იური ბაღათურია 1961-80წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოხუმი
იური ბაღათურია გრიგოლის-ძე
უმცროსი სერჟანტი, ტანკსაწინააღმდეგი მართავადი რაკეტის (ПТУР) უფროსი ოპერატორი.
(03.05.1961-05.03.1980)
დაიბადა ქ.სოხუმში (აფხაზეთის ა/რ).
1979 წლის 23 აპრილს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში სოხუმის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1980 წლის თებერვლიდან.
«არაერთხელ მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. 1980 წლის 5 მარტს უმძიმეს ბრძოლაში ჩაახშო მოწინააღმდეგის 2 საცეცხლე წერტილი, მაგრამ თვითონ სასიკვდილოთ დაიჭრა ჭურვის ნამსხვრევით და დაიღუპა ბრძოლის ველზე.»
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა მედლით «მამაცობისათვის» (სიკვდ. შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)