სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12119

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ხუციშვილი  მაქსიმე გიორგის ძე, დაბ.1868წ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. მუსხი (ახალციხე) ხუციშვილი  მაქსიმე გიორგის ძე, დაბ.1868წ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. მუსხი (ახალციხე)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ხუციშვილი სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

76       ბეჭდვა

ხუციშვილი მაქსიმე გიორგის ძე, დაბ.1868წ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. მუსხი (ახალციხე)

1868 წელს დაიბადა. სწავლობდა სოფელ მუსხის ორკლასიან სასწავლებელში.

XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა.

1901 წლის 7 დეკემბერს ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1903 წლის 8 დეკემბერს ქაისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

1905 წლის 15 მარტს ისევ ხორხის სამრევლოში გადაიყვანეს.

1906 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სამღვდელო გამოცდები ჩააბარა და ამავე წლის 29 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი 5 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბარისახოს ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1908 წლის 8 მაისს ჩარგალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1910 წლის 7 ოქტომბერს ზემო თმოგვის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.




1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1915 წლის 28 აპრილს ერკოთის ფერისცვალების სახელობის წინამძღვრად დაინიშნა. საერო მთავრობისგან მღვდლად ხელდასხმამდე (იგულისხმება მეფის რუსეთი) მიღებული აქვს 2 ჯილდო წყალში გადავარდნილთა გადარჩენისათვის. ასევე დაჯილდოვებულია წმინდა გიორგის | ხარისხის ჯვრით.

1918 წელს | მსოფლიო ომის დროს ოსმალებთან ტყვედ ჩავარდა და ბათუმის ციხეში 4 თვე დაპატიმრებული იყო. გათავისუფლების შემდეგ 1918-21 წლებში ალავერდის ეპარქიაში, სიღნაღის მაზრაში მსახურობდა.

1921 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამა მაქსიმე 1925 წლის ბოლოს გათავისუფლდა და 1926 წლის 20 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) ბოკოწინის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. ამავე წლის 3 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა.

1926 წლის 30 ოქტომბრიდან მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1928 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.



მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი
მღვდელი მაქსიმე გიორგის ძე ხუციშვილი 1868 წელს თბილისის გუბერნიაში, ახალციხის მაზრაში, სოფ. მუსხში მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა მუსხის ორკლასიანი სასწავლებელი. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს ახალციხის წმ. მარინეს სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1901 წლის 7 დეკემბერს ხორხის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 8 დეკემბერს ქაისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1905 წლის 15 მარტს ისევ ხორხის სამრევლოში გადაიყვანეს. 1906 წელს თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მიიღო ნებართვა ხელდასხმაზე. 1906 წლის 29 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 5 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1908 წლის 8 მაისს ჩარგლის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1910 წლის 7 ოქტომბერს ზემო თმოგვის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1915 წლის 28 აპრილს ერკოთის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა. მღვდლად ხელდასხმამდე საერო მთავრობისგან (იგულისხმება მეფის რუსეთის მთავრობა) მიღებული ჰქონდა 2 ჯილდო წყალში გადავარდნილთა გადარჩენისათვის. ასევე დაჯილდოვებული იყო წმ. გიორგის | ხარისხის ჯვრით. 1918 წელს I მსოფლიო ომის დროს ოსმალებთან ტყვედ ჩავარდა და ბათუმის ციხეში 4 თვე დაპატიმრებული იყო. ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ მის შესახებ წერდა: „მღ. მაქსიმე გიორგის ძე ხუციშვილი სამშობლოს საკეთილდღეოთ ოსმალთა ტყვეობაში ტანჯული მოძღვარი, სოფ. ერკოთის მღვდელია, რომელმაც
1918წ. მაისში ახალციხეში მომწყვდეულ ქართველ მეციხოვნეთა დასახმარებლად დიდი შეურაცხყოფა და წამება გადაიტანა და მაინც, საცა საჭირო იყო, აცნობა ჩვენი ჯარის მდგომარეობა. მის თავგადასავალს, მისგანვე აღწერილს, შემდეგ ნომერში დავბეჭდავთ“. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მღ. მაქსიმე 1918-1921 წლებში ალავერდის
ეპარქიაში, სიღნაღის მაზრაში მსახურობდა. 1921 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1923 წლის იანვრის ბოლოს ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) მღ. მაქსიმე ტყვიავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1923 წლის 16 თებერვალს იგი ეპ. ქრისტეა» ფორეს სწერდა: „თანახმად თქვენი მეუფების განჩინებისა, ამა თებერვლის 2-რიცხვიდან მე დაუყოვნებლივ გიახელი აღნიშნულ სამრევლოში, გორში გავიარე მთავარხუცესთან, ავიღე მოწერილობა, დავიჭირე ურემი და გაუდექი გზას. იმ დღეს ქ. გორში დანიშნულ იყო მიტინგი და ამ მიტინგზედ დასასწრებად დაბარებული იყვნენ ხალხი სოფლებიდან, სხვათა შორის, ტყვიავიდანაც. გზაში განუწყვეტლიც მხვდებიან მომავალი გლეხები, რომელთაც გამოკითხვით გაიგეს, რომ მე ვიყავი ახლად დანიშნული მღვდელი მათ სოფელ ტყვიავში. გაიგეს ეს თუ არა, ასტყდა მომავალ გლეხებს შორის ერთი აურზაური და დამიწყეს უშვერი პირით ლანძღვა-გინება და თან მომძახოდნენ, -- სად მიეთრევი, თუ მღვდელი გვინდოდეს ჩვენმა მღვდელმა რა დაგვიშავაო! ჯერ ჩვენ ისიც უნდა გავაგდოთ და ეს ვინ მოეხეტება ჩვენს კისერზედ გასასუქებლად და სხვათა. ერთი სიტყვით, ცემა დამიპირეს, რა სიტყვები მაკადრეს იმის მოხსენება რომ არ შემიძლიან, არამც თუ წერილობით, არამედ პირადაც კი. ყველა ამას დაადასტურებს ქვრივი ქალი კორინთლიანი, რომელიც ჩემთან ერთად მოდიოდა ურემზედ. ამ  ამბის გადამხედს, რაღა დამრჩენოდა, გორიდან მეათე ვერსზედ გადმოვხტი ურმიდან და გამოვბრუნდი უკან. მოგახსენებთ საქმის ვითარებას, ვკადნიერდები და კვლავ გთხოვთ, კეთილ ინებოთ და დამნიშნოთ ნატახტარის სამრევლოში მღვდლად, სადაც ხალხი თანახმაა და სადაც შეძლება მექნება, გამოვიჩინო ჩემი მოძღვრება. მით უმეტეს, რომ იქ დანიშნული მღვდელი თვე-ნახევარია არ გამოცხადებულა და, მაშასადამე, ნატახტარში ადგილი თავისუფლად ითვლება“. ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ გაითვალისწინა მაშინდელი მძიმე მდგომარეობა და იგი ნატახტარის წმ.

24-1  საპატრიარქოს უწყებანი N 24 6ივლისი-2აგვისტო 2017წ გვ.20
მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი (გაგრძელება)

იოანე ღვთისმეტყველის სახ. ტაძარში დანიშნა.



1924 წლის 14 მაისს ნატახტარის სამრევლოს მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი და შტატგარეშე მღვდელი მიხეილ იმნაძე საეპარქიო კანცელარიას სთხოვენ, რომ
ორივემ ერთად იმსახურონ ამ სამრევლოში. სამრევლოში შედიოდა ხუთი სოფელი და საქმე ისედაც ბევრი იყო, ამიტომ იმავე წლის 16 მაისს დართეს მსახურების ნება. როგორც დეკ. ს. სარალიძის 1924 წლის 30
ოქტომბრის ჩანაწერიდან ირკვევა, მღ. მაქსიმე მალევე წამოსულა ნატახტარიდან: „ვალელები ამბობენ, თუ მოგვცემთ ცალკე მღვდელს შევინახავთ, თუ არა და, ჩვენ ახალციხეში მღვდლისთვის ვერ ვივლითო. უნდოდათ მათ მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი მიეყვანათ, თვითონაც სურდა, მაგრამ ვითომ ჩემი ხათრით აღარ წავიდა და ახლა ის მტკვარზე თევზაობს (იჯარით აუღია). მღვდლის საცხოვრებელი სახლი იქაც ჩამორთმეულია“. 1924 წლის 11 დეკემბერს აწყურის ეპარქიის ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკ. ს. სარალიძე ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „რაც შეეხება სოფ. ვალეს, რომელიც მღვდლის
არყოლის გამო ახალციხეზეა მიწერილი, თუ ვინმე
გამოჩნდა მსურველი, ჯობია ისევ ცალკე გამოეყეს, რადგან იქ 50 კომლია და შეუძლიათ მისცენ მოძღვარს 50 ფუთი ჭირნახული და 50-80 მანეთი ფულიც. ცოლ-შვილიან მღვდელს იქ ცხოვრება არშეუძლიან. სახლიც კი არ იშოვება. შეიძლება მარტოხელა მღვდელი ემსახუროს სამადლოდ. ამ ზაფხულს სურდა ვალეში წასვლა უადგილო მღვდელ მაქსიმე ხუციშვილს, რომელიც ამჟამად ახალციხის მაზრაში იმყოფება. თუ ვინახულე, მივცემ
წინადადებას, რომ წავიდეს. თუ დამთანხმდა, გამოგიგზავნით თხოვნას“. 1926 წლის 20 იანვარს მღ. მაქსიმე წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „ვინაიდან ბოკოწინის სამრევლოში დღეს თავისუფალია მღვდლის ადგილი, გთხოვთ, დამნიშნოთ აღნიშნულ ადგილას. მრევლის
სურვილიც არის ვიმსახურო მათ სოფელში“. მეორე დღეს ეპ. პავლემ იგი ბოკოწინის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში
იმ პირობით განამწესა, თუ შეიტანდა საეპარქიო სამმართველოში ერთ თუმანს. მღვდელი მაქსიმე 1926 წლის 3 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა. 1926 წლის 30 ოქტომბრიდან დროებით მუხრანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1928 წლის 4 აპრილის
მონაცემებით ისევ ბოკოწინის ტაძარში ჩანს. 1928
წლის 1 სექტემბერს კვლავ მუხრანის ღვთისმშობლის ტაძარშია. 1928 წლის 18 დეკემბერს თხოვნა შეიტანა საკათალიკოსო სინოდის კანცელარიაში სამსახურიდან გათავისუფლებაზე. 1929 წლის 1

სექტემბერს აღარ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე აღათია იოანეს ასული (დაბ. 1871წ.)და ერთი შვილი ნატალია.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.12.2023
ბოლო რედაქტირება 09.01.2026
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0