სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
დიმიტრი (დომენტი) მარკოზის ძე პარკაია 1871-1914წწ იღუმენი დაბ სოფ. ხორი სენაკი დიმიტრი (დომენტი) მარკოზის ძე პარკაია 1871-1914წწ იღუმენი დაბ სოფ. ხორი სენაკი

1871-1929 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება



გვარი პარკაია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

276       ბეჭდვა

დიმიტრი (დომენტი) მარკოზის ძე პარკაია 1871-1914წწ იღუმენი დაბ სოფ. ხორი სენაკი

დიმიტრი დომენტი მარკოზის ძე პარკაია დაბ. 1871-04 იანვარი 1914წწ 

დომენტი პარკაია დაიბადა 1871 წელს სენაკის მაზრის სოფელ ხორში  მღვდელ მარკოზ და ელისაბედ ნიკოლოზის ასულ პარკაიების ოჯახში.

1889 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1895 წელს დაამთავრა.

1895 წელს ახალი ათონის სამისიონერო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ხორში, საგუგუნავოს მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ტაძარში განამწესა. 1900 წელსვე ახელი სენაკის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.

1903 წელს პირველი ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და პარალელურად ახალი სენაკის საქალაქო ნორმალურ სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და იმავე წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სასწავლო კომიტეტის სენაკის განყოფილების წევრად აირჩიეს.

1904 წელს საეპარქიო შეკრებაზე დეპუტატად გამოარჩიეს.

1908 წელს ახალი სენაკის სამთავარხუცესო ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა და ამ პოსტზე 1911 წლამდე დაჰყო.

1908 წელს სკუფია უბოძეს.

1908 წლიდან მამა დომენტი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების"  ახალსენაკის ბიბლიოთეკის გამგე და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

1912 წელს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წლის აპრილში ბერად აღიკვეცა და სახელად დიმიტრი ეწოდა. მეორე დღეს იღუმენის წოდება მიენიჭა.

1912 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაადგინეს.

1913 წელს, ავადმყოფობის გამო,  უარი თქვა მთავარხუცესობაზე.

ბერი დიმიტრი გარდაიცვალა 1914 წლის 4 იანვარს. 


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ახალსენაკის ბიბლიოთეკის გამგე (1908-)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.10.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0