სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10730

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
დარია ფაღავა 1805-1853წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი დარია ფაღავა 1805-1853წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი

1805-1853 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ფაღავა სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

დარია ფაღავა 1805-1853წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი

დარია ფაღავა 1805-15 დეკემბერი, 1853 წწ იღუმენია, დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერი

დარია ფაღავა სამთავროს დედათა მონასტერში 1831 წელს მივიდა, სამონაზვნედ შეიმოსა 1832 წელს, მონაზვნად აღიკვეცა 1846 წელს. იღუმენია დარია მონასტერს წინამძღვრობდა 1846-1853 წლებში. სამეგრელოს თავადის ხიტუ ფაღავას ასული დარია ფაღავა მონასტრის წინამძღვრად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868) 1846 წლის 19 ნოემბერს დანიშნა. წინამძღვარი დარია ფაღავა და მცხეთის "სობორის" დეკანოზი იოსებ ბარისოვი მონასტრის აღდგენის საქმეს შეუდგნენ. ამ პერიოდის სამშენებლო საქმიანობა დეტალურადაა აღწერილი რამდენიმე სქელტანიან საქმეში. იღუმენია დარია ფაღავამ მოკლე დროში შეძლო ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება სამთავროსათვის და რაც მთავარია მისი ძალისხმევით მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის დამტკიცება ოფიციალურ მონასტრად. დედა დარია ატარებდა სამთავროს პირველი იღუმენიას წოდებას, მან ექვსი წელიწადი უწინამძღვრა სამთავროს დედათა სავანეს. (ზეპირი გადმოცემის ძირითადი აზრი ამოკვეთილია დარია ფაღავას საფლავის ქვაზე მთავარი  ტაძრის საკურთხევლის წინ, ჩრდილო ნაწილში: ოდიშის თავადის ასული, რომელსაც მცხეთიდან სამეგრელოში ჩასულ ვაჭრისაგან სმენია საქართველოს საპატრიარქოსა და მასთან ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება; ეპისკოპოსისაგან სამთავროს დატევება და იქ მოღვაწე ბერების ლტოლვა, მონასტრისა და ტაძრის უპარტრონოდ დარჩენა. მაშინ თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით  უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა, მშობლიური კერა და მამაკაცის შესამოსლით გამოწყობილი, როგორც მოჯამაგირე, მალვით გამოყოლია ვაჭარს მცხეთაში). 

წყარო: sveticxoveliiiii; სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.10.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0