სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გიორგი (ანდრია) ბულისკირია 1878-1970წწ სქემმონაზონი დაბ. სოფ. ოქუმი, გალი გიორგი (ანდრია) ბულისკირია 1878-1970წწ სქემმონაზონი დაბ. სოფ. ოქუმი, გალი

1878-1970 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბულისკირია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

317       ბეჭდვა

გიორგი (ანდრია) ბულისკირია 1878-1970წწ სქემმონაზონი დაბ. სოფ. ოქუმი, გალი

გაბრიელი – (ბულისკირია ანდრია), (1878, სოფელი ოქუმი, სამურზაყანო, სოხუმის სამხედრო განყოფილება, – 1970, სოფ. ილორი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ), სქემმონაზონი.


დაიბადა გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფელ ოქუმის პირველდაწყებითი სკოლა. ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა ფოტოგრაფიის ნიჭი და მალე ფოტოხელოვნებაში ისე დაოსტატდა, რომ ახლომახლო დასახლებებში სახელიც კი გაითქვა.

სენაკში ნათესავებთან სტუმრობისას წმინდა ალექსიზე (შუშანია) მოსმენილმა ამბებმა სრულიად შეცვალა ახალგაზრდა ანდრიას შეხედულებები, ხოლო ამ ცნობილ ბერთან შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა ბერად აღკვეცა.

ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი 1908 წ. მენჯში ბერად აღიკვეცა და სახელად გაბრიელი ეწოდა.


მენჯის სავანეში მან დაახლოებით 1917 წლამდე დაჰყო. ამ წელს წმ. ალექსიმ გაურკვეველი მიზეზების გამო მონასტრის კრებული დაშალა და თავისი სულიერი შვილები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მონასტერში გადაანაწილა.

გაბიელივ სხვა მამებთან ერთად მღვდელ-მონაზონ დოროთეს (კაჭარავა) აფხაზეთში, ფუწყურის მონასტერში გაჰყვა. 1921 წ. მიწურულს ამ მონასტერში უკვე ცხრაკაციანი კრებული მოსაგრეობდა.

მიუხედავად მენჯის სავანიდან წამოსვლისა, გაბრიელი სულიერი რჩევების მისაღებად კვლავ წმ. ალექსის აკითხავდა. მისი ლოცვა-კურთხევით, ფუწყურის მონასტრის დარბევამდე მცირე ხნით ადრე, მან მთებში სენაკი აიშენა და განმარტოვდა. იქვე გააშენა პატარა ბაღი, მოჰყავდა კარტოფილი, ხოლო პური მონასტერში უახლოესი სოფლებიდან მოჰქონდა.

წმ. ზიარების იგი მონასტერში პერიოდულად ესწრებოდა წირვა-ლოცვას. ერთ-ერთი ჩამოსვლისას მონასტრის ნაცვლად გადამწვარი კედლები, გაპარტახებული, უკარო და ფანჯრებჩამტვრეული ეკლესია დახვდა. სოფლის მოსახლეობისგან შეიტყო, რომ ღამით მონასტერში იარაღიანი ხალხი მოვიდა ბერების დასაპატიმრებლად, ხოლო როდესაც მათ გაქცევა სცადეს, დაედევნენ და ამოხოცეს, მონასტრის იღუმენი კი ნაჯახით აჩეხეს. სიკვდილს მხოლოდ ორი თუ სამი კაცი გადაურჩა. ამ ორ-სამ კაცში უნდა ყოფილიყო მღვდელ-მონაზონი იოაკიმეც (შენგელაია), რომელიც ასევე 1921 წლიდან ფუწყურის მონასტერში მოღვაწეობდა. უცნობია, ზუსტად რომელ წელს მოხდა ეს ამბავი (სავარაუდოდ, XX ს. 20-იან წლებში).

ამის შემდგომ გაბრიელი კიდევ უფრო განმარტოვდა თავის კელიაში. იშვიათად თუ ჩამოდიოდა სოფელში სანოვაგისათვის, ისიც ღამე, ზოგჯერ კი თავად სოფლის მოსახლეობა აწვდიდა საკვებს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიის მიმართ რეპრესიები შესუსტდა, გაიხსნა რამდენიმე ტაძარი. 1945 წ. ამოქმედდა ილორის წმ. გიორგის ეკლესიაც, სადაც არქიმანდრიტ იოაკიმეს (შენგელაია) წინამძღვრობისას წირვა-ლოცვა მუდმივად აღესრულებოდა. არქიმანდრიტი იოაკიმე გაბრიელის სულიერი მოძღვარი გახდა.

გაბრიელმა ილორის ტაძარში დაიწყო სიარული, მაგრამ რადგანაც ხანდაზმულობის გამო ფეხით სიარული უჭირდა, ამიტომ არქიმანდრიტ იოაკიმეს ლოცვა-კურთხევით ილორს გადმოვიდა და ტაძრის მახლობლად დაბინავდა. იქვე მსახურობდა და გალობდა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის მოგონებებში ასკეტი ბერის შესახებ აღნიშნავს: „მამა გაბრიელს განსაკუთრებულად იესოს ლოცვა უყვარდა, თითქოს ამ ლოცვით სუნთქავდა და მისით ედგა სული. როგორც ყველა მლოცველს, მასაც განმარტოება ესათნოებოდა, შეეძლო, კელიის ნახევრად ბნელ კუთხეში საათობით მჯდარიყო და ელოცა, თუმცა ყოველნაირად ცდილობდა, თავისი ასკეტიზმი სხვათაგან დაეფარა. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო, არავის გაურბოდა. საუბარს არავის აწყვეტინებდა, მაგრამ შეეძლო, ერთობ ტაქტიანად, მოკლედ ეპასუხა და ისე გამომშვიდობებოდა ადამიანს, როგორც ოჯახის წევრს“.

არქიმანდრიტ იოაკიმეს გარდაცვალების შემდეგ გაბრიელი სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტ კონსტანტინეს (ქვარაია), რომელთანაც აღსარების სათქმელად დადიოდა. სწორედ მან აღკვეცა იგი დიდ სქემაში კვლავ გაბრიელის სახელით.

გაბრიელი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდგომ მიიცვალა და ილორის წმ. გიორგის ტაძრის ეზოში, შესასვლელთან დაკრძალეს.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №91.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), „გადარჩენის საიდუმლო“, ნაწ. 2., თბ., 2006.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2023
ბოლო რედაქტირება 18.01.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0