სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იოსავა შიო გარდ. 1893წ, მღვდელი დაბ. სოფ. ბია, ხობი იოსავა შიო გარდ. 1893წ, მღვდელი დაბ. სოფ. ბია, ხობი
ბმულის კოპირება



გვარი იოსავა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

65       ბეჭდვა

იოსავა შიო გარდ. 1893წ, მღვდელი დაბ. სოფ. ბია, ხობი

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, სოფელ ბიის (ხობის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი შიო იოსავა, რომელსაც წესიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული ოჯახი ჰყავდა. მას ცოლად ჰყავდა ანა ბოჯგუა, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა: ბართლომე, პროხორე, აქვსენტი და ანდრონიკე. მამა შიომ თავის შვილებს იმ პერიოდისთვის შესაბამისი განათლება მიაღებინა. ოთხივემ დაამთავრეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და მათაც, მამის მსგავსად, მოძღვრის რთული უღელი იტვირთეს (ანდრონიკეს გარდა, რომელმაც საერო ცხოვრება აირჩია).

მეუღლესთან ანა ბოჯგუა სთან ერთად

უფროსი ძმა მღვდელი ბართლომე 1867 წლიდან ემსახურებოდა დედაეკლესიას. მოღვაწეობდა სამეგრელოს მაზრის სხვადასხვა სოფელში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, ხოლო 1902 წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. მღვდელი ბართლომე 1910 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა.


პროხორე იოსავა 1849 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და სწავლა განაგრძო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება. XIX საუკუნის 70-იან წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, მოგვიანებით კი მღვდლად დაასხა ხელი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის 23 ნოემბრიდან, ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დააბრუნეს. 1912 წლის 19 აპრილს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება და უშაფათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის 29 მარტს ახალი აბასთუმნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 31 დეკემბერს აღუდგინეს მღვდელმოქმედება და უშაფათის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა უშაფათის ეკლესია დახურეს და მამა პროხორეც იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა. იგი 1935 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დაასაფლავეს 14 სექტემბერს სოფელ ბიის სასაფლაოზე.


მესამე ძმა აქვსენტი ასევე სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. XIX საუკუნის 80-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ ნოჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაადგინა. 1893 წლის მარტში კვლავ მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და ხორში-საგვასალიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. რამდენიმე წლის შემდეგ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 1924 წლამდე მსახურობდა, ვიდრე კომუნისტებმა არ დაანგრიეს ეკლესია და მღვდელმსახურება არ აუკრძალეს. მღვდელი აქვსენტი 1939 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე.

მამა აქვსენტის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მცირე მოგონებები შემოგვინახა მისმა უმცროსმა შვილიშვილმა ციალა იოსავამ:

„შიო იოსავა ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1893 წლის 23 ნოემბერს). იგი დაკრძალულია ამავე ტაძრის კარიბჭესთან.

1937 წელს ბოლშევიკებმა ააწიოკეს მამა აქვსენტის ოჯახი, გაანადგურეს საეკლესიო ნივთები - სახარება, ბიბლია, ჯვარ-ხატები, მათ თვალწინ დაამსხვრიეს და დაწვეს ყველაფერი. დაჭერას შვილმა ერასტიმ გადაარჩინა, მაგრამ მალევე აღესრულა მორალური შეურაცხყოფისგან (ის ხომ გაპარსეს, აბუჩად აიგდეს, დასცინეს...)...

მამა ძალიან კარგი ხასიათის კაცი იყო, შვილებზე გიჟდებოდა, ვუყვარდით ყველა ერთნაირად. ოთხი ქალიშვილის მამა ამაყობდა ჩვენი პატიოსნებით და სიკეთით იმ დროში. მან იცოდა, მარტო ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ რა ექნა, რელიგიადავიწყებულ ხანაში. ის იუმორით სავსე კაცი იყო, მაგრამ გართულება ჰქონდა კომუნისტებთან და ჩემთან საუბრით იოკებდა გულს...

ზუსტად იმ  ზაფხულს, რომ ჩამოვედი, მაინცდამაინც არ მესიამოვნა მისი ხასიათი. ის ჩემთან საუბარს ვერ ახერხებდა... ჩემი დები სამსახურში რომ წავიდნენ, ჩვენ მარტო დავრჩით (დედა ადრე გარდაიცვალა, მამამ მეორე ცოლის მოყვანაზე უარი თქვა) უნდოდა რაღაც ეთქვა და ვერ ახერხებდა, ისევ მე ვიაქტიურე: მამა, რაღაც არ მომწონს შენი გამომეტყველება, რამე ხომ არ გაწუხებს? - ვეკითხები მას.

  ხო! შვილო - მითხრა მან, ადგა, გავიდა მეორე ოთახში და გამოიტანა ჟურნალი, კარგად არ მახსოვს ჟურნალის დასახელება, მხოლოდ ორენოვანი იყო - მეგრულ-ქართული. წაიკითხეო, მითხრა.

ჟურნალი ეკუთვნოდა თედო სახოკიას (დღეს ჟრუანტელი მივლის მაგის სახელის გახსენებაზე)... მე წავიკითხე და რას ვხედავ, ბაბუა აქვსენტი ჰყავს აუგად მოხსენებული, რომ ის ჯვარს წერდა არასრულწლოვნებს, რომ ფულს იღებდა ქრთამის სახით საბუთების შედგენის დროს, რომ წირვა-ლოცვას არ ასრულებდა, თუ ფულს არ მისცემდნენ (ალბათ, გულისხმობდა წესის აგებას, კარგად არ მახსოვს, 50 წლის წინანდელი ამბავია). წაკითხვის შემდეგ მახსოვს, გამოვვარდი მამასთან და ვიყვირე, ვინ არის ეს გარეწარი-მეთქი და მამას ტირილი აუტყდა ქალივით. მე მოვეხვიე, დავამშვიდე და ვუთხარი. ნუ მამა, ნუ ტირი. მე მაგას ვაჩვენებ სეირს-მეთქი... მაგრამ მამამ მე დამამშვიდა და მითხრა, არა შვილო, არ ღირს, ის კომუნისტების ჭიას ახარებსო და მიამბო ვინ იყო ეს კაცი: თურმე ბაბუაჩემის კარებთან გაზრდილი გაჭირვებული ოჯახი, ღარიბები და ბაბუა მათ ეხმარებოდა ყოველმხრივ მატერიალურად თუ სულიერად... ბევრი რამ, რაც არ ღირს მოსაყოლად...

მე ის ჟურნალი ცეცხლში შევაგდე და დავწვი. ასე გაგვამწარა მე და მამა თედო სახოკიამ“.

წყარო: ლ. ტოგონიძე, გ. მაჩურიშვილი: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა.

იოსავების სასულიერო ოჯახი   XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 


XIX საუკუნის II ნახევარში სამეგრელოში, სოფელ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა 
მღვდელი შიო იოსავა, რომელსაც წესიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული ოჯახი ჰყავდა. მას ცოლად ჰყავდა ანა 
ბოჯგუა, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა: ბართლომე, პროხორე, აქვსენტი და ანდრონიკე. მამა შიომ თავის შვილებს 
იმ პერიოდისათვის შესაბამისი განათლება მიაღებინა.  
ოთხივემ დაამთავრეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და მათაც მამის მსგავსად მოძღვრის რთული, მაგრამ ტკბილი უღელი იტვირთეს·· 
(ანდრონიკეს გარდა, რომელმაც საერო ცხოვრება აირჩია). 
უფროსი ძმა მღვდელი ბართლომე 1867 წლიდან ემსახურებოდა დედაეკლესიას. მოღვაწეობდა სამეგრელოს მაზრის სხვადასხვა სოფელში.
XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, ხოლ 1902 წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის წმინდა ანას 
III ხარისხის ორდენი ეწყალობა. მღვდელი ბართლომე 1910 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა.  
მომდევნო ძმა პროხორე 1849 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და სწავლა განაგრძო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში,
რომლის დასრულების შემ
გვ504

დეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება· 
XIX საუკუნის 70-იან წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, მოგვიანებით კი მღვდლად დაასხა ხელი. 
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის 23 ნოემბრიდან, ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1905 წლის 5 აგვისტოს მამა პროხორე ნაჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ბიის 
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დააბრუნეს. 
1912 წლის 19 აპრილს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება და უშაფათის წმინდა გიორგის სახელობის 
ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 
1913 წლის 29 მარტს ახალი აბასთუმნის წშინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 31 დეკემბერს აღუდგინეს 
მღვდელმოქმედება და უშაფათის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა 
გვ505

უშაფათის ეკლესია დახურეს და მამა პროხორეც იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა. იგი 1935 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. 
დაასაფლავეს 14 სექტემბერს სოფელი ბიის სასაფლაოზე. 
მესამე ძმა აქვსენტი ასევე სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. 
XIX საუკუნის 80-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად 
აკურთხა და სფელ ნაჯისხევის მთვარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურაღდ დაადგინა. 
1893 წლის მარტში კვლავ მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და ხორში-საგვასალიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად განამწესა. რამდენიმე წლის შემდეგ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 
1904 წლის 15 იანვარს ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაადგინეს, სადაც 
1924 წლამდე მსახურობდა, ვიდრე კომუნისტებმა არ დაანგრიეს ეკლესია და მღვდელმსახურება არ აუკრძალეს. 
მღვდელი აქვსენტი 1939 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა· დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე· 
მამა აქვსენტოს ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მცირე მოგონებები შემოგვინახა მისმა უმცროსმა შვილიშვილმა ციალა იოსავამ: 
„შიო იოსავა ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1893 წლის 23 ნოემბერს). იგი 
დაკრძალულია ამავე ტაძრის კარიბჭესთან. 
1937 წელს ბოლშევიკებმა ააწიოკეს მამა აქვსენტის ოჯახი, გაანადგურეს საეკლესიო ნივთები – სახარება, ბიბლია, ჯვარ
გვ506
ხატები, მათ თვალწინ დაამსხვრიეს და დაწვეს ყველაფერი. დაჭერას შვილმა ერასტიმ (ყოფილი დიაკონი) გადაარჩინა, მაგრამ მალევე აღესრულა მორალური შეურაცხყოფისაგან (ის ხომ გაპარსეს, აბუჩად აიგდეს, დასცინეს..).
ეს ყველაფერი ხდებოდა მისი შვილის ერასტის თვალწინ. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ დაჭერით დაემუქრნენ, აგრეთვე ცოლშვილის აწიოკებით და 
ამიტომ შეურიგდა ბედს. მამა იხსენებდა და მიყვებოდა, ვერ იტანდა კომუნისტებს, რადგან თვითონაც დიდი რეპრესიები გადაიტანა, როგორც მღვდლის შვილმა 
(ასევე, როგორც ყოფილმა დიაკონმა) და ჰყავდა ძვირფასი მეგობრები, რომელთა ბედი, რატომღაც მამასაც შეეხო (ესენი იყვნენ რაიკომის მდივანი: იუსტინე 
გვასალია და თანამდებობის პირი სარდიონ მაღლაკელიძე, მათაც სდევნიდნენ 37-იან წლებში ზუგდიდში). მამამ დამალვით გადაირჩინა თავი. ის 76 წლის ასაკში 
გარდაიცვალა - კომუნისტების ლანძღვით. მიუხედავად დევნისა, იგი ჩუმად ეწეოდა ეკლესიურ ცხოვრებას სახლში, მარხულობდა, ლოცულობდა, და რაც მთავარია, 
ნატრობდა მათ დამხობას... 
მამამ მიმიყვანა სიონის ეკლესიაში პირველად და მითხრა: „შვილო, აქ იარე ფრთხილადო, ინსტიტუტიდან არ გამოგრიცხონო და მეც არ ვაყოვნებდი, 
დავდიოდი 1952 წლიდან დღემდე.. ამჟამად ვარ სართიჭალის წმინდა ლაზარეს აღდგინეს სახელობის ეკლესიის მრევლი. 
ზუგდიდში ჩავედი თბილისიდან ზაფხულის არდადეგებზე, ყველანი კარგად დამხვდნენ (მამაჩემს რაიმე გართულება თუ ექმნებოდა რელიგიასთან, 
ქრისტიანობასთან და აგრეთვე კომუნისტებთან, სულ ჩემთან ჰქონდა საუბარი), რადგან ჩემი დები დიდად არ იყვნენ შეწუხებული ამ ამბით, 
ისინი დღესაც ნეიტრალური ცხოვრებით ცხოვრობენ, ერთ-ერთი და კომუნისტური პარტიის წევრიც იყო და, სხვათა შორის, დიდად ამაყობდა ამით მაშინ... 
მამა ძალიან კარგი ხასიათის კაცი იყო, შვილებზე გიჟდებოდა, უყვარდით ყველა ერთნაირად. ოთხი ქალიშვილის მამა ამაყ
გვ507

ობდა ჩვენი პატიოსნებით და სიკეთით იმ დროში. მან იცოდა, მარტო ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ რა ექნა, რელიგიადავიწყებულ ხანაში. 
ის იუმორით სავსე კაცი იყო, შაგრამ გართულება ჰქონდა კომუნისტებთან და ჩემთან საუბრით იოკებდა გულს.. 
ზუსტად იმ ზაფხულს, რომ ჩამოვედი, მაინცდამაინც არ მესიამოვნა მისი ხასიათი. ის ჩემთან საუბარს ვერ ახერხებდა... 
ჩემი დები სამსახურში რომ წავიდნენ, ჩვენ მარტო დავრჩით (დედა ადრე გარდაიცვალა, მამამ მეორე ცოლის მოყვანაზე 
უარი თქვა) უნდოდა რაღაც ეთქვა და ვერ ახერხებდა, ისევ მე ვიაქტიურე: მამა, რაღაც არ მომწონს შენი გამომეტყველება, 
რამე ხომ არ გაწუხებს? – ვეკითხები მას. 
– ხო! შვილო – მითხრა მან, ადგა, გავიდა მეორე ოთახში და გამოიტანა ჟურნალი, კარგად არ მახსოვს ჟურნალის დასახელება, 
მხოლოდ ორენოვანი იყო – მეგრულ-ქართული. წაიკითხეო, მითხრა. 
ჟურნალი ეკუთვნოდა თედო სახოკიას (დღესაც ჟრუანტელი მივლის მაგის სახელის გახსენებაზე).. მე წავიკითხე და რას
გვ508 
ვხედავ, ბაბუა აქვსენტი ჰყავს აუგად მოხსენიებული, რომ ის ჯვარს წერდა არასრულწლოვნებს, რომ ფულს იღებდა ქრთამის სახით საბუთების შედგენის დროს, 
რომ წირვა—ლოცვას არ ასრულებდა, თუ ფულს არ მისცემდნენ (ალბათ, გულისხმობდა წესის აგებას, კარგად არ მახსობს, 50 წლის წინანდელი ამბავია)
წაკითხვის შემდეგ მახსოვს, გამოვვარდი მამასთან და ვიყვირე,ე ვინ არის ეს გარეწარი-მეთქი და მამას ტირილი აუტყდა ქალივით. მე მოვეხვიე, 
დავამშვიდე და ვუთხარი: ნუ მამა, ნუ ტირი, მე მაგას ვაჩვენებ სეირს-მეთქი.. მაგრამ მამამ მე დამამშვიდა და მითხრა, არა შვილო, არ ღირს, 
ის კომუნისტების ჭიას ახარებსო და მიამბო ვინ იყო ეს კაცი: თურმე ბაბუაჩემის კარებთან გაზრდილი გაჭირვებული ოჯახი, ღარიბები 
და ბაბუა მათ ეხმარებოდა ყოველმხრივ მატერიალურად თუ სულიერად... ბევრი რამ, რაც არ ღირს მოსაყოლად... 
მე ის ჟურნალი ცეცხლში შევაგდე და დავწვი. ასე გაგვამწარა მე და მამა თედო სახოკიამ“. 

ეპისკოპოსი იოაკიმე

ეპისკოპოსი იოაკიმე წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი კუნძულ კვიპროსზე მდებარე კიკოსის მონასტერში მოღვაწეობდა, საიდანაც XVIII საუკუნის 
80-იანი წლების დასაწყისში არქიმანდრიტის წოდებით საქართველოში ჩამოვიდა. 
1783 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ზემო იმერეთში მდებარე ვარძიის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და ამ მონასტრის მიწები, 
თავისი შემოსავლებითა და ყმა-გლეხებით, კიკოსის მონასტერს შესწირა. არქიმანდრიტმა იოაკიმემ გურიაშიც მიიღო შემოწირულებანი. 
XVIII საუკუნის ბოლოს იმერეთის ახალმა მეფემ სოლომონ II-მ აღნიშნული მიწები საგანგებო სიგელით კვლავ 
დაუდასტურა მონასტერს. ახტალის საბადოების ბერძენ ოსტატთა თხოვნით, 1802 წლის 13 ოქტომბერს სიონის ყოვლადწმინდა 
გვ509

ღვთისმშობლის მოძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოსმა ანტონ II-მ არქიმანდრიტ იოაკიმეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და 
ახტალის ეპარქიის მმართველად დანიშნა. იმპერატორ ალექსანდრე I—ის ბრძანებით, მეუფე იოაკიმეს გამოეყო საეპისკოპოსო შესამოსელი, ხოლო
ახტალის ქარხნის შემოსავლიდან დაენიშნა წელიწადში 2 ათასი მანეთი. ისტორიკოსი მაქსიმე ბერძნიშვილი თავის წიგნში მეუფე იოაკიმეს შესახებ წერს: 
,,ქართველების მოსაზრებით, იოაკიმე ახტალელი არის მთავარმართებელ პავლე ციციანოვის აგენტიო''.
1803 წლის 15 ივლისს, ეპისკოპოსმა იოაკიმემ შავი ჭირის ეპიდემიის დროს, წმინდა სინოდის ნებართვის გარეშე მიატოვა ახტალის ეპარქია
და იმერეთში გაემგზავრა, სადაც 1805 წლის დეკემბრამდე დარჩა. შემდეგ კვლავ დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში. ეპისკოპოსი იოაკიმე 
მთელ თავის შემოსავალს, ასევე ვარძიისა და გურიის მონასტრებიდან შემოსულ შემოწირულებას კვიპროსზე, კიკოსის მონასტერში აგზავნიდა.
გვ510
ეპისკოპოსი იოაკიმე 1829 წლის 21 აპრილს თავის რეზიდენციაში, ახტალის მონასტერში გარდაიცვალა. 
აი. რას სწერს ბერძენი არქიმანდრიტი თადეოზი 1829 წლის 10 მაისს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას: 
„განჩინებისამებრ სინოდალური კანტორისა, მომწერა რა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, იონა მიტროპოლიტმა ქართლკახეთისა და სრულიად 
საქართველოს ეგზარქოსმა და კავალერმა, 23 წარსულის აპრილითგან დამევალა, რათა დაუყოვნებლივ წავსულიყავ ბორჩალოს დისტანციასა შინა, სოფელ ახტალას, 
სადაც განსვენებულს ყოვლადსამღვდელოს იოაკიმეს აქვნდა ცხოვრება. წარსულს აპრილის 25-ს რიცხვსა წარვედი რა ზემოხსენებულ ბორჩალოს დისტანციასა შინა, 
ოცდაექვსსა მასვე თვესა ოთხის მღვდლით ვწირე და შემდგომად წირვის აღსრულებისა სამღვდელმთავრო წესის მიერ ავუგე ანდერძი ხუთის 
მღვდლით და დავასაფლავე შინაგან ყოვლადწმინდის ღვთისმშობლის მიცვალების ახტალის სობოროს ეკლესიისა, შთაცმულ იყო თავის საკუთარ ძველის ტანისამოსითა, 
ხოლო შესამოსელი აქვნდა შთაცმული სტიხარი წითელი განდიდევისა, ოლარი – რუსულის ჩითისა, სარტყელი – მწვანე განდიდევისა, საბუხრეები – 
წითლის დარიისა, ენქერი – შტოფის მატერიისა, ფილონი – წითელი მატერიისა, დაფარნა – შტოფის მატერიისა, რომელნიცა აღნიშნულ არს ალავერდის ქონების 
სიასა შინა, აღწერილისა 1828 წელსა. დამარხვასა ზედა მისისა მოხმარებული იქნა სრულებით 134 მანეთი და 30 კაპიკი თეთრი ფული“. 
1881 წლის 23 დეკემბერს გაზეთ ,,შრომის'' მე-17 ნომერში დაიბეჭდა ,,ძველი საბუთი'' (წმინდა კიკოსის მონასტრის წინამძღვარ იოაკიმეს თავგადასავალი,
რომელიც გვაუწყებს, რომ განსვენებული მღვდელმთავარი იმერეთში ვარძიის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა.
1883 წელს გაზეთ ,,დროების'' N24-26ში კი დაიბეჭდა დეკანოზ დავით ღამბაშიძის წერილები ,,კიკოსის მონასტრის გლეხების მდგომარეობა
იმერეთის სოფელ ვარძიაში''.
გვ511
საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია საბუთი მეუფე იოაკიმეს გარდაცვალების შესახებ, მასში მითითებულია, თუ 
რომელი ეკლესიები ექვემდებარებოდა მღვდელმთავარს და ქართველ მეფეთა და თავად-აზნაურთაგან სად რა მამული ჰქონდა 
შეწირული ბერძნულმონასტრებს· 
„სია მღვდელთა და ეკლესიათა ბერძნისათა, რომელნიცა მდგომარეობდნენ გარდაცვალებულის ახტალელის ეპისკოპოსის იოაკიმეს გამგეობასა შინა: 
ახტალის სობოროს ეკლესია ღვთისმშობლის მიცვალებისა. 
ალევის მადნის წმინდა გიორგის ეკლესია. 
იაღდანის სოფლის ღვთისმშობლის ეკლესია. 
სოფელ ბადუნგის წმინდა მღვდელმთავრის ნიკოლოზის ეკლესია. 
ამ ოთხ ეკლეხიაში იმყოფებიან ორი მღვდელი: დეკანოზი ვასილ რომანოვი და დეკანოზი ვასილ ადრიანოვი. 
სოფელ გომარეთის წმინდა მღვდელმთავარ ვასილი დიდის 
ეკლესია, რომელსა შინა იმყოფება მღვდელი ლაზარე. 
სოფელ ოფრეთს წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია, რომელსა შინა იმყოფება მღვდელი ხარიტონი. 
სიგელებთა კუთვნილთა კიკოს მონასტრისადმი, რომელ არს იმერეთს შინა, სოფელს ვარძიახა შეწირულობასა ზედა სხვადასხვა ყმათა და მამულთასა 
იმერეთის მეფეთა და სხვათა პირთაგან: 
სიგელი საქართველოს მეფე ირაკლისაგან შეწირულობასა ზედა კიკოსის მონასტრისადმი წელიწადში 150 ყურისა. ქართულ 
ანგარიშსა ზედა ირიცხების 12 თუმნად, როგორადაც აცხადებს, ღრამოტასა შინა დაწერილის 1775 წლის 1 იანვარს. 
იმავე მეფისა მასზედვე დაწერილი 1785 წლის 1 იანვარს. 
მეფე დავითისაგან შეწირულობასა ზედა ვარძიის ეკლესიისა ყმა და მამულთასა, შედგენილი სექტემბრის 8-სა 1784 წელსა.
გვ512

უკანასკნელის მეფის სოლომონის შეწირულობასა ზედა კვალად პირთა მეფის დავითისათა 140 ყურისასა, შედგენილი 
ივნისის 25, 1793 წელსა. 
იმავე მეფე სოლომონისაგან, რომლითაცა შეუწირავს სამღებრო მდებარე ყოფილი სოფელსა ვარძიასა შინა, გარნა დღეს 
არღარა არსებობს, შედგენილი აგვისტოს 10-სა, 1810 წელსა. 
მთავრის კაცია II დადიანისაგან შეწირულობასა ზედა კიკოსის მონასტრისადმი ორმოცის მარჩილისა ყოველ წლივ, 
დამტკიცებული ლეონ V დადიანის მიერ, შედგენილი აპრილის 28-სა, 1780 წელსა. 
ოტია დადიანის ძის ნიკოლოზისაგან შეწირულობა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა და გლეხთასა მდებარის სამეგრელოსა შინა სოფელსა ეკსა,
აღშენებული 1780 წელსა, უთვეოდ და ურიცხვო. 
ოტია დადიანის ძის გიორგისაგან შეწირულობასა ზედა, ყოველ წლივ 20-20 მარჩილისა, შედგენილი 1780 წელსა, უთვეოდ და ურიცხვო. 
გურიის მთავრის გიორგი V-ისგან, რომლითაცა შეუწირავს ყოველ წლივ ორმოცი მარჩილი დამტკიცებული მამია V გურიელისაგან, 
შედგენილი 1780 წლის 19 ივლისს· 
გვ513
იმავე გურიელისაგან, რომლითაცა შეუწირავს ყმა და მამული მდებარე სოფელსა ოზურგეთსა, უწლო და ურიცხვო. 
მამია V გურიელისა განახლებასა ზედა ღრამოტისასა მთავრის გიორგი V-ისა, რომლითაცა აღმოჩენილი კიკოსის მონასტრის შეწირულობა ორი კომლი მამულითურთ. 
შედგენილი 18 წლის 16 თებერვალს. 
მთავრის დადიანის რძლის ანასტასიასაგან შეწირულობასა ზედა, 20-20 მარჩილისა წელიწადში შედგენილი 1783 წლის 1 მაისს, 
ოქმი დედოფლის მარიამისა შეწირულობასა ზედა ორის ობლის სოფელ კვაცხუთელისა შედგენილი 1802 წლის 24 ივნისს. 
აზნაურ ჩხეიძისაგან შეწირულობასა ზედა მამულისასა 1812 წლის 19 ნოემბერსა. 
გარდა ზემორე აღნიშნულთა სიგელებთა, აკლია ორი წერილი: 1) მეფის დიდის სოლომონისა შეწირულობასა ზედა ვარძიის სოფლისა ყმის და მამულისასა და 
2) საქართველოს მეფე გიორგი XII-ისაგან, რომლითაცა შეუწირავს კიკოსის მონასტრისათვის ქალაქ თბილისსა შინა კიდის ყურზედ სახლ-კარი,
რომელიცა დღეს დაქცეულ არს. 
სია ბერძენთ ეკლესიათ არქიმანდრიტთა, წინამძღვართა და მღვდელთა, რომელნიცა არიან იმერეთსა, ქართლსა, კახეთს, მენგრელიას და გურიასა შინა. 
ამათგანი, რომელნიცა ეკუთვნიან იერუსალიმსა: თბილისის ქალაქსა ჯვრის ამაღლების ეკლესია, რომელსა შინა არს დეკანოზი კორნელი ნიკოლოზის 
ძე ჩაჩიკაშვილი. გორის მაზრაში, სოფელ დირბს, პირველი შტატის ეკლესია წმინდა თეოდორე ტირონის და მეორე არს ეკლესია ღვთისმშობლის მიცვალებისა 
და მესამე – წმინდის გიორგისა. ამ სამ ეკლესიასა შინა იმყოფება მღვდელი იოანე ერგებლიძე იმერელი.
სოფელ ტახტისძირის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია, რომელსა შინა არა იმყოფება მღვდელი. 
თელავის მაზრაში, სოფელ აღდგომის ქრისტეს აღდგომის ეკლესია, რომელსა შინა იმყოფება მღვდელი ვასილ საყვარელიძე. 
გვ514
ამავე მაზრის სოფელ კისისხევს ყოვლადწმინდის ღვთისმფობლის ეკლესია, რომელსა შინა იმყოფება მღვდელი მიხეილ გომურაშვილი. 
ეს ყველა ეკლესია და მღვდლები არიან დეკანოზ ვასილ ადრიანოვის დაქვემდებარებაში. 
იმერეთს, მენგრელიას და გურიას შინა მდგომარე სოფელთა და ეკლესიათა, კუთვნილთა ქრისტეს საფლავისადმი, გამგებლად 
იმყოფება არქიმანდრიტი გაბრიელი: ქუთაისის მაზრის სოფელ ჩხარს მაცხოვრის ეკლესია, რომელსა შინა იმყოფება მღვდელი იესე ზარნაძე. 
მენგრელიის მაზრის სოფელ ქოცხირს ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსა შინა არიან მღვდელნი: სიმონ, ტარიელ, გიორგი და იოანე. 
სოფელ ძღალს. 
სოფელ ნაპაღაურს. 
სოფელ ტყვირს. 
გურიის მაზრის სოფელ მამათს. 
სოფელ გურიანთას, რომელნიცა რომელი წმინდისა არიან და რომელი სამღვდელონი იმყოფებიან მას შინა, ჯერეთ არა უწყი. 
სიღნაღსა შინა მდგომარე ეკლესია მთაწმინდის პორტაიტის ღვთისმშობლის მონასტრისა, რომელიცა არს გამგეობასა ქვეშე არქიმანდრიტის სერაფიმესი: 
ეკლესია წმინდა სტეფანე არქიდიაკონისა. 
თელავის მაზრის სოფელ გულგულას მაცხოვრის გვერდის განხილვის ეკლესია, რომელსა შინა მსახურებს მღვდელი გიორგი ჯათანაძე-მოლოზნისშვილი. 
გორის მაზრის სოფელ ერკნეთის ეკლესია, რომელსა მღვდელი არ ჰყავს. 
თელავის მაზრის მდგომარე მთაწმინდის ფილოთეოს მონასზრისა, რომლისაცა არს წინამძღვარი ანატოლიოს ბერი. 
სოფელ ზემო ხოდაშენს ეკლესია ხარების, რომელსაცა მღვდელი არ ჰყავს.
გვ515
იმერეთში, შორაპნის მაზრის სოფელ ვარძიას, რომელიცა ეკუთვნის კიპრის კუნძულს ღვთისმშობლის მონასტერს, რომელიცა 
წოდებულ არს კიკოსი და არს ამის არქიმანდრიტი გერმანე. 
სოფელ ვარძიას ეკლესია ღვთისმშობლისა. 
ეკლესიანი, რომელიცა ეკუთვნიან სინას მთის მონასტერსა. 
თბილისის ქალაქსა შინა მდგომარე ეკლესია წმინდის ეკატერინესი. 
გორის მაზრაში სოფელ მეღვრეკისის ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლისა“. 
ეს ეკლესიები და მათი ქონება 1918-1921 წლებში ჯერ მენშევიკურმა მთავრობამ ჩამოართვა აღნიშნულ მონასტრებს, შემდეგ 
კი- 1921 წლიდან კომუნისტებმა გააჩანაგეს და გაძარცვეს
გვ516.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.11.2023
ბოლო რედაქტირება 09.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0