ოთარ ბაღათურია (21 დეკემბერი 1941) დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი.
დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.
1959-1963წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.
1963 წლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. 1982 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გურამი (თ. მაღალაშვილის "სადა ხარ სოფიკო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ასიკო, ლევანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ქამუშაძის გაჭირვება"), კოლპაუნი (მაინ რიდის "უთავო მხედარი"), ინგლისელი სარდალი (შილერის "ორლეანელი ქალწული"), ლეანდრი (მოლიერის "სკაპენის ოინები"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), რაზმელი (ლ. სამსონაძის "ბედნიერი ბილეთი"), ქალაქის მერი (ბრეხტის "სიმონა მაშარის სიზმრები"), მამუკა (რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი"), მურტალო (ნ. დუმბაძის "კუკარაჩა"), დათიკო (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "ვერსათრიელა" (1982), "მდგმურები" (1989), "ციხე-სიმაგრე" (1993); სცენარის ავტორია ფილმის "ბოთე" (1995); დამდგმელი რეჟისორია ფილმის "ბოთე" (1995); მასვე ეკუთვნის ცალკეული რეჟისორული ცდები: (კ. სიონსკის "ღამის ამბავი" მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1981წ.; დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" თეატრალური ინსტიტუტი, 1993წ.).