სამხედრო არ იყო, მაგრამ სამხედრო ცხოვრება, იარაღი უყვარდა, ახალგაზრდობიდან ეს მუხტი ჰქონდა. 3 ნოემბერს, 49 წლის გახდებოდა“ - გვითხრა თაკო ლობჟანიძემ.
ლევან ლობჟანიძე უკრაინაში მოხალისედ ჩასვლის შემდეგ, თავიდან, „ქართულ ლეგიონში“ ირიცხებოდა. ბოლო რამდენიმე თვეა, სპეციალური დანიშნულების რაზმ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის „კარპატსკი სიჩის“ ნაწილია.
27 ოქტობრის ბრძოლაში, სადაც ლევან ლობჟანიძე დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა, მისი თანამებრძოლი, სპეციალური დანიშნულების რაზმ „თბილისის“ მებრძოლი დავით „თუში“ აბულიძე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.