მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 243-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ალექსანდრე გიორგის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1965 წლის 18 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ალექსანდრე რეხვიაშვილი ჩადგა მამულის დამცველთა სიაში. ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში,რასაც მისი ბატალიონი ანხორციელებდა. მას ფრონტელი მეგობრები ახასიათებდნენ,როგორც უშიშარ და საუკეთესო მებრძოლს.
1993 წლის 27 თებერვალს მერკულაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ალექსანდრე რეხვიაშვილი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ალექსანდრე რეხვიაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.