1898 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენმა (იზოტოვი) დიაკვნად აკურთხა, ამავე ელს მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა.
1899 წელს სოხუმის ეპარქიის ეპარქიალური კომიტეტის რევიზორად დაინიშნა.
1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1903-1905 წლებში სოხუმის ეპარქიის მე-2 ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
1905 წელს სკუფია უბოძეს.
1909 წელს კამილავკა ეწყალობა.
1909 წლიდან მამა მიხეილი გახლავთ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საქზოგადოების საქმიანობაში.
1913 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1917 წელს, როგორც სოხუმის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1917 წელს მამა მიხეილი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს (საძაგლიშვილი) წერდა, რომ "მღვდელ-მონაზონ თეოფილეს (შავდია) სოხუმიდან ბედიაში გადაყვანის შემდეგ ქართულ ენაზე ღვთისმსახურებას დროებით ის ასრულებდა, რა დროსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ადგილობრივ ეპისკოპოს სერგის (პეტროვი) მოიხსენიებდა, მაგრამ მან მიიღო ეპისკოპოს სერგის წერილი, რომელშიც ის ატყობინებდა, რომ კირიონი ჯერ არ უცვნია რუსეთის საეკლესიო კრებას და აღმოსავლეთის პატრიარქებს, ამიტომ მისი მოხსენიება სოხუმის ტაძარში უკანონოაო".
1919 წელს სოხუმის ეკლესიების მთავარხუცესია.
მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1922 წელს სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია, სადაც 1942 წლამდე მსახურობდა.
1947 წელს სოხუმის საკათედრო ტაძრის მეორე მღვდელია.
მამა მიხეილი გარდაიცვალა 1948 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
დეკანოზი მიხეილ იაკობის ძე გვაზავა 1869 წელს სოხუმელი მეორე გილდის ვაჭრის ოჯახში დაიბადა. 1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წლის 19 სექტემბერს სოხუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1896 წლის 24 ნოემბერს იმავე სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1897 წელს გაზ. „ცნობის ფურცელი“ მის შესახებ წერდა: „მამა ბ. ხელაიას ალაგზე,
როგორც ნამდვილად გავიგეთ, ეპარქიის მთავრობას გადაუწყვეტია მღვდლად აკურთხოს სოხუმისავე მკვიდრი, ამ ორის წლის წინად ტფილისის სასულიერო სემინარიაში კურს დამთავრებული, ბ-ნი მიხეილ გვაზავა, აქაურის სამრევლო სკოლის მასწავლებელი“. 1898 წლის 25 იანვარს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენმა (იზოტოვი) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში განამწესა. 1898 წლის 27 თებერვალს სოხუმის გორსკი სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1898 წლის 19 მარტს კი სოხუმის ეპარქიის სამზრუნველოს
წევრი. 1898 წლის 12 ოქტომბერს სოხუმის ვაჟთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთოს სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1899 წლის 18 იანვარს სოხუმის ეპარქიის ეპარქიალური კომიტეტის რევიზორი ხდება. 1899 წლის 13 თებერვალს სოხუმის ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს ხაზინადრია. 1900 წლის 12 ივნისს სოხუმის ეპარქიალური საეკლესიო-არქეოლოგიური კომისიის წევრია. 1901 წლის 23 ოქტომბერს კი სოხუმის საგამოცდო კომისიის წევრი. 1902 წლის 17 მაისიდან 1905 წლის 9 სექტემბრამდე იყო სოხუმის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებელი. 1905 წლის 25 ოქტომბერს სოხუმის გორსკი სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1906 წლის 25 სექტემბერს ქ. სოხუმის ეკლესიებში მყოფი სამღვდელოების მთავარხუცესია. 1906 წლის 23 სექტემბერს გათავისუფლდა სოხუმის ვაჟთა სკოლის გამგის
მოვალეობიდან. 1907 წლის 14 აპრილს გაუქმდა ქალაქის სამლვდელოების მთავარხუცესის პოსტი და მღვდ. მიხეილიც ავტომატურად გადადგა თანამდებობიდან. 1909 წლის 11 სექტემბერს სოხუმის საეპარქიო საძმოს
საბჭოს წევრია. 1910 წლის 16 მარტიდან იმავე საძმოს ხაზინადარია. იმავე წლის 23 სექტემბერს უარი თქვა ამ პოსტზე. 1910 წლის 26 აპრილს მოდის გორსკი სკოლიდანაც და იმავე დღეს სოხუმის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად ინიშნება. 1912 წლის 18 სექტემბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით საქართველოს საეგზარქოსოს სარევიზიო კომიტეტისწევრად ირჩევენ. 1913 წლის 1 იანვარს სოხუმის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ხაზინადრის პოსტიდან თავისუფლდება. დეკანოზი მიხეილი იყო ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი.
1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც სოხუმის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1917 წლის 10 დეკემბერს მღვდ. მიხეილი კათოლიკოს-პატრიარქ
კირიონს (საძაგლიშვილი) სწერდა: „როგორც მოეხსენება თქვენს მეუფებას, 17 სექტემბრის თქვენის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ ჩვენ, სოხუმის ეპარქიის ამრჩევლებ-დელეგატებმა მეგრელქართველ -- სამურზაყანოელებში სამღვდელოებამ, როგორც ეს სავალდებულო იყო, გადავწყვიტეთ ღვთისმსახურების დროს რუსის სინოდის მაგიერ მოგვეხსენებინა თქვენი უწმინდესობა, რასაც ასე ვასრულებდით, თუმცა ფაქტიურათ ჯერჯერობით არა ვართ გამოყოფილი აქაური მმართველი რუსის ეპისკოპოზისაგან. მე, თუმცა სოხუმის საკათედრო საკრებულო ეკლესიის მღვდელი ვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მღვდელ-მონაზონი თეოფილე (შავდია) თქვენის უწმინდესობისაგან იყო აქ დანიშნული,
რომელიც სცხოვრობდა სოხუმის მღვდელმთავრის სახლში და ასრულებდა წირვა-ლოცვას ქართულად სასახლის ჯვრის ეკლესიაში, იქმნა გამწესებული
ბედიის ეკლესიაში წინამძღვრად. მე, სოხუმის ეპისკოპოსის სერგის განკარგულებით, მის მაგივრად, დროებით ვასრულებ წირვა-ლოცვას და ვიხსენებ თქვენს მეუფებას და მასთან ადგილობრივ ეპ. სერგის (რაკი მის ეკლესიაში ვიყავი მწირველ-მლოცველი). ამ დღეებში ესეც არის მივიღე ოფიციალური
მოწერილობა მოსკოვიდან ეპ. სერგისაგან, მისი ხელით ნაწერი პირდაპირ ჩემს სახელზე, მეორე აქაური ეპარქიის კანცელარიის მესაიდუმლე ტიხონ ვასილევიჩის (ავტონომოვი) სახელზე, რომლებითაც, მისი აზრით, მიკრძალავს თქვენი უწმინდესობის მოხსენებას. ეპ. სერგისათვის პასუხი არ გამიცია, რადგან ამ დღეებში, მგონი, ჩამოდისო. ეტყობა, აქედან ვიღაცას შეუტყობინებია, ვითომდა ჩამოუსმენივარ. ეს მოწერილობა ვაჩვენე ზოგიერთ ჩვენ მოწინავე პირებს და აქაურ ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი განყოფილების საზოგადოებას და მირჩიეს ჯერ ეს ამბავი მომეხსენებინა თქვენი მეუფების წინაშე. მისთვის, უმორჩილესად გთხოვთ თქვენს უწმინდესობას განგვიმარტოთ და შეგვატყობინოთ როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში“. 1919 წელს მამა მიხეილი სოხუმის ოლქის მთავარხუცესია. 1921 წელს იყო ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო სასამართლოს წევრი. იმავე წელს დროებით ასრულებდა სოხუმის საკათედრო ტაძრის სამრევლო საბჭოს............