სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იოანე გრიგოლის ძე მერებაშვილი 1854-1940-იანი წწ. მართლ. მღვდელი სოფ. ანაგა, სიღნაღი იოანე გრიგოლის ძე მერებაშვილი 1854-1940-იანი წწ. მართლ. მღვდელი სოფ. ანაგა, სიღნაღი
ბმულის კოპირება



გვარი მერებაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

იოანე გრიგოლის ძე მერებაშვილი 1854-1940-იანი წწ. მართლ. მღვდელი სოფ. ანაგა, სიღნაღი


1854 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფელ ვაქირის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო.
1878 წლის 11 აგვისტოს ზაქათალის ოლქში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1880 წლის 1 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 
1881 წლის 18 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს და ამავე ეკლესიაში მედავითნის შტატში დატოვეს.
1885 წლის 16 ივნისს მღლვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1886 წლის 17 მაისს ბოდბისხევის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1893 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 8 ოქტომბერს ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1898 წლის 14 ივლისს სკუფია უბოძეს.
1904 წლის 12 ოქტომბერს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1905 წლის 31 მაისიდან ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.
1911 წლის 6 მაისს კამითოავკა ეწყალობა.
1921 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა 

გვ 156
(ოქროპირიძე) სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
1926 წლის 11 აპრილს სიღნაღის მაზრის I-II ოლქების სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1926 წლის მონაცემებით სოფელ აფენის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.
1927 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით დეკანოზის წოდება მიენიჭა.
მამა იოანე 1935- 36 წლებში კვლავ განაგრძობდა ღვთისმსახურებას. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე მაგდანა მიხეილის ასული, დაბადებული
1861 წელს და შვილები: მიხეილი, ვლადიმერი, ელისაბედი, თამარი, იოსები, ირაკლი, ვახტანგი. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.11.2023
ბოლო რედაქტირება 18.11.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0