სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10637

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი ბაღათურია გარდ. 1993წ. სოხუმი წარმ. სენაკი ბადრი ბაღათურია გარდ. 1993წ. სოხუმი წარმ. სენაკი ბადრი ბაღათურია გარდ. 1993წ. სოხუმი წარმ. სენაკი ბადრი ბაღათურია გარდ. 1993წ. სოხუმი წარმ. სენაკი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბაღათურია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ბადრი ბაღათურია გარდ. 1993წ. სოხუმი წარმ. სენაკი

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

ბადრი ბაღათურია აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დადგა სამშობლოს სადარაჯოზე. იმ საბედისწერო დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობას იცავდა უკვე საბოლოოდ განწირულ, მაგრამ ბედთან შეურიგებელ ქართველთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად.

ბადრი ბაღათურია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

    ბადრი ბაღათურია დაიბადა 1966 წლის 23 აპრილს ქალაქ სოხუმში. ბავშვობიდანვე სპორტს მისდევდა (კალათბურთს). იყო ჭკვიანი, კეთილი, ერთგული, მოსიყვარულე. უყვარდა ყველა და ყველაფერი. მამა-შვილს საოცარი სიყვარული და მეგობრობა ჰქონდათ, ასაკობრივი ზღვარი თითქმის წაშლილი იყო მათ შორის. ხშირად ნახავდით ერთად ტკბილად მოსაუბრეებს.

    ბადრი ბაღათურია ისეთი ახალგაზრდების რიცხვს ეკუთვნოდა, ადამიანის ჰარმონიული სრულყოფა სულიერი და ფიზიკური განვითარების გარეშე რომ ვერ წარმოედგინა. ბადრის უყვარდა მუსიკა, უკრავდა გიტარაზე, უყვარდა კითხვა, პოეზია, ჩანაწერებიც კი ჰქონდა პოეტური.

    საშულო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში (სამხდრო სამსახური რუსეთში გაიარა). “ ჯარიდან დაბრუნების “ შემდეგ მუშაობა დაი-

წყო სადაზვერვო სამსახურში  სახურში (საქ. უშიშროებაშიი ოფიცრის წოდებით, საიდანაც მივლინებულ იქნა ჟიული შარტავას დაცვაში. ჟიული შარტავს” შეუმჩნეველი არ დარჩენია ბადრის ერთგულება და თავგანწირვა, ყველა ის დადებითი თვისებები რაც მასში იყო.

    ბადრისათვის უკითხავს სად სწავლობთო. ბადრის უთქვამს ჯერ არსად, იურიდიულზე მინდა ჩაბარებაო. ომი რომ დამთავრდება ხელს შეგიწყობ სწავლაშიო. ბადრისგან ალბათ შესანიშნავი იურისტი დადგებოდა. არ დასცალდათ ორივეს დანაპირების შესრულება.

    1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი აიღეს, მოსახლეობა ქალაქიდან გადიოდა. ბადრის დედ-მამა ელოდებოდა, რადგან მას მშობლები უნდა გაეყვანა ქალაქიდან. ის არსად არ ჩანდა.

    ბადრის გაუგია ჟიული შარტავა და დაცვის ბიჭები ქალაქის საბჭოში ალყაში არიანო. გადაწყვიტა მათ დასახმარებლად წასვლა, მშობლები მოიცდიანო. მანქანაში, რომელიც ქალაქის საბჭოსკენ მიდიოდა ადგილი არ ყოფილა და ბიჭებმა უთხრეს ვერ წაგიყვანთო. გამოსავალი უცებ მოძებნა, საბარგული ახადა მანქანას და შიგ ჩაჯდა.

    ჟიული შარტავას ბიჭებისთვის უთქვამს გაიქეცით, თავს უშველეთო, მაგრამ ბადრი არ მოშორებია, ზოგიერთები წასულან. ტელევიზიით ვნახე ბოლო კადრები ქალაქის საბჭოს წინ გამოყვანილი ჟიული ბიჭებთან ერთად. ბადრიც გვერდიდან არ მოშორებია, ჟიული ეხვეწებოდა ტერორისტებს, მე წამიყვანეთ, ბიჭები გაუშვით. მაგრამ არცერთი არ დაინდეს და ყველანი დახვრიტეს. პირველი ცნობა როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულზე მოვიდა. დედ-მამა ასაკოვანი ჰყა- გმირია ყველა ვინც სამშობლოს ბედნიერევდა, ისინი მარტოები დარჩნენ. ბადრი უცოლშ- ბისთვის, მშობლიური ხალხისთვის იბრძვის. ვილო იყო, დედისერთა. გმირია ბადრი, რომელმაც საქართველოს მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ბადრი დამოუკიდებლობისთვის ვაჟკაცურად იბრძოლა ცოცხალი იყო, ამ იმედით ცხოვრობდნენ. ბი და თავდადება გამოიჩინა. ძას და ბიცოლას მე ვპატრონობდი, როგორც თვალჩინა ბაღათურია შემეძლო.

ბიძაშვილი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0