სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გრიგოლ (რეზო) ჩორგოლიანი 1993წ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი გრიგოლ (რეზო) ჩორგოლიანი 1993წ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი გრიგოლ (რეზო) ჩორგოლიანი 1993წ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩორგოლიანი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

299       ბეჭდვა

გრიგოლ (რეზო) ჩორგოლიანი 1993წ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი

რეზო ჩორგოლიანი ქუთაისში დაიბადა, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა,გაიარა მაშინდელი სამხედრო სავალდებულო სამსახური, შინ მშვიდობით დაბრუნდა, მერე სამარყანდში გააგრძელა სწავლა და მეკავშირის სპეციალობა მიიღო. თბილისში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეკავშირეც იყო ერთხანს,მერე ისევ მშობლიურ ქუთაისს დაუბრუნდა. დაოჯახდა, ეროვნულ მოძრაობაშიც



თავისი კვალი დატოვა, როცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, 21-ე ბატალიონში მეკავშირედ ჩაირიცხა.

საოცარია მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველმა შოთა გამცემლიძემ როდესაც მატროსოვის გმირობა გაიმეორა, ხელყუმბარებით წინ მომავალ მტრის ტანკს შეუვარდა და შეაჩერა, ასეულს კი იერიშზე გადასვლის საშუალება მისცა, დამსახურებულად მასზე ლეგენდები და ლექსები შეიქმნა.

აფხაზეთის ომში უამრავი ასეთი გმირობა იქნა ჩადენილი, ისინი კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩრდილში არიან. აქა-იქ, კანტიკუნტად, პრესაში თუ ტელევიზიაში გაიქროლებს მათი სახელები, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამაც ერთი მოზრდილი წიგნი „უკვდავება“ გამოსცა.

ეს იყო და ეს...

ოჩამჩირის, კერძოდ სოფელ მერკურასთან, სასტიკი ბრძოლა გაიმართა. 1993 წლის 25 თებერვალს 213-ე ბატალიონმა პოზიცია დაიკავა, მოწინააღმდეგემ ძლიერი ცეცხლი გახსნა, გამოსროლილმა ნაღმმა იმსხვერპლა ბატალიონის მეთაური, მისი მოადგილე, ორი მეავტომატე. მტერმა უმალ იყნოსა უმეთაუროდ დარჩენილი ბატალიონის ბედი და ალყაში მოაქცია შტაბის შენობა, სადაც

სამოკავშირეო პუნქტი და რეზო ჩორგოლიანი იმყოფებოდა.– დაგვნებდი, – წაგებულია თქვენი ბრძოლა, – შემოესმა ალყაშემორტყმულ რეზოს.

რეზო ჩორგოლიანს კი მაგრად ჩაებღუჯა ხელყუმბარისთვის ხელი.

– ჰაი დედასა, ოთხნი ერთზე მოდიხართ, ქართველს ცოცხლად ვერ ჩამიგდებთ,

– დასძახა რეზომ და პატრუქს გამოსწია... ხელყუმბარა აფეთქდა, რეზო დაიღუპა და თან ოთხი მოწინააღმდეგე გაიყოლა.

მტრის ჭარბი ძალების შემოტევის შედეგად, ძირითადად, დაქირავებული „ბოევიკების“ შემოტევის შედეგად, ბატალიონმა დატოვა სოფელი მერკულა.მაგრამ თანამებრძოლებს არ ასვენებდათ რეზო ჩორგოლიანის ცხედარის ბედი.და აი, მწარე ირონია! (ქართველთა გენოციდის კიდევ ერთი მაგალითი)მოწინააღმდეგემ თავიანთი მეომრები მიწას მიაბარა. რეზო ჩორგოლიანის ცხედარი კი თავუკუღმა ჩააგდო ორმოში. ასე იყო ორი დღე. მის გამოსახსნელად მოწინააღმდეგემ შვიდი „ბოევიკის“ ცხედარი მოითხოვა.

რეზო ჩორგოლიანი ქუთაისში ჩამოასვენეს და მშობლიურ მიწას მიაბარეს. მდუღარე ცრემლით დაიტირა ოჯახმა და მთელმა ქუთაისმა მამაცი მებრძოლის ცხედარი.

გმირის უკვდავსაყოფად ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას რეზო ჩორგოლიანის სახელი მიენიჭა, მისივე სახელი მიენიჭა სკოლას, სადაც იგი სწავლობდა, ქალაქის საბრძოლო დიდების მუზეუმში მოეწყო გმირის ცხოვრების ამსახველი ერთი კუთხე...

სიკვდილის შემდეგ რეზო ჩორგოლიანი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის  I ხარისხის ორდენით. მაგრამ კიდევ მეტი, უფრო მეტია გასაკეთებელი ასეთი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად.


მაყვალა ინასარიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 02.06.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0