სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ამირან შენგელია 1945-2001წწ დეკანოზი, 1989- 2001 წწ - ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დაბ. ჩხოროწყუ ამირან შენგელია 1945-2001წწ დეკანოზი, 1989- 2001 წწ - ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დაბ. ჩხოროწყუ

1945-2001 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება



გვარი შენგელია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

314       ბეჭდვა

ამირან შენგელია 1945-2001წწ დეკანოზი, 1989- 2001 წწ - ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დაბ. ჩხოროწყუ

მოძღვართმოძღვარი დეკანოზი ამირან შენგელია (1945-2001)

1945 წელს დაიბადა ჩხოროწყუში

1972 წელს დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია

1978 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია

1971 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში, ცხუმ-აფხაზეთის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ილიამ (შიოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბერს, სოხუმის ხარების საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი.


მსახურების ადგილები:

1971-1972 წწ - სოხუმის ხარების საკათედრო ტაძარი

1972-1973 წწ - თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახური

1973 -1979 წწ -თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური

1979 -1981 წწ - თბილისის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი

1981/20 /01 – 1981 /09/11 წ - ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური

1981- 1984 წწ - დიდუბის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრის მღვდელმსახური

1984/26/03 -1984/18/12 წ - თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი

1984 – 1989 წწ -თბილისის იოანე ღმრთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი 

1989- 2001 წწ - ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი


ჯილდოები:

1974 წლის 19 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით V-მ დააჯილდოვა დეკანოზის წოდებით

1977 წლის 3 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით V-მ დააჯილდოვა წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენით

1978 წლის 4 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, უბოძა მიტრის ტარების უფლება.

1983 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დააჯილდოვა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

1982 წლიდან იყო თბილისის სიონის, ქაშვეთის წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა სამების ტაძრების მთავარხუცესი


1998 წელს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ, დეკანოზი ამირან შენგელია დაადგინა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოძღვართმოძღვრად.

დეკანოზი ამირან შენგელია, გახლდათ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მე-XII ადგილობრივი კრების სამდივნო კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნულ კრებაზე, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, 1977 წლის 23 დეკემბერს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

დეკანოზი ამირან შენგელია, ათეისტური რეჟიმისა და მორწმუნეთა დევნის პირობებში, სამი ათეული წელი ერთგულად ემსახურა წმინდა ეკლესიას. იგი 2001 წლის 20 ნოემბერს, ჯერ მხოლოდ შუა ხნის ასაკს მიღწეული, 56 წლის ასაკში, გარდაცვლილი მოყვასისთვის ანდერძის ასაგებად მიმავალი, გზად აღესრულა. 

დაკრძალულია ცაიშის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.11.2023
ბოლო რედაქტირება 09.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0