მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 243-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
მეგონა კონდრას ძე ბაღათურია დაიბადა 1951 წელს ქალაქ ოჩამჩირეში. ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოჩერკასკის სატრანსპორტო ტექნიკუმში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაერთო ომში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1993 წლის 26 თებერვალს რუსულ-აფხაზურ ფორმირებებთან შეტაკებისას მეგონა ბაღათურია გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მეგონა ბაღათურია სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მეგონა ბაღათურიას დარჩა მეუღლე და ოთხი ვაჟიშვილი.