სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ლაშხაური იოანე გიორგის ძე, დაიბ.1841წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ვაჩნაძიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ლაშხაური იოანე გიორგის ძე, დაიბ.1841წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ვაჩნაძიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ლაშხაური სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

ლაშხაური იოანე გიორგის ძე, დაიბ.1841წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ვაჩნაძიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

1841 წელს მღვდლის ოჯახსში დაიბადა.
1859- 65 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1866 წლის  27 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა.
1871 წლის 9 იანვრიდან - 1872 წლის 8 ნოემბრამდე საქმის მწარმოებლის მოვალეობას ასრულებდა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის 50 მანეთით დაასაჩუქრეს.
1872 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის შენობის გარემონტების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამავე წლის სექტემბერი-დეკემბერი დროებით სასწავლებლის სულიერი მოძღვრის მოვალეობას ასრულებდა, რისთვისაც 28 მანეთით დაასაჩუქრეს.
1874 წლის 2 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 10 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1876 წლის 30 მარტს კოღოთოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1877 წლის 17 მარტიდან შაქრიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.
1878 წლის 9 იანვარს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1878 წლის 31 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოედა.
1881 წელს კიდევ სამი წლით აირჩიეს მმართველ კომიტეტში.
1881 წლის 27 მარტს ზემო ხოდაშენის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1882 წლის 27 თებერვალს თაინეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1883 წლის 20 სექტემბერს თიანეთის სამრევლოსაეკლესიო სკოლის საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1885 წლის 4 მარტს მაღრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
გვ175
1892 წლის თებერვალში ვაჩნაძიანის მინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.გადაიყვანეს.
1898 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1902 წლის 27 ივლისს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 
1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1913 წლის 18 მაისს საეკლესიო წესების დარღვევის გამო დაითხოვეს სამრევლოდან და 3 თვით განამწესეს 
მონასტერში სასჯელის მოსახდელად. ამავე წლის 18 დეკემბერს, მოხუცებულობის გამო შტატიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა. წმინდა სინოდმა 300 მანეთი პენსია დაუნიშნა.ჰყავდა მეუღლე თამარ დავითის ასული დაბადებული 1851 წელს და შვილები: ვლადიმერი - დაბადებული 1876 წელს, ბარბარე - დაბადებული 1878 წელს, სოფიო - დაბადებული 1883 წელს, 
ნინო - დაბადებული 1885 წელს და გიორგი დაბადებული 1887 წელს. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 29.11.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0