სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9604

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რომან გელენიძე 1964-93წ. გარდ. 29 წლის, სოფ. ბესლახუბა აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრაწყარო ზესტაფონი რომან გელენიძე 1964-93წ. გარდ. 29 წლის, სოფ. ბესლახუბა აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრაწყარო ზესტაფონი რომან გელენიძე 1964-93წ. გარდ. 29 წლის, სოფ. ბესლახუბა აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრაწყარო ზესტაფონი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

აფხაზეთის ომი

გვარი გელენიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

209       ბეჭდვა

რომან გელენიძე 1964-93წ. გარდ. 29 წლის, სოფ. ბესლახუბა აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრაწყარო ზესტაფონი

რომან გელენიძე იუზას ძე დაიბადა სოფელი ცხრაწყარო ზესტაფონი გარდაიცვალა 26 თებერვალი 1993 წელი.


სამშობლოს სიყვარული დედის რძესთან ერთად შეისისხლხორცა... უსაზღვროდ უყვარდა მშობლიური სოფელი ძლოურდაენეთი, კამკამა, ლურჯი ცითა და მთებით გარშემოსალტული...

“შრომისგან დაღლილი ლორთქო ბალახში წამოკოტრიალდებოდა და სიამოვნებით ადევნებდა თვალს თეთრი ფუმფულა ღრუბლებით მოგვირისტებულ ზეცას, რომლის ბატონ-პატრონადაც წარმოედგინა თავი...


ოცნებებით ნასაზრდოები ჭაბუკისთვის მშობლიური მიწა და ცა მით უფრო ძვირფასი და ხელშეუვალი გახდა, რაც დიდი სიყვარული ეწვია და მისი ცხოვრება პატარა თამარმა, დავითმა და იამ გაალამაზეს. მერე იყო და მრავალჭირნახულმა სამშობლომ ვაჟკაცებს უხმო,უკვე ხელშესახები გახდა ის ვაჟკაცური ვალი, რომელიც წიგნებიდან და საქართველოს სისხლით დაწერილი ისტორიიდან ჰქონდა გაცნობიერებული. არავის დალოდებია. იცოდა, ვისი გორისა იყო და რა უნდა ეკეთებინა. მამა-პაპის

სისხლდანთხეულ მიწას ედავებოდნენ და ვის დაანებებდა? ამიტომაც მოვალეობის მაღალი შეგნებით იბრძოდა ცხინვალში, ეროვნული არმიის 21-ე ბრიგადაში, შემდეგ კი აფხაზეთმა უხმო...

ბევრი მძიმე და ძნელი დღე გამოიარა. მტკაველი მიწა არ ეთმობოდა, ვაჟკაცურად იბრძოდა ოცეულთან ერთად. ბესლახუბაში შემოუტიეს ბატალიონს, მაგრამ პოზიციები არ დაუთმიათ ბიჭებს. პირიქით, კილომეტრნახევრით წაიწიეს წინ საქობალიოდან-მერკულამდე. თავგანწირულ ბრძოლაში, ხუთ თანამებრძოლთან ერთად, გმირული სიკვდილით დაეცა კიდევ ერთი ჭეშმარიტი ქართველი,ოცეულის მეთაური, ლეიტენანტი – რომან გელენიძე.მშობლიურმა სოფელმა ცხარე ცრემლით დაიტირა სამშობლოსთვის თავდადებული ჭაბუკი. გაუბედურებულ ოჯახს იმედად და სიამაყედ ექცა რომანის თავდადება. თითქოს ტკივილი შემსუბუქდა, როცა სიკვდილის შემდეგ ოცმეთაური რომან გელენიძე დიდი ჯილდოთი – ვახტანგ გორგასალის I და M ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს. ძაძებში გახვეულმა დედამ შვილის დაკრძალვის შემდეგ რომანის უბის წიგნაკში ნახა ჩანაწერი:

„საქართველოა ჩვენი მზე დიდი,ჩვენი ჯვარი და ჩვენი ნათება.

საქართველოსთვის მოვკვდეთ შვილები,ეს არის დიდი ჭეშმარიტება“.

აკი მოკვდა საქართველოსთვის, მის მზესა და ნათებას შეეწირა ჭაბუკი,

მაგრამ დაღუპულთა სიცოცხლე ნუ იქნება უბრალო მსხვერპლი...

ეს უნდა გვახსოვდეს!

მშობლები

დედა ნარგიზი მიხიელის ასული წითელაშვილი 1943 წელი,  დაბადებულია, სოფელი ტაბაკინი.

            ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთი ლამაზი სოფლის,ცხრაწყაროს მკვიდრის იუზა გელენიძის ოჯახში 1964 წლის 6 ივნისს დაიბადა ვაჟკაცი,რომელიც ამ ნარკვევის მთავარი გმირი იქნება.მშობლებმა ვაჟიშვილს რომანი დაარქვეს.სკოლის ასაკმა რომ მოუწია,შვილი ტაბაკინის საშუალო სკოლაში მიიყვანეს სასწავლებლად.სკოლაში გამოირჩეოდა კარგი სწავლით და ყოფაქცევით.სოფელ ტაბაკინის საშუალო სკოლა დაამთავრა 1981 წელს.სკოლიდან ამხანაგების და მასწავლებლების დიდი სიყვარული გამოიყოლა.რომანს ძალიან იტაცებდა სამხედრო საქმიანობა,სურვილი ჰქონდა სწავლა სამხედრო სასწავლებელში გაეგრძელებინა,მაგრამ მცირე დაბრკოლების გამო ოცნებაზე უარი თქვა და პროფესიის დასაუფლებლად ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმს მიაშურა.თავი აქაც გამოიჩინა.მისი თანაკურსელი რატი ჯაჯანიძე იგონებს:  ,,რომანი სასწავლებელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა,უყვარდათ პედაგოგებს,მეგობრებს.მე და რომანი სულ ერთად ვიყავით,ყველა საქმის დამწყები და სულისჩამდგმელი იყო, აი ნახე - რატი ალბომიდან სურათს იღებს,სადაც მეგობრები არიან აღბეჭდილნი - ეს სურათი ტექნიკუმის დამთავრების აღსანიშნავ საღამოზე გვაქვს გადაღებული.სურათს დავცქერი,რომანის ალალ ღიმილს ვუკვირდები,ჩამუხლულია და ხელი გაშლილი ხუთივე თათით პოეტურად აქვს ზეაწეული,მაშინ ვინ იფიქრებდა რომ....

          ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ,სხვადასხვა დროს მუშაობდა ზესტაფონის ხოლო შემდეგ ქუთაისის საწარმოებში.სადაც არ უნდა ყოფილიყო,სკოლაში,სახლში,თუ მეგობრებში ის ყველგან ქებას და მოწიწებას იმსახურებდა.უყვარდა სამშობლო,მზად იყო მისთვის ყველაზე სანუკვარი-სიცოცხლეც კი გაეწირა.ეს სიტყვები მისი ბიოგრაფიის შესალამაზებლად როდია ნათქვამი.როდესაც მამულს გაუჭირდა და ზესტაფონის სამხედრო კომისარიატიდან გაწვევის ბარათი მიიღო.წუთითაც არ შეყოყმანებულა.სამხედრო კომისარს სთხოვა,ბრძოლის წინა ხაზზე გაეშვათ,რომ საბჭოთა არმიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს სამსახურში გამოეყენებინა.ზესტაფონის სამხედრო კომისარიატის მეოთხე ქვეგანყოფილების თანამშრომელმა გაიხსენა ეს ამაღელვებელი წუთები,იგი დღეს ვერ მალავს გაკვირვებას რომან გელვნიძის ვაჟკაცობისა და სულიერი სიძლიერის გამო.

          რომანი გაიზარდა,ერთი ვაჟკაცი შეიწირა დიდმა სამამულო ომმა.  ,,კვიცი გვარზე ხტისო“  და მართლაც, ბაბუის აგაბო გელენიძის კვალს გაყოლილი შვილიშვილიც მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაეცა.იგი ქუთაისის მექანიზებული ბრიგადის 213-ე  ბატალიონში მსახურობდა ოცეულის მეთაურად.ფრონტზე წასული რომან გელენიძე სამი შვილის მამა იყო.თავის შვილების,სამშობლოს უკეთესი მომავლის ღრმა რწმენით გულანთებული ვაჟკაცი თავდაუზოგავად იბრძოდა ოჩამჩირესთან და მერკულასთან.1993 წლის 26 თებერვალს რომანი და მისი სამი თანამებრძოლი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას,მტრის ნატყორცნმა ნაღმმა იმსხვერპლა.ძნელი იყო ოჯახისათვის განსაკუთრების დედისთვის და ახალგაზრდა მეუღლისათვის ნაღმის ნამსხვრევებით დაფლეთილი საყვარელ ადამიანთან შხვედრა    ,,ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადო“. ამ სიტყვებს ნამდვილად იმსახურებს რომანის და ქალბატონი ნარგიზი გელენიძე,მან ხომ გმირული სულისკვეთებით ანთებულ შვილს გზა დაულოცა ბრძოლისა და თავდადებისათვის.

რომანს დარჩა 25 წლის მეუღლე  - ნინო ერისთავი და სამი შვილი.პატარა იამ მხოლოდ სურათით იცის მამის სახე.შავ ძაძებში შემოსილი ახალგაზრდა ქვრივი ძუ ლომივით შემართული დგას შვილის აღსაზრდელად.

       სიკვდილის შემდეგ რომან გელენიძე დაჯილდოვდა გორგასლის II   ხარისხის ორდენებით.რომანის სიკვდილი ბევრმა მისმა მეგობარმა განიცადა,გულთან ახლოს მიიტანა.აი მათი გულისტკივილიც: ,,ჩვენ,ვისაც შენთან ბავშვობა გაგვიტარებია,ცივის ღელეში ზევით-ქვევით გვირბენია,ბურთი გვითამაშია და ცხენებით გვიჯირითია,ის უფრო გაგვიკვირდებოდა,რომ შენისთანა მოუსვენარი,დაუმორჩილებელი სულის მქონე,ამავე დროს ბავშვივით მართალი კაცი,სახელით რომ არ წასულიყავი ამ ქვეყნიდან.უკანასკნელად რომ გვნახე გვითხარი: ,,ძმებო,საქართველო უთანასწორო ომშია ჩართული,მაგრამრას თუ ვაჟკაცები ვართ, უნდა ვიომოთო“.

        ვაჟკაცურად იბრძოლე და შენი სიცოცხლეც დაუშურველად მიიტანე სამსხვერპლოზე,სიკვდილის შემდეგ გულის ჯიბეში ვნახეთ პატარა ლექსი,რომელიც დღეს საფლავის ქვაზე არის დაწერილი.

        

    

მოვრჩი,ყველანი ძალიან მიყვარხართ,მე დავბრუნდები აუცილებლად,ისე კი გახსოვდეთ: ,,ბოლომდე დამწვარი სანთლის ნაღვენთი თავისთავად მშვენიერია და მშვენიერებასაც გვაგონებს,რაც მოციმციმე,მაგრამ,წყვდიადის მანგრეველი ძალა იყო...“

        ოთხი წელია,იმედი მასულდგმულებს და მაცოცხლებს შვილო!იმედი მაქვს,ცოცხალი ხარ და დამიბრუნდები,ღმერთო!რეალობად მიქციე ეს იმედი.მალე დაგვიბრუნე ყველას ჩვენი  ,,შინმოუსვლელნი“.


 დედა


იუზა აგაბოს ძე გელენიძე 1933-2020 წწ

შვილები 

მეუღლე ნინო ერისთავი 6.01.1967 დაბ.ადგილი ვანი, შვილები: თამარ გელენიძე 12.06.1987, დავით გელენიძე 16.08.1988, ია გელენიძე 24.12.1990


ძმა მალხაზ გელენიძე




ლაშა სირანაშვილის დაიბადა 01 მარტი 1982 წელს ცხოვრობს რუსთვში აფხაზეთის ომის მკვლევარი 25 – 28 თებერვლის 1993 წელის ბრძოლები 

1993 წლის 25 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების 24–ე ბრიგადის ბატალიონებმა, პოლკოვნიკ გია ვაშაკიძის მეთაურობით, ოჩამჩირის რაიონის სოფლების – კუტოლის (კვიტოული), მერკულას და ბესლახუბას მიმართულებით შეტევითი ოპერაცია წამოიწყეს (ავაზას და მხედრიონის შენაერთები, ადგილობრივ ბატალიონებთან ერთად, იმავე 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდნენ). ოპერაციაში ოჩამჩირის რაიონში დისლოცირებული ქუთაისის 21-ე ბრიგადის ნაწილებიც მონაწილეობდნენ.

კუტოლი ჩვენმა ძალებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. მეორე დღეს სოფ. მერკულას დიდი ნაწილის დაკავებაც უბრძოლველად მოხერხდა (მის ერთ ნაწილს უკვე ისედაც ჩვენი ძალები აკონტროლებდნენ), თუმცა კუტოლისგან განსხვავებით, აღნიშნულ სოფელში აფსუებმა დივერსიული ჯგუფები აამოქმედეს. მალევე დივერსანტების მიერ ნასროლი ჭურვი, ქუთაისის ბატალიონის მეთაურთა ჯგუფის სიახლოვეს ჩამოვარდა, რა დროსაც ოთხი მათგანი დაიღუპა (ბეჟან სურგულაძე (მეთაური), ხვიჩა ღიბრაძე (მეთაურის მოადგილე), გურამ გვანცელაძე (ასმეთაური) და რომან გელენიძე (ოცმეთაური). სოფელში ორმხრივი სროლები გაჩაღდა, რის შედეგადაც კიდევ  სამი მებრძოლი დაგვეღუპა (ოთარ სექანია, ფარიდ სამეხოვი და მეგონა ბაღათურია (ფ. სამეხოვი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო, რომელიც ოჩამჩირეში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სამივე მათგანი 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის წევრი იყო).


ოთარ სექანია 1953-93წწ. გარდ. 40 წლის მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქ. გალი აფხაზეთი


მეგონა ბაღათურია 1951-93წწ. გარდ. 42 წლის მერკულა აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი

ხვიჩა ღიბრაძე 1965-93წწ. გარდ. 28 წლის, მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი

27 თებერვალს მტერმა მერკულას უკვე დიდი ძალებით შემოუტია, რა დროსაც სოფელში ხელჩართული ბრძოლები გაჩაღდა. ჩვენი ძალების დასახმარებლად "სუ –25" ტიპის მოიერიშე გაიგზავნა, რომელმაც მტრის პოზიციები სოფლის შემოგარენში დაბომბა. აფსუებმა სოფლის ერთ მონაკვეთზე წარმატებას მიაღწიეს და ჩვენი რამდენიმე სამხედროს დატყვევება მოახერხეს (ორი მათგანი, როინ მერაბიშვილი და ჯამბულ გერლიანი (მხედრიონელები), სასტიკი წამებით მოკლეს). ალყაში მოაქციეს ასევე 21-ე ბრიგადის შტაბის შენობაც, სადაც ქუთაისელმა  რეზო ჩორგოლიანმა თავი აიფეთქა, რა დროსაც მოწინააღმდეგის ოთხი მებრძოლი თან გაიყოლა!


როინ მერაბიშვილი გარდ. 1966-93წწ გარდ. 27 წლის სოფ. მერკულა, ოჩამჩირე აფხაზეთში, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. წარმ. სოფ. უდე ადიგენი