კონდრატე თათარაშვილი დაიბადა 1872 წლის 21 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ აბასთუმანში სასულიერო პირის ოჯახში და მისი ნათლია გახლდათ სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი.
1879 წელს კონდრატე სამეგრელოში სენაკის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მას ასწავლიდნენ ცნობილი მოღვაწეები – ვასილ ბარნოვი და სტეფანე ძიმისტარიშვილი. სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან წერაც. ქართველ საზოგადოებას იგი განსაკუთრებით დაამახსოვრდა მოთხრობა "მამელუქით". მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1894 წელს დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში მან წერილი გამოუგზავნა მწერალ სოფრომ მგალობლიშვილს და აცნობა სურვილი – ემსახურა ხალხისთვის, როგორც მღვდელსა და პედაგოგს.
1896 წელს, 24 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, იგი მღვდლად აკურთხეს. თავდაპირველად მღვდელი კონდრატე ზუგდიდის მაზრის სოფელ კირცხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ამ დროს ჩამოაყალიბა მან სამრევლო–საეკლესიო სკოლა. საზოგადოებრივ სარბიელზე კონდრატე თათარაშვილი გამოვიდა, როგორც მღვდელი, პედაგოგი და მწერალი. თანამედროვენი იხსენებენ, რომ იგი ღარიბ მოსწავლეებს თავად ურიგებდა უფასოდ წიგნებსა და რვეულებს.
1902 წელს იგი თბილისში გადმოყავთ და იოანე ნათლისმცემელის რუსულ ეკლესიაში აგრძელებს მსახურებას. მან ამ ეკლესიასთან გახსნა ქალთა სკოლა, რომლის გამგეც თვითონ იყო და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კუკიის სამისიონერო სკოლაში. იგი ილაშქრებდა სასულიერო სემინარიაში ქართველი სტუდენტების გარიცხვის წინააღმდეგ.
1906 წლიდან კონდრატე თათარაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების ცხოვრებაში.
1906 წელს მღვდელი კონდრატე დაესწრო თბილისის სამღვდელოების კრებას, რომელზეც ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამის გამო მას დევნა დაუწყეს. 1906 წლის ერთ–ერთ ნომერში გაზეთი "მეგობარი" წერდა: "...მღვდელ თათარაშვილს, რომელმაც მონანიების ქაღალდს ხელი არ მოაწერა, სასინოდო კანტორამ მღვდელმოქმედება აუკრძალა. ეხლა კანტორას დაუდგენია მღვდელ თათარაშვილს სრულიად ჩამოართვას მღვდლობა."
სასულიერო ხარისხჩამორთმეული მოძღვარი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა ქვეყანა. იგი მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც 1912–1919 წლებში სწავლობს ბრიუსელის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ხდება გეოლოგიის დოქტორი. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი. გ. ქიქოძის თქმით, „მღვდელი კონდრატე თავისი ოპტიმიზმით და სიცოცხლის სიყვარულით საუკეთესო წარმოდგენას იძლეოდა ქართველი ხალხის ენერგიაზე“. იგი მოგვიანებით დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად სასულიერო მოღვაწეობა ვეღარ გააგრძელა.
1921 წელს კონდრატემ მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად, ხოლო 1923 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში გააგრძელა მოღვაწეობა.
კონდრატე თათარაშვილი, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა 1929 წელს. მისი ცხედარი გამოასვენეს მწერალთა სასახლიდან და დაკრძალეს ვერის ახალ სასაფლაოზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-1911)
ბიბლიოგრაფია
XVIII- XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : ლუარსაბ ტოგონიძე, გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, "ალილო", 2012
მღვდელი კონდრატე თათარაშვილი 1872-1929 წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
ჩვენმა ბევრმა თანამემამულემ არ იცის, რომ ცნობილი ქართველი მწერალი „უიარაღო“ (კონდრატე თათარაშვილი), რომელიც
ქართველ მკითხველს განსაკუთრებით დაამახსოვრდა მოთხრობა „მამელუქით“, სასულიერო პირი იყო. გადავწყვიტეთ, მოგვეთხრო
ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ. მასალა მოგვაწოდა მწერა
გვ450
ლის შთამომავალმა, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორმა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის
საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
„თავისი ოპტიმიზმითა და სიცოცხლის სიყვარულით საუკეთესო წარმოდგენას იძლეოდა ქართველი ხალხის ენერგიაზე“ – გ.
ქიქოძე.
ქართველი ერის ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მღვდელი ერთდროულად იყო დიდი მწერალიც და პედაგოგიც.
ამ კუთხით გამოირჩევა ჩვენი მწერლობის კლასიკოსი კონდრატე თათარაშვილი – უიარაღო.
თათარაშვილების გვარი კახეთის მეფე ალექსანდრე დიდმა თავის ქალიშვილს მზითევად გაატანა, როდესაც იგი ცოლად
გაჰყვა სამეგრელოს მთავარ მანუჩარ დადიანს. ასე მოხვდნენ თათარამშვილები კოლხეთში, სადაც დღესაც სახლობენ. ზეპირი
გადმოცემით ამ გლეხების უუფლებო მდგომარობას უნნდა ასახავდეს ზედწოდება „უიარაღო“. პირველი თათარაშვილი, რომელიც საზოგადო
სარბიელზე გამოჩნდა, იყო მარკოზი· იგი მღვდლად აკურთხეს და სამხედრო ნაწილში მსახურობდა. მღვდელი
მარკოზი ეკისა და ხობის თათარაშვილებს გამოეყო ღა ზუგდიდის სამხრეთით, 12 კილომეტრზე სოფელ აბასთუმანში დამკვიდრდა.
მოძღვარი ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობღა. კონდრატე უიარაღოს უმცროსი ძმის, დამსახორებული პედაგოგის, კაალისტრატე
თათარაშვილის (ასევე ყოფილი მღვდელი) ცნობით, „მამელუქის“ პერსონაჟის მღვდელ მარკოზ ლაბაძისა და მისი მეუღლის პროტოტიპები სწორედ პაპა
მარკოზი და მისი
გვ451
ცოლი ყოფილან. ყველა დადებითი თვისება, რითაც მოთხრობის ეს ეპიზოდური გმირი გამოირჩევა, პაპა მარკოზისგან ყოფილა აღებული
მღვდელ მარკოზ თათარაშვილსა და მის მეუღლეს, მარიკა ესებუას შვიდი ვაჟი და სამი ქალი გამოუზრდიათ. ვაჟთაგან
იესე, ივანე და ტიმოთე ერისკაცებად დარჩენილან, ხოლო ეგნატე, ანდრია და დავითი – სასულიერო პირები გამხდარან. დავითი
ჯერ კიდევ მთავარდიაკონი ყოფილა აბამაში, როცა მის მეუღლეს, აღათი ჩიტაიას 1872 წლის 21 სექტემბერს სოფელ აბასთუმანში
შესძენია პირველი ვაჟი. მას კონდრატე დაარქვეს და სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე დადიანმა მონათლა.
1879 წელს კონდრატე სამეგრელოში, სენაკის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მას ასწავლიდნენ ცნობილი მოღვაწეები - ვასილ ბარნოვი
და სტეფანე ძიმისტარაშვილი. მან სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა.
ამ დროს დაიწყო წერაც სწავლის დროს ზაფხულობით იგი ბავშვებს ამეცადინებდა. მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო კიევის
სემინარიაში, რომელიც 1894 წელს დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში მან წერილი გაუგზავნა მწერალ სოფრომ მგალობლიშვილს და გაუმხილა
სურვილი – ემსახურა ხალხისათვის, როგორც მღვდელსა და პედაგოგს.
1895 წელს კონდრატე დაქორწინდა უკრაინელ ქალზე – ანისია კოტლიაროვაზე, რომლისგანაც სამი შვილი შეეძინა.
1896 წელს, 24 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, იგი მღვდლად აკურთხეს. თავდაპირველად მღვდელი კონდრატე ზუგდიდის მაზრის სოფელ კირცხის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ამ დროს ჩამოაყალიბა მან სამრევლოსაეკლესიო სკოლა. საზოგადოებრივ სარბიელზე გამოვიდა,
როგორც მღვდელი, პედაგოგი და მწერალი· თანამედროვენი იხსენებენ, რომ იგი ღარიბ მოსწავლეებს თავად ურიგებდა უფასოდ წიგნებსა და რვეულებს.
გვ452
1902 წელს ჩვენი ცნობით, 1901 წელს. რადგან ამავე წლის 12 ნოემბერს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა: საბუთში აღნიშულია, რომ ის უკვე არის
მისიონერი მღვდელი კუკიის სამისიონერო სკოლაში – გ მ. იგი თბილისში გადმოჰყავთ და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის რუსულ ეკლესიაში
აგრძელებს მსახურებას· მან ამ უკლესიასთან გახსნა ქალთა სკოლა. რომლის გამგეც თვითონ იყო და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კუკიის
სამისიონერო სკოლაში.
მღვდელი კონდრატე ილაშქრებდა სასულიერო სემინარიაში ქართველი სტუდენტების გარიცხვის წინააღმდეგ და წერდა:
„ჩვენი ბედნიერი თვალების წინ რამდენი ახალგაზრდა გაირიცხა, რამდენჯერ სულაც დაკეტეს სემინარია, რამდენი და რა სახის რეპრესიები არ იხმარეს,
მაგრამ ოდნავ მაინც გამოსწორდა საქმე? არც გამოსწორდება სანამ უკმაყოფილების მიზეზი
დედაბუდრიანად არ იქნება აღმოფხვრილი“.
1906 წელს მღვდელი კონდრატე დაესწრო თბილისის სამღვდელოების კრებას. რომლის ძირითადი მოთხოვნა საქართვე
გვ453
ლოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. ამის გამო მას დაუწყეს დევნა. აი, რას წერდა გაზეთი „მეგობარი'' 1906 წელს
თავის ერთ–კრთ ნომერში: „როგორც ვწერდით, მღვდელ თათარაშვილს, რომელმაც მონანიების ქაღალდს ხელი არ მოაწერა,