მღვდელი შიო რეხვიაშვილი დაიბადა სოფელ ჭიორაში 1868 წელს თევდორე რეხვიაშვილის ოჯახში. სიყმაწვილიდანვე გამოირჩეოდა ღვთიმსახურებისადმი სიყვარულით. დაამთავრა ქუთაისი სასულიერო სასწავლებელი. წლების მანძილზე მსახურობდა ჭიორის წმიდა გიორგის ტაძარში მედავითნეთ. მღვდელ ეგნატე მეტრეველთან. ასევე მუშაობდა სოფელ ხირხონისში და ღებში. იყო წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ესწრებოდა თბილისში 1917 წელს გამართულ პირველ საეკლესიო კრებას. 1919 წელს დეკანოხზ ვასილ ვასილ დოლაბერიძის წარდგენით ქუთაისი საჯკათედრო ტაძარში, ქუთათელ გაინათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) იგი მღვდლად აკურთხა. მოღვაწეობდა მშობლიურ სოფელში. კომუნისტების მიერ ჭიორის წმიდა გიორგის ტაძრის ძალადობრივი დახურვის მიუხედავად, იგი მაინც აგრძელებდა ღვთიმსახურებას. მისი ერთ ერთი ვაჟი აკაკი 1937 წელს რეპრესიებს შეეწირა. მღვდელი შიო რეხვიაშვილი გარდაიცვალა დაკრძალულია საგვარეულო სასაფლაოზე.
ფოტო გადაღებულია 1926 წელს ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მიერ. მასზე აღბეჭდილნი არიან მღვდელი შიო, მეუღლე პელაგია, რძალი ადელაკი და შვილიშვილი ნოე.
მოგვაწოდა შიოს შვილიშვილმა ლია ვასილის ასულმა რეხვიაშვილმა
საპატრიარქოს უწყებანი N9 4-10მარტი 2005წ გვ.28
მღვდელი შიო რეხვიაშვილი /1868-1941/
მღვდელი შიო რეხვიაშვილი დაიბადა რაჭაში, სოფელ ჭიორაში 1868 წელს თევდორე რეხვიაშვილის ოჯახში. სიყმაწვილიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმსახურებისადმი სიყვარულით. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. წლების მანძილზე მსახურობდა ჭიორის წმიდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ მღვდელ ეგნატე მეტრეველთან. ასევე მასწავლებლობდა სოფელ ხირხონისში და ღებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ესწრებოდა თბილისში 1917 წელს გამართულ I საეკლესიო კრებას. 1919 წელს დეკანოზ ვასილ დოლაბერიძის წარდგენით ქუთაისის საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა /ლეჟავა/ იგი მღვდლად აკურთხა. მოღვაწეობდა მშობლიურ სოფელში. კომუნისტების მიერ ჭიორის წმიდა გიორგის ტაძრის ძალადობით დახურვის მიუხედავად, იგი მაინც აგრძელებდა ღვთისმსახურებას. მისი ერთ-ერთი ვაჟი აკაკი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. მღვდელი შიო რეხვიაშვილი გარდაიცვალა 1941 წელს, დაკრძალულია საგვარეულო სასაფლაოზე. ფოტო გადაღებულია 1926 წელს, ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მიერ. მასზე აღბეჭდილნი არიან: მღვდელი შიო, მეუღლე პელაგია, რძალი ადელკი და შვილიშვილი ნოე. მოგვაწოდა მამა შიოს შვილიშვილმა, ქალბატონმა ლია ვასილის ასულმა რეხვიაშვილმა.