მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 240-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ემზარ გალაქტიონის ძე გელანტია დაიბადა 1966 წლის 21 დეკემბერს , ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.
ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ ველიკოლუკის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში, ზოოსაინჟინრო ფაკულტეტზე. კერ კიდევ პირველკურსელი გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.ემზარი მსახურობდა სატანკო დივიზიონში,სადაც თავიდანვე ყურადღება მიიპყრო , როგორც ნიჭიერმა ,შრომისმოყვარე და დისციპლინირებულმა ახალგაზრდამ. დემობილიზაციის შემდეგ ემზარს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა... მაგრამ აფხაზეთში ომი დაიწყო... ემზარი აქტიურად ჩაება საომარ მოქმედებებში. მან სოფელ ფოქვეშში ბრძოლის დროს მიტოვებული, გადაბრუნებული ტანკი საკუთარი ძალებით და მამის გალაქტიონ გერანტიას დახმარებით, ააწყო და ახალი სიცოცხლე მიანიჭა.
ლეიტენანტი ემზარ გალანტია 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, მოგვიანებით კი - მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში.
ემზარ გელანტია იყო ტანკის ეკიპაჟის მეთაური. უშიშარი მებრძოლი - გამოირჩეოდა გამჭრიახობით და მამაცობით. მისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობდა. მისი გამოჩენა ბრძოლის ველზე შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს. „პატარა ბიჭი“ - ასე ეძახდნენ სიყვარულით თანამებრძოლები. მტერი „პატარა ბიჭზე“ ნადირობდა. ჯილდოც კი იყო დაწესებული მისი ლიკვიდაციისთვის. (სოფელ ტამიშთან, უმძიმეს ვითარებაში,ემზარმა მოახერხა ბრძოლის ველიდან ჭაბუა ამირეჯიბის შვილის , ირაკლი ამირეჯიბის ცხედრის გადმოსვენება). ემზარ გელანტია მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლებში (ტამიში,მერკულა,ლაბრა,ბესლახუბა,ფოქვეში,ოხურეი,ილორი)ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.
1993 წლის 25 თებერვალს, მე-2 სარმიო კორპუსისა და და 24-ე ბატალიონის მიერ ქალაქ ტყვარჩელის მიმართულებით დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დროს,სოფელ ბესლახუბასთან სამშობლოსთვის გულანთებულმა ვაჟკაცმა თავისი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა მამულს.
ემზარ გალანტია დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.
ოჩამჩირის რაიონის გამგეობის განკარგულებით,ემზარ გალანტიას ხსოვნას უკვდავსაყოფად ოჩამჩირეში ერთ-ერთ ქუჩას („შკოლნაიას“) ემზარ გელანტიას სახელი ეწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ემზარ გელანტია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.