სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
 ახმეტელაშვილი ვასილ დავითის ძე, 1850-1931წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ხორხელის წმ. გიორგის ეკლესია  ახმეტელაშვილი ვასილ დავითის ძე, 1850-1931წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ხორხელის წმ. გიორგის ეკლესია

1850-1931 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ახმეტელაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

ახმეტელაშვილი ვასილ დავითის ძე, 1850-1931წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ხორხელის წმ. გიორგის ეკლესია



1850 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი.

1885 წლის 10 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1886 წლის 6 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და კოღოთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 12 აპრილიდან ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს და საგვერდულით დაჯილდოვდა.

1905 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.




1910 წლის 30 მაისს ანაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1919 წელს კისამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

XX საუკუნის 20-იან წლებში ანაგის ღვთისმშობლის ეკლესიის დახურვის შემდეგ, ამავე სოფლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში განაგრძო მოღვაწეობდა.

1925 წლის 27 დეკემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) მამა ვასილს, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. დეკანოზი ვასილი 1931 წლის 2 ივნისს თბილისში, მიხაილოვის სავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი დაასაფლაევეს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. მისი შვილი იყო ცნობილი რეჟისორი სანდრო ახმეტელი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0