სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვლადიმერ ლობჟანიძე 1965-91წწ. გარდ. 26 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისი ვლადიმერ ლობჟანიძე 1965-91წწ. გარდ. 26 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისი ვლადიმერ ლობჟანიძე 1965-91წწ. გარდ. 26 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისი ვლადიმერ ლობჟანიძე 1965-91წწ. გარდ. 26 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისი ვლადიმერ ლობჟანიძე 1965-91წწ. გარდ. 26 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისი

1965-1991 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ლობჟანიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

464       ბეჭდვა

ვლადიმერ ლობჟანიძე 1965-91წწ. გარდ. 26 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისი

ლობჟანიძე ვლადიმერი 

ლობჟანიძე ვლადიმერ (ზაზა) ალექსის ძე დაიბადა 1965 წლის 5 იანვარს, ქ. თბილისში.



1971 წელს გახდა თბილისის N87 საშუალო სკოლის მოსწავლე.

1980 წელს სწავლა გააგრძელა თოიძის სახ. N11 პროფ. ტექ. სასწავლებეში, რომელიც დაამთავრა 1983 წელს.

1983-85 წლებში მსახურობდა სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში. კარგი სამსახურისათვის დაჯილდოებული იყო სამკერდე ნიშნით. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო შს ორგანოებში.


1986 წელს დაინიშნა სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებების დაცვის მეთაურად.

1987 წელს ჩაირიცხა სსრკ შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის მსმენელად. სწავლისა და შრომითი მოღვაწეობის პერიოდში გამოირჩეოდა თავმდაბლობით, შრომისმოყვარეობით, პუნქტუალობით, აღზრდითა და დისციპლინირებულობით.

1990 წელს მილიციის უმაღლესი სკოლის პირადი შემადგენლობა მიავლინეს ქ. ცხინვალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. მათ შორის IV კურსის სტუდენტი ვ. ლობჟანიძე.

1991 წლის 12 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა თავის არეში. ხუთი დღის შემდეგ კი გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სიკვდილის შემდეგ 1997 წლის 1 დეკემბერს შსს აკადემიის ხელმძღვანელთა შუამდგომლობით ვ. ლობჟანიძეს მიენიჭა ,,პოლიციის ლეიტენანტის~ წოდება.

ვ. ლობჟანიძის სახელი ამოტვიფრულია შსს აკადემიის ტერიტორიაზე აღმართულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალზე. 


ვეძებთ სიტყვას, რომელიც ახალგაზრდა ჭაბუკის, უშიშარი მებრძოლის,ობლების ერთადერთი შვილის, ობლად დატოვებული ერთი წლის პირმშოს მამის ვლადიმერ ლობჟანიძის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გამოხატავს.და ვერ გვიპოვია, თუმცა მისი ტრაგიკული დაღუპვით გამოწვეული ტკივილი ყველას საკმაოდ გვაქვს. თურმე ტკივილიც ისეთივე განუმეორებელი ყოფილა, როგორც თითების ანაბეჭდი... რაოდენ მწუხარებასა და ათას მოგონებას აღძრავს ამ ნეკროლოგის ეს სიტყვები იმათ მეხსიერებაში, ვინც ამ სიცოცხლით აღსავსე ვაჟკაცს იცნობდა, მასთან სწავლობდა, მის გვერდით ცხოვრობდა და მასთან ერთად  იდგა საბრძოლო საგუშაგოზე.

ვლადიმერ ლობჟანიძე დაიბადა 1965 წელს თბილისში, მუშის ოჯახში.

1971 წელს იგი სასწავლებლად შედის თბილისის 87-ე საშუალო” სკოლაში,8 კლასის დამთავრების შემდეგ ირიცხება მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიულ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ვ. ლობჟანიძე მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქარხანა „ზარიაში“ ხარატის სპეციალობით.

1986 წელს იმავე სპეციალობით იწყებს მუშაობას თბილისის სატელევიზიო ქარხანა „ეკრანში“. აქ გამოვლინდა მისი მიდრეკილება სპორტისადმი, განსაკუთ რებით კი ჭიდაობა „ძიუდოში“. ქარხნის ხელმძღვანელობის შუამდგომლობით ე. ლობჟანიძე სამუშაოდ იგზავნება თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისტემაში, სადაც მას ნიშნავენ სახელმწიფო დაწესებულებების დაცვის პოლკში რიგით მილიციონერად, 1987 წელს ვ. ლობჟანიძე წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს და ირიცხება სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტზე. აქ მან თავი გამოიჩინა.

როგორც მუყაითმა და ცოდნას მოწყურებულმა მსმენელმა, სპორტისა და მუსიკის მოყვარულმა ვაჟკაცმა, სწავლაში მუდამ ჰქონდა მაღალი აკადემიური მაჩვენებლები, სანიმუშო დისციპლინის, სიმამაცისა და ოპერატიულობის გამოჩენისათვის ვ. ლობჟანიძე მრავალჯერ იქნა წახალისებული.

ვ. ლობჟანიძე მილიციის უმაღლეს სკოლაში გამოირჩეოდა როგორც ალალი გულის ადამიანი, კეთილსინდისიერი და პატიოსანი, სწავლას საუკეთესოდ უთავსებდა ოჯახურ ცხოვრებას, ყველა მეგობარი მიიპატიჟა, როცა მის შვილს ამას წინათ დაბადების ერთი წელი შეუსრულდა. მრავალშვილიანობაზე ფიქრობდა, დედისერთა ვარ და ჩემზე საცოდავი არა მგონია ვინმე იყოს საქართველოში, – იტყოდა ხოლმე. საუბედუროდ, ცხინვალში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველა ოცნება შეუსრულებელი დაუტოვა საქართველოს ეროვნული მილიციის ღირსეულ წარმომადგენელს ვლადიმერ ლობჟანიძეს, რომლის პროფესიონალ თანამშრომლად ჩამოყალიბებაზე დიღი იმედი ჰქონდათ სკოლის პროფესორ–მასწავლებლებს.

ვლადიმერ ლობჟანიძის ნათელი სახე მუდამ დარჩება ჩვენს ხსოვნაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის კოლექტივი.


გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა"

19 იანვარი,1991 წელი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.02.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0