სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ანდრეი ნოზდრინი 1969-93 წწ გარდ. 24 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. რუსთავი ანდრეი ნოზდრინი 1969-93 წწ გარდ. 24 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. რუსთავი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნოზდრინი სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ანდრეი ნოზდრინი 1969-93 წწ გარდ. 24 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. რუსთავი

ანდრეი ნოზდრინი ვასილის ძე დაიბადა 13 მაისი 1969 წელი რუსთავი გარდაიცვალა 25 თებერველი 1993 წელი სოფელი ლაბრა ოჩამჩირე


თავდაცვის სამინისტროს ბრიგადა 114-ებატალიონი რიგითი

ანდრეი ვასილის ძე ნოზდრინი, დაბადებული 1969 წლის 13 მაისს ქ. რუსთავში, ეროვნებით რუსი, განათლება ტექნიკური, უცოლო.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა რუსთავის # 61-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში, ელექტროშემდუღებლის სპეციალობას დაეუფლა,

შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. გაგზავნეს ექვსთვიან სამხედრო სასწავლებელში, სადაც მიიღო უმცროსი სერჟანტის წოდება. სამხედრო სამსახურს გადიოდა ნახჭევანში, იქიდან გაიგზავნა სომხეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ანდრეიმ კეთილსინღისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რისთვისაც სპიტაკში მადლობა გამოუცხადა სამხედრო ხელმძღვანელობამ. ამის შემდეგ აქტიურად მუშაობდა საჩხერეში, დაზარალებული რაიონის აღდგენისათვის. 1992 წ. ქ. გორში გაიძახეს გადამზადებაზე, შემდეგ გაგზავნილი იქნა ოჩამჩირეში, სადაც სოფელ ლაბრასთან მონაწილეობდა საომარ მოქმედებაში საქართველოს ტერიტორიის დასაცავად.

1993 წლის 25 თებერვალს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა აფხაზეთში ერთ–ერთი სამხედრო ოპერაციის დროს.


მედალი მხედრული მამაცობისთვის 141  ბრძანება პრეზიდენტი მედალი 01017


ლაშა სირანაშვილის დაიბადა 01 მარტი 1982 წელს ცხოვრობს რუსთვში აფხაზეთის ომის მკვლევარი 25 – 28 თებერვლის 1993 წელის ბრძოლები 

1993 წლის 25 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების 24–ე ბრიგადის ბატალიონებმა, პოლკოვნიკ გია ვაშაკიძის მეთაურობით, ოჩამჩირის რაიონის სოფლების – კუტოლის (კვიტოული), მერკულას და ბესლახუბას მიმართულებით შეტევითი ოპერაცია წამოიწყეს (ავაზას და მხედრიონის შენაერთები, ადგილობრივ ბატალიონებთან ერთად, იმავე 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდნენ). ოპერაციაში ოჩამჩირის რაიონში დისლოცირებული ქუთაისის 21-ე ბრიგადის ნაწილებიც მონაწილეობდნენ.

კუტოლი ჩვენმა ძალებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. მეორე დღეს სოფ. მერკულას დიდი ნაწილის დაკავებაც უბრძოლველად მოხერხდა (მის ერთ ნაწილს უკვე ისედაც ჩვენი ძალები აკონტროლებდნენ), თუმცა კუტოლისგან განსხვავებით, აღნიშნულ სოფელში აფსუებმა დივერსიული ჯგუფები აამოქმედეს. მალევე დივერსანტების მიერ ნასროლი ჭურვი, ქუთაისის ბატალიონის მეთაურთა ჯგუფის სიახლოვეს ჩამოვარდა, რა დროსაც ოთხი მათგანი დაიღუპა (ბეჟან სურგულაძე (მეთაური), ხვიჩა ღიბრაძე (მეთაურის მოადგილე), გურამ გვანცელაძე (ასმეთაური) და რომან გელენიძე (ოცმეთაური). სოფელში ორმხრივი სროლები გაჩაღდა, რის შედეგადაც კიდევ  სამი მებრძოლი დაგვეღუპა (ოთარ სექანია, ფარიდ სამეხოვი და მეგონა ბაღათურია (ფ. სამეხოვი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო, რომელიც ოჩამჩირეში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სამივე მათგანი 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის წევრი იყო).


ოთარ სექანია 1953-93წწ. გარდ. 40 წლის მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქ. გალი აფხაზეთი


მეგონა ბაღათურია 1951-93წწ. გარდ. 42 წლის მერკულა აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი

ხვიჩა ღიბრაძე 1965-93წწ. გარდ. 28 წლის, მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი

27 თებერვალს მტერმა მერკულას უკვე დიდი ძალებით შემოუტია, რა დროსაც სოფელში ხელჩართული ბრძოლები გაჩაღდა. ჩვენი ძალების დასახმარებლად "სუ –25" ტიპის მოიერიშე გაიგზავნა, რომელმაც მტრის პოზიციები სოფლის შემოგარენში დაბომბა. აფსუებმა სოფლის ერთ მონაკვეთზე წარმატებას მიაღწიეს და ჩვენი რამდენიმე სამხედროს დატყვევება მოახერხეს (ორი მათგანი, როინ მერაბიშვილი და ჯამბულ გერლიანი (მხედრიონელები), სასტიკი წამებით მოკლეს). ალყაში მოაქციეს ასევე 21-ე ბრიგადის შტაბის შენობაც, სადაც ქუთაისელმა  რეზო ჩორგოლიანმა თავი აიფეთქა, რა დროსაც მოწინააღმდეგის ოთხი მებრძოლი თან გაიყოლა!


როინ მერაბიშვილი გარდ. 1966-93წწ გარდ. 27 წლის სოფ. მერკულა, ოჩამჩირე აფხაზეთში, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. წარმ. სოფ. უდე ადიგენი

ჯამბულ გერლიანი გარდ. 1993წ. აფხაზეთი


რეზო ჩორგოლიანი 1993წ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი

დავით ზივზივაძის დღიურებიდან:

„რეზოც დაღუპულა საღორიელი, ჩორგოლიანი. აფხაზებს მოუქცევიათ ალყაში – „ზდაი არუჟია ნე უბიომო“ უთქვამთ. რეზო რისი იარაღის მიმცემი იყო, ამოუღია „ეფ ადინი“ და უთქვამს – „უ მენია ტოლკა ეტა ეფ – 1 ესტო“, რგოლი თითზე დაუტოვებია, გახსნილი ლიმონკა შუაში დაუგდია და მათთან ერთად აფეთქებულა. ასეთი იყო რეზო, ნაღდი ქართველი ვაჟკაცი. საფლავში „ეფ ადინი“ ჩავაყოლე, იცი რეზო შენ მაგის გამოყენება და იქნებ იქაც დაგჭირდეს მეთქი“.

მძაფრი ბრძოლები გვიანობამდე გაგრძელდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, აფსუებმა ჩვენი ძალების ზეწოლას მაინც ვერ გაუძლეს და მძიმე დანაკარგებით უკან დაიხიეს. მტერმა ადგილზე 12 გვამი დატოვა, რომელთა შორის ორი სნაიპერი ქალი იყო (ზარანდია და არშბა). აფსუების მტკიცებით, ერთ–ერთ მათგანს (არ აკონკრეტებენ), იმ დღეს ექვსი ქართველი სამხედრო მოუკლავს?! ჩვენმა დანაკარგმაც ათზე მეტი კაცი შეადგინა (ალექსანდრე რეხვიაშვილი, ვალერი ჩარგაზია, ონერ დგებუაძე, ნოდარ თავზარაშვილი......(ვაჟა სტეფლიანი მიღებული ჭრილობების შედეგად, ოდნავ მოგვიანებით გარდაიცვალა). შეტაკებებს  ადგილი ჰქონდა ასევე მერკულას მეზობელ სოფელ არადუშიც, სადაც ვახტანგ კოპალიანი და რობიზონ ოთხოზორია დაიღუპნენ.


ალექსანდრე რეხვიაშვილი 1965-93წწ. გარდ. 28 წლის, სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი

ვალერი ჩარგაზია 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი


ონერ დგებუაძე 1961-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხური გალი აფხაზეთი

ნოდარ თავზარაშვილი 1962-93წწ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. თეთრაწყარო ხარაგაული

ავთნდილ სტეფლიანი 1965-93წწ. გარდ. აფხაზეთში დაბ. სოფ. ბუძგური აჟარა (კოდირის ხეობა)


ვახტანგ კოპალიანი 1955-93წწ. გარდ. 38 წლის, სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი


რობინზონ ოთხოზორია 1969-93წწ. გარდ. 24 წლის, სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

მეორე დღეს, 28 თებერვალს, მოწინააღმდეგის 19 კაციანმა დივერსიულმა ჯგუფმა, რომელსაც გამოცდილი რუსი ოფიცერი -  ალექსანდრე ჟუკი მეთაურობდა, მერკულაში შემოპარვა სცადა (საქობალიოს მონაკვეთზე). პეტერბურგელი „მოხალისე" აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე თვეების განმავლობაში იმყოფებოდა და ამ ხნის მანძილზე, არაერთი დივერსიული ჯგუფის მომზადება მოასწრო. ჩვენმა ძალებმა ოპერატიულად იმოქმედეს და ამ ჯგუფის 9 წევრი (ა. ჟუკი, ნ. აშუბა, რ. აკაბა, ი. კურსკაია (მედდა) რ. ადლეიბა, ჯ. ადლეიბა, კაპბა, ტორნანბა და ზარანდია) ადგილზე გაანადგურეს. მოკლულთა შორის იყო მათი მეთაურიც. აფსუები ამტკიცებენ, რომ ა. ჟუკი ქართველებმა ტყვედ აიყვანეს და შემდეგ სასტიკი წამებით მოკლესო (სარზე დასმით?!) ჩვენი მხრიდან ვალტერ ჭკადუა დაიღუპა (სხვა დანაკარგები???).


ვალტერ ამირანის ძე ჭკადუა 1972-93წწ გარდ. 21 წლის, მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. აჩიგვარა გალი

ლაბრა-ტამიშის მონაკვეთზე სისხლისმღვრელი ბრძოლები ოპერაციის დაწყებისთანავე გაჩაღდა, რა დროსაც ავაზას სულ მცირე ექვსი მებრძოლი დაიღუპა (ბორის მარგველანი, ელდარ კახურაშვილი, გიორგი შარაშენიძე, გოჩა გულდამაშვილი,  მურთაზ გოგსაძე და ანდრეი ნოზდრინი). ა. ნოზდრინი წარმოშობით ეთნიკური რუსი იყო, რომელიც ქ. რუსთავში ცხოვრობდა. 1988 წელს ის ჯერ სპიტაკში მომხდარი მიწისძვის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებოდა, შემდეგ კი 1991 წელს ონი-საჩხერის რაიონებში მომხდარი მორიგი ძლიერი  მიწისძვის შედეგების აღმოფხვრაშიც, აქტიურად მონაწილეობდა. ლაბრაში ის სნაიპერის ტყიამ იმსხვერპლა. ლაბრაში დაიღუპა ასევე 242-ე ბატალიონის მებრძოლი - ნოდარ ხუხუა. თვის ბოლოს იმავე ლაბრაში კიდევ რამდენიმე ქართველი მებრძოლი დავკარგეთ, რომელთა შორის ერთი მედდა - მაია მოსეშვილი იყო. ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა და სწორედ იმ დროს დაიჭრა თვითონაც სასიკვდილოდ. ბესლახუბაშიც არანაკლებ ფიცხელი ბრძოლები იყო გაჩაღებული, სადაც ემზარ გელანტია, გრიგოლ ყარსიმაშვილი და გენადი ნემსიწვერიძე (???) დაიღუპნენ. ე. გელანტიას ტანკი, რომელიც ოჩამჩირის და მხედრიონის ნაწილებს წინ მიუძღოდა, სოფლის შუაგულში ააფეთქეს. ამის მიუხედავად იერიშის წარმატებით დაგვირგვინება მაინც მოხერხდა და ბესლახუბა მტრის შენაერთებისგან მთლიანად გაიწმინდა!


ბორის მარგველანი 1969-93წწ. გარდ. 24 წლის მერკულა, აფხაზეთი დაბ. სოფ. მამი ლენტეხი სვანეთი

ელდარ კახურაშვილი 1973-93წწ. გარდ. 20 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. კუმისი, გარდაბანი, ქვემო ქართლი


გიორგი აბესალომის ძე შარაშენიძე 1962-93წწ გარდ. 31წლის ლაბრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

გოჩა გულდამაშვილი 1970-93წწ. გარდ. 23 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. მარაბდა თეთრიწყარო ქვემო ქართლი


მურთაზ გოგსაძე 1966-93წწ. გარდ. 27 წლის. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი. ბატალიონი ავაზა. დაბ. ბაღდადი


ანდრეი ნოზდრინი 1969-93 წწ გარდ. 24 წლის, სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. რუსთავი

ნოდარ ხუხუა 1938-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი


მაია მოსეშვილი 1967-1993წწ გარდ. 27 წლის სოფ. ლაბრა ოჩამჩირე სოფ.ცოდნისკარი ლაგოდეხი კახეთი


ემზარ გელანტია 1966-93წწ. გარდ. 27 წლის ქ. ტყვარჩელი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ილორი ოჩამჩირე აფხაზეთი


გრიგოლ (გია) ყარსიმაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი


გენადი ნემსიწვერიძე 1957-93წწ. გარდ. 37 წლის მერკულა აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი

P.S. 25 – 28 თებერვლის ბრძოლების შედეგად, 35 – 40 ქართველი სამხედრო დაიღუპა, მოწინააღმდეგემ 45 - 50 კაცი დაკარგა.

2 მარტს ოჩამჩირის რაიონში ტყვეთა გაცვლა შედგა, პრინციპით „ყველა – ყველაზე“, რა დროსაც ქართულმა მხარემ ძირითადად მერკულაში და ლაბრაში დატყვევებული 9 აფსუა სამხედრო გაანთავისუფლა. აფსუებმა  საპასუხოდ 4 ქართველი ტყვე გამოუშვეს. მანამდე 25 თებერვალს, გუდაუთის ტყვეთა ბანაკიდან, გაგრის მხედრიონის წევრი - პაატა გიგინეიშვილი იქნა განთავისუფლებული. 27 თებერვალს სასტიკად ნაწამები როინ მერაბიშვილის ცხედარი (თვალები დათხარეს, თავის ქალაც დაუმტვრიეს და შემდეგ სასაფლაოზე დააკლეს. სამშობლო რომ არ შეურაცხყო, სწორედ ამის გამო გაუსწორდნენ ასე არაადამიანურად) ოდნავ მოგვიანებით აფხაზ ტყვეზე გაიცვალა.

დაღუპული მებრძოლები (მერკულა, ბესლახუბა, ლაბრა):

როინ მერაბიშვილი (მხედრიონი), რეზო ჩორგოლიანი (21-ე ბრიგადა), რომან გელენიძე (21-ე ბრიგადა)

ვალერი ჩარგაზია (243-ე ბატალიონი), მაია მოსეშვილი (ავაზა), გოჩა გულდამაშვილი (ავაზა)

ემზარ გელანტია (240-ე ბატალიონი), ანდრეი ნოზდრინი (ავაზა), მეგონა ბაღათურია (243-ე ბატალიონი)



რომან გელენიძე 1964-93წ. გარდ. 29 წლის, სოფ. ბესლახუბა აფხაზეთი დაბ. სოფ. ცხრაწყარო ზესტაფონი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.05.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0