სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10688

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
შიოშვილი ქრისტესია ეგნატეს ძე, დაბ. 1858წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ხახმატის წმ. გიორგის ეკლესია შიოშვილი ქრისტესია ეგნატეს ძე, დაბ. 1858წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ხახმატის წმ. გიორგის ეკლესია
ბმულის კოპირება



გვარი შიოშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

შიოშვილი ქრისტესია ეგნატეს ძე, დაბ. 1858წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ხახმატის წმ. გიორგის ეკლესია

1858 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1879 წლის 23 თებერვალს მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1893 წლის 24 სექტემბერს ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ

გადაიყვანეს.

1908 წლის 17 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ხახმატის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1914 წლის 16 იანვარს მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის

ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე. მისი შემდგომი ბედი უცნობია. შემორჩენილია მოგონება მამა ქრისტესიას ვაჟკაცობის შესახებ. იგი ყოფილა პატარა ტანის, თუმცა უშიშარი და დიდი ვაჟკაცი. მუქოში მსახურობის პერიოდში ქისტები ხშირად ქურდულად გადმოიპარებოდნენ ხოლმე ხევსურეთის სოფლების გასაძარცვად, მაგრამ გადმოსვლის წინ ჯერ ჩუმად იკითხავდნენ, ის პატარა მღვდელი სოფელშია თუ ქალაქს არის წასულიო. როდესაც ნახავდნენ, რომ სოფელში იყო, მისი შიშით ვეღარ ბედავდნენ თავდასხმას. ერთხელ მაინც გაურისკიათ და ჩუმად დასხმიან სოფელ თავს. ეს რომ გაუგია მამა ქრისტესიას, აუკეცია ანაფორის კალთები, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გამოკიდებია ქისტებს. მათაც რომ დაუნახიათ მამა ქრისტესია, შეშინებულებს დაუგდიათ ნადავლი და გაქცეულან, მამაო უკან დაედევნა და სულ სიბრტყით სცემდა ხანჯალს გაქცეულ ქისტებს. იქამდე სდია, სანამ არ გადაიხვეწნენ. ამ ამბის შეძდეგ მათ კაი ხანი აღარც უცდიათ ხევსურების შეწუხება.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0