სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ანდრიაშვილი იოანე ანტონის ძე,1861-1923წწ.  II ოლქის მთავარხუცესი მღვდელი მოღვ.სოფ. ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ანდრიაშვილი იოანე ანტონის ძე,1861-1923წწ.  II ოლქის მთავარხუცესი მღვდელი მოღვ.სოფ. ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

1861-1923 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება



დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ანდრიაშვილი იოანე ანტონის ძე,1861-1923წწ. II ოლქის მთავარხუცესი მღვდელი მოღვ.სოფ. ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

1861 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. 1881-87 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირევლი ხარისხის დიპლომოთ დაამთავრა. 
1887 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი - მლვდლად დაასხა ხელი და მხურვალეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1888 წლის 28 მაისს ნორიოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1897 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1899 წლის 11 სექტემბერს გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 15 სექტემბერს ავჭალის არასრულწლოვანთა შრომა-გამოსასწორებელ კოლონიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1906 წლამდე ასწავლიდა (ამ წელს კოლონია დაიკეტა). პარალელურად 1899 წლის 28 ოქტომბრიდან ასწავლიდა საღვთო სჯულს გლდანის სასწავლებელში.
1901 წლის 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა.
1902 წლის 1 მაისს წმინდა მოციქულ თომას სახელზე აშენებულ სამლოცველოზე გაწეული მზრუნველობისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1908 წლის 17 ოქტომბერს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს, სადაც 1909 წლის 15 ივნისამდე იმსახურა. ამავე წლის 4 ივლისს ბარისასოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ფშავხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.
1912 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 სექტემბერს თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1915 წლის 5 სექტემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან, ბარისახოს სამრევლოს წინამძღვრობიდან და თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსასურად დაინიშნა.
1916 წლის 10 თებერვალს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს.
1918 წელს წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და წილკნის საეპარქიო საბჭოს მდივნად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა.
დეკანოზი იოანე 1923 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2023
ბოლო რედაქტირება 28.11.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0