ნიკოლოზ (ნიკო) ვალერის ძე გელენიძე დაიბადა 09 ოქტომბერი 1992წ, გარდაიცვალა 16 ნოემბერი 2023წწ ბახმუტი, უკრაინა წარმ. სოხუმი ცხვ. ფოთი
ნიკოს ოჯახი ცხოვრობდა სოხუმში, 1992 წელს საბრძოლო მოქმედებების გამო, დედა გემით გადმოადგილგილდებოდა მშვიდობიან ადგილზე, ნიკოლოზი გემზე დაიბადა.
სოხუმის შემდგომ ოჯახი ცხოვრობდა ფოთში.
მამა ველერი გელენიძე ვეტერანი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში 2010 წელს
როგორც მისი დედის ძმა გია ჩორგოლაშვილი (ვეტერანი) ამბობს, ოჯახში უთქვავს, რომ პოლონეთში მიდიოდა სამუშაოდ და უკრაინაში წასულა.
დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა ორი აზერბაიჯანელი მებრძოლი:
ლევან ლობჟანიძე ვახტანგის ძე 1974-2023წწ გარდ. სოფ. კლიშევკა, უკრაინა ცხოვრ. თბილისი
„ლევანი უნდა გამოესვენებინათ და ამ დროს გზაში დაბომბვაში მოგვიყვნენ ბიჭები. ლევან ლობჟანიძის ცხედრამდე ვერ მიაღწიეს“, - ამბობს დანაყოფ „თბილისის“ მეთაური, გოჩა ხორავა.
მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გელენიძის ცხედარი უკვე გამოსვენებულია ცხელი წერტილიდან. მას 20 ნოემბერს, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდს გადაუხდიან, რის შემდეგაც საქართველოში გადმოასვენებენ.
ნიკოლოზ გელენიძე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი დღეს ფოთში ცხოვრობს.