სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
როინ მერაბიშვილი გარდ. 1966-93წწ გარდ. 27 წლის სოფ. მერკულა, ოჩამჩირე აფხაზეთში,  ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. წარმ. სოფ. უდე ადიგენი როინ მერაბიშვილი გარდ. 1966-93წწ გარდ. 27 წლის სოფ. მერკულა, ოჩამჩირე აფხაზეთში,  ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. წარმ. სოფ. უდე ადიგენი როინ მერაბიშვილი გარდ. 1966-93წწ გარდ. 27 წლის სოფ. მერკულა, ოჩამჩირე აფხაზეთში,  ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. წარმ. სოფ. უდე ადიგენი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მერაბიშვილი სია

ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

როინ მერაბიშვილი გარდ. 1966-93წწ გარდ. 27 წლის სოფ. მერკულა, ოჩამჩირე აფხაზეთში, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. წარმ. სოფ. უდე ადიგენი

წარმომავლობით სოფელი უდე, ადიგენი, შემდეგში გადმოსახლდნენ გორის რაინში დაიბადა 1966 წლის 20 დეკემბერს

მერაბიშვილი როინი გაიოზის ძე. დაბადებული 1966 20 დეკემბერს თბილისში.


სტუდენტი. დედისერთა. უცოლშვილო. საქართველოს მხედრიონის ასურეთის რაზმის

წევრი. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. ბოლოს 1993 27

თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულას დაცვის დროს მოწინააღმდეგემ

რამდენემე ქართველი ხელთ იგდო და მათ შორის როინი საშინელი წამებით აწამეს.

დათხარეს თვალები. დაუმტვრიეს თავის ქალა და სასაფლაოზე დააკლეს. მას არ

შეურაცყვია თავისი სამშობლო და მოწამის გვირგვინი დაიდგა თავზე. გადაცვლილ

იქნა აფხაზ ტყვეზე და დაკრძალულია თბილისის ზღვის სამოქალაქო სასაფლაოზე.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.


როინ მერაბიშვილი ლოტკინზე დაიბადა. მალევე მისი ოჯახი ორბელიანის ქუჩაზე გადასულა საცხოვრებლად.

1993 წლის 25 თებერვალს, საქართველოს შეიარაღებული ძალების 24–ე ბრიგადის მებრძოლებმა, პოლკოვნიკ გია ვაშაკიძის მეთაურობით, ოჩამჩირის რაიონის სოფლების – კუტოლის, მერკულას და ბესლახუბას მიმართულებით შეტევითი ოპერაცია წამოიწყეს.

კუტოლი ჩვენმა ძალებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. მეორე დღეს სოფ. მერკულას დიდი ნაწილის დაკავებაც უბრძოლველად მოხერხდა, თუმცა კუტოლისგან განსხვავებით, ამ სოფელში აფსუებმა დივერსიული ჯგუფები აამოქმედეს. მალევე დივერსანტების მიერ ნასროლი ჭურვი, ქუთაისის ბატალიონის მეთაურთა ჯგუფის სიახლოვეს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი სამხედრო დაიღუპა (სამი მათგანი ოფიცერი იყო). სოფელში ორმხრივი სროლები გაჩაღდა, რამაც კიდევ სამი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა (ერთიც ოდნავ მოგვიანებით, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა).

27 თებერვალს მტერმა მერკულას უკვე დიდი ძალებით შემოუტია. მასირებული შეტევა ერთბაშად ორი მხრიდან ვითარდებოდა. სოფელში ხელჩართული ბრძოლები გაჩაღდა. ჩვენი ძალების დასახმარებლად სუ –25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაიგზავნა, რომელმაც მტრის პოზიციები დაბომბა. აფსუებმა სოფლის ერთ მონაკვეთზე წარმატებას მიაღწიეს და ჩვენი რამდენიმე სამხედრო ტყვედ აიყვანეს. ერთ–ერთი მათგანი, როინ მერაბიშვილი, სასტიკი წამებით მოკლეს. ალყაში მოაქციეს ასევე ქუთაისელი მებრძოლი რეზო ჩორგოლიანიც, რომელმაც თავი აიფეთქა და მოწინააღმდეგის ოთხი მებრძოლი თან გაიყოლა!

დავით ზივზივაძის დღიურებიდან:

„რეზოც დაღუპულა საღორიელი, ჩორგოლიანი. აფხაზებს მოუქცევიათ ალყაში – „ზდაი არუჟია ნე უბიომო“ უთქვამთ. რეზო რისი იარაღის მიმცემი იყო, ამოუღია „ეფ ადინი“ და უთქვამს – „უმენია ტოლკა ეტა ეფ – 1 ესტო“, რგოლი თითზე დაუტოვებია, გახსნილი ლიმონკა შუაში დაუგდია და მათთან ერთად აფეთქებულა. ასეთი იყო რეზო, ნაღდი ქართველი ვაჟკაცი. საფლავში „ეფ ადინი“ ჩავაყოლე. იცი რეზო შენ მაგის გამოყენება, იქნებ იქაც დაგჭირდეს ძმაო.“

მძაფრი ბრძოლები გვიანობამდე გაგრძელდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, აფხაზებმა ჩვენი ძალების ზეწოლას ვერ გაუძლეს და დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. მძიმე დანაკარგები განიცადეს ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმაც. მტერმა ადგილზე 12 გვამი დატოვა, რომელთა შორის ორი სნაიპერი ქალი იყო (ზარანდია და არშბა). აფსუების მტკიცებით, ერთ–ერთ მათგანს (არ აკონკრეტებენ), იმ დღეს ექვსი ქართველი სამხედრო მოუკლავს?!

მეორე დღეს, 28 თებერვალს, მოწინააღმდეგის 19 კაციანმა დივერსიულმა ჯგუფმა, რომელსაც გამოცდილი რუსი ოფიცერი ალექსანდრე ჟუკი მეთაურობდა, მერკულაში შემოპარვა სცადა. "პეტერბურგელი მოხალისე" უკვე რამდენიმე თვე იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ხნის მანძილზე, მან არაერთი დივერსიული ჯგუფის მომზადება მოასწრო. ჩვენმა ძალებმა ოპერატიულად იმოქმედეს და ამ ჯგუფის 9 წევრი (ნ. აშუბა, რ. აკაბა, ი. კურსკაია, რ. ადლეიბა, ჯ. ადლეიბა, ა. ჟუკი, კაპბა, ტორნანბა და ზარანდია) ადგილზევე გაანადგურეს. მოკლულთა შორის იყო მათი მეთაურიც. აფსუები ამტკიცებენ, რომ ჟუკი ქართველებმა ტყვედ აიყვანეს და შემდეგ სასტიკი წამებით მოკლესო (სარზე დასვესო)?!

ჩვენმა ძალებმა ბესლახუბაშიც შეძლეს პოზციების გაუმჯობესება და ეს ოპერაცია, დიდი დანაკარგების მიუხედავად, საერთო ჯამში მაინც წარმატებულად დასრულდა.

26 – 28 თებერვლის ბრძოლების შედეგად, 30 – 35 ქართველი სამხედრო დაიღუპა. მოწინააღმდეგემ 40 – 45 კაცი დაკარგა.

2 მარტს ოჩამჩირის რაიონში ტყვეთა გაცვლა შედგა, პრინციპით „ყველა – ყველაზე“. ქართველთა მხარემ მერკულაში დატყვევებული 9 აფხაზი ბოევიკი გაანთავისუფლა (შესაძლოა მათ შორის, წინა დღით ლაბრაში დატყვევებული ბოევიკებიც ყოფილიყვნენ). აფხაზებმა კი 4 ქართველი ტყვე გაანთავისუფლეს.

სურათზე 27 თებერვალს სასტიკად ნაწამები როინ მერაბიშვილია (თვალები დათხარეს, თავის ქალაც დაუმტვრიეს და შემდეგ სასაფლაოზე დააკლეს). სამშობლო რომ არ შეურაცხყო, სწორედ ამის გამო გაუსწორდნენ ასე არადამიანურად. მისი ცხედარი მოგვიანებით აფხაზ ტყვეზე გადაიცვალა.

დაკრძალულია თბილისის ზღვის სამოქალაქო სასაფლაოზე.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით!!

წყარო ლაშა სირანაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 30.04.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0