სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 საყვარელიძე ალექსანდრე - ერისკაცობაში ალექსი იოსების ძე, დაბ. 1834წ. იღუმენი, მოღვ.  ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი  საყვარელიძე ალექსანდრე - ერისკაცობაში ალექსი იოსების ძე, დაბ. 1834წ. იღუმენი, მოღვ.  ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი
ბმულის კოპირება



გვარი საყვარელიძე სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

საყვარელიძე ალექსანდრე - ერისკაცობაში ალექსი იოსების ძე, დაბ. 1834წ. იღუმენი, მოღვ. ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერი

1834 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში ისწავლა, სადაც 1862 წლის 7 ივლისს მორჩილად განამწესეს.

1873 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდა.

1877 წლის 18 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1878 წლის დასაწყისში ისევ ხირსის მონასტერში გადაიყავნეს და ამავე წლის 14 ივლისს მღვდლად დაასხეს ხელი.

1880 წლის 14 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მონასტრის ხაზინდრად დაინიშნა.

1886 წლის 14 აგვისტოს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უწყალობა.

1887 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1895 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.

1896 წლის მარტში მონასტრის სამრეკლოს შეკეთებისათვის და კეთილმოწყობისათვის წმინდა სინოდმა 21 მანეთად ღირებული ვერცხლის ჯვრით და 59 მანეთად ღირებული ვერცხლის ყდიანი ქართული სახარებით დააჯილდოვა.

1900 წლის 9 ივლისს იღუმენის წოდება მიენიჭა.

1910 წელს აღწერილ ხირსის მონასტრის საფლავების სიაში სწერია: ”ეკლესიის ეკვდერში ასაფლავია ამ მონასტრის მშრომელი და მოღვაწე, აზნაური იღუმენი ალექსანდრე”. როგორც ჩანს, იგი 1906-08 წლებში გარდაიცვალა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0