სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილი 1835-1917წწ დეკანოზი დაბ. სიღნაღი სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილი 1835-1917წწ დეკანოზი დაბ. სიღნაღი

1835-1917 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბეგიაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

297       ბეჭდვა

სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილი 1835-1917წწ დეკანოზი დაბ. სიღნაღი

სვიმონ ბეგიაშვილი დაიბადა 1835 წელს ქალაქ სიღნაღში მღვდლის ოჯახში. გარდ. 13 მარტი 1917წ. სიღნაღის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაო

   1851 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1857 წელს დაამთავრა და იმავე წლის 14 სექტემბერს ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა.

   1858 წელს მღვდელი სვიმონი ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს. ამავე წლის 10ოქტომბერს საგვერდულით დააჯილდოვეს და 1261 ინგილოს ქრისტეს რჯულზედ მოქცევისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოუცხადეს.

   1859 წელს ზაქათალის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა და ამავე წლის 26 მაისს თასმალოს სამრევლოში განამწესეს.

   1862 წლის 20 აპრილს სკუფია უბოძეს.

   1864 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მღვდელი სვიმონი ბოდბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს.

   1868 წელს ნუხის წმ. სამი მღვდელმთავრის ტაძარში დაინიშნა და ამავე წლის 5 თებერვალს ნუხის საქალაქო სასწავლებლის ზედამხედველად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   1873 წელს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1876 წლის 31 აგვისტოს სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს და ამავე წლის 12 ოქტომბერს სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს.

   1880 წლის 26 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უწყალობეს და ამავე წელს სიღნაღის სანთლის ქარხნის მმართველად აირჩიეს.

   1883 წლის აგვისტოში მღვდელ სვიმონს დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1884 წელს სიღნაღის მაზრის მე-2 ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

   1889 წლის 26 მაისს წმ. სინოდმა მადლობის სიგელი უწყალობა.

   1890 წლის 21 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1893 წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს.

   1899 წლის 25 აპრილს ბრილიანტის თვლებით შემკული ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო ამავე წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს.

   1903 წლის 15 ოქტომბერს სანთლის ქარხანაში სამაგალითო და დამსახურებული სამსახურისათვის საეპარქიო საბჭომ მადლობა გამოუცხადა.

   1905 წლის 29 იანვარს ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (იასტრებოვი) ეკლესიაში 47-წლიანი და სამრევლო-საეკლესიო სკოლაში 35-წლიანი ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

   1910 წლიდან დეკანოზი სვიმონი გახლდათ "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სიღნაღის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1914 წლის 6 მაისს ენქერი უბოძეს.

    1916 წელს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი ეწყალობა.

   დეკანოზ სვიმონს ჰყავდა მეუღლე ნინო იოლის ასული ნასიძე და შვილები: ბასილი, კონსტანტინე, თამარი და ელენე.

   დეკანოზი გარდაიცვალა 1917 წლის 13 მარტს და დაკრძალულია სიღნაღის წმ. გიორგის ეკლესიის სასაფლაოზე.

MEMBER OF ORGANIZATIONS

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)

AWARDS AND HONORS

  • 1916 - წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმ. ანას II ხარისხის ორდენი
  • 1899 - ბრილიანტის თვლებით შემკული ჯვარი
  • 1893 - იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი
  • 1890 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი

BIBLIOGRAPHY


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0