სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გიორგი ზაქარიას ძე ახმეტელაშვილი 1836-1914წწ მართლ მღვდელი სოფ. ანაგა, სიღნაღი გიორგი ზაქარიას ძე ახმეტელაშვილი 1836-1914წწ მართლ მღვდელი სოფ. ანაგა, სიღნაღი

1836-1914 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ახმეტელაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

გიორგი ზაქარიას ძე ახმეტელაშვილი 1836-1914წწ მართლ მღვდელი სოფ. ანაგა, სიღნაღი


1836 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. 
1853-59 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1860 წლის 5 იანვარს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 7 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1862 წლის 3 სექტემბერს ვართაშენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში 

გვ 155

გადაიყვანეს, 1870 წლის 3 იანვარს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა, ამ სამრევლოდან. ამავე წლის 27 ივლისს ანაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1882 წელს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) საგვერდულით დააჯილდოვა.
1887 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1900 წლის 6 მაისს კამილავკით,
1905 წლის 6 მაისს - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1910 წლის 30 მაისს მოხუცებულობის გამო, თავისი თხოვნით გადადგა შტატიდან.
მღვდელი გიორგი 1914 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა. 
ჰყავდა მეუღლე ელისაბედ დიმიტრის ასული და შვილები: კონსტანტინე, სტეფანე, ნიკოლოზი, ვლადიმერი სვიმონი მათე, ნადეჟდა და ზაქარია. 

დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი.

საშუალო განათლება მიიღო ტფილისის სასულიერო სემინარიაში 1892-1899 წლებში.

სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ - გერმანიაში, ქალაქ ლაიპციგის უმაღლეს ეკონომიკურ სასწავლებელში, შემდგომ კი ლაიპციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში; ეს უკანასკნელი დაასრულა 1904 წელს და მიენიჭა დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში; მისი ნაშრომი „საქართველოს საშინაო ვაჭრობა“ გამოიცა გერმანულ ენაზე.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პირველ ხანებში თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში; იყენებდა ფსევდონიმებს - „ლადო“, „ლ. ახ-შვილი“ და „შვარცი“.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის საოლქო კომიტეტის ორგანოს - გაზეთ „სხივის“ ოფიციალური რედაქტორი; მეფის ხელისუფლებამ „სხივი“ გამოცემიდან მალევე, 1906 წლის აპრილში დახურა და რედაქტორი პასუხისგებაში მისცა; ამ პერიოდში ჩავარდა ავლაბრის არალეგალური სტამბა; ამ მიზეზით მოწყობილი მასობრივი ჩხრეკა-დაპატიმრების დროს აიყვანეს გაზეთ „ელვა“-ს (ყოფილი „სხივი) რედაქციაში მყოფ სხვა პირებთან ერთად 1906 წლის 15 პარილს (ძველი სტილით).

სასამართლომ ვლადიმერ ახმეტელს ციხეში პატიმრობა მიუსაჯა.

სასჯელის მოხდის შემდეგ ის კვლავ თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში, იყო გაზეთების „ახალი გზისა“ და „ახალი აზრის“ რედაქციების წევრი. აქვეყნებდა ეკონომიკური ხასიათის და პუბლიცისტურ წერილებს და დროგამოშვებით ტფილისის მუშათა უბნებში პოლიტეკონომიის საჯარო ლექციებს კითხულობდა.

კვლავ ირიცხებოდა რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად.

მეორედ პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1910 წლის 20 ნოემბერს (ძველი სტილით), როგორც გაზეთ „საქმის“ ფაქტობრივი რედაქტორი, გაზეთში მოთავსებული კრიტიკული სტატიების გამო და ეჭვით, რომ გაზეთი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დახურული ორგანოს - „ახალი აზრის“ გაგრძელებას და პარტიის არალეგალური თავყრილობების გამართვის ადგილს წარმოადგენდა, რის გამოც 17 ნოემბერს (ძველი სტილით) რედაქცია გაჩხრიკეს და გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით გამოცემა დახურეს „უკიდურესად მავნე მიმართულების გამო“.

ვლადიმერ ახმეტელი ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს კავკასიის საზღვრებიდან და ცხოვრობდა ქალაქ სიბირსკში.

1913 წლის 31 იანვარს (ძველი სტილით) ტფილისის სასამართლო პალატამ კვლავ დაიწყო პროცესი სისხლის სამართლის დებულების 129-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველი ნაწილის ძალით ლადო ახმეტელის წინააღმდეგ: საბაბად იქცა 1908 წლის 23 თებერვალს ტფილისში სტამბა „Надежда“-ში დაბეჭდილი ბროშურა „კარლ მარქსის გარდაცვალების 25 წლისთავი“, სადაც მოთავსებული „შვარცის“, „ვალენტინის“ და სხვების სტატიები, ბრალდების მტკიცებით, მთავრობის საწინააღმდეგო მოწოდებებს შეიცავდა; სტამბის მუშა გრიგოლ ფარსადანოვის ჩვენებით ბროშურის გამომცემელი „ახმეტელაშვილი“ იყო, რომელიც მანვე ამოიცნო ჟანდარმერიის მიერ წარდგენილ ფოტოკარტოთეკის ბარათზე.

ტფილისის სასამართლო პალატამ 1913 წლის 7 მარტს (ძველი სტილით) საქმე შეწყვიტა და ახმეტელს ბრალდება გაუუქმა რუსეთის იმპერატორის 1913 წლის 21 თებერვლის (ძველი სტილით) მანიფესტის გამო.

1918 წლის თებერვლიდან ლადო ახმეტელი იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დავალებით მონაწილეობდა საერთაშორისო მოლაპარაკებებში „მეომარ და ნეიტრალურ“ სახელმწიფოებთან.

1920 წლიდან ასრულებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის მოვალეობას გერმანიაში.

საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას შორის 1922 წელს გაფორმებული „რაპალოს ხელშეკრულების“ შემდეგ შეუწყდა დიპლომატიური სტატუსი, თუმცა აქტიურად აგრძელებდა საქმიანობას საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის პოპულარიზაციისათვის.

1932 წელს ლადო ახმეტელმა ნოე ჟორდანიასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია და დამოუკიდებელი საქმიანობა განაგრძო გერმანიაში; მალევე დაუკავშირდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს და მათთან ერთად აქტიურად მუშაობდა გერმანიის ნაციონალისტურ პოლიტიკურ ჯგუფებთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

მონაწილეობდა ბერლინის ქართველთა სათვისტომოს მუშაობაში; 1938 წელს იყო „კავკასიის სამმართველოს“ ხელმძღვანელი.

1942 წელს მონაწილეობდა ბერლინში ქართული ნაციონალური კომიტეტის ფორმირებაში.

ლადო ახმეტელი მოულოდნელად გარდაიცვალა 1942 წლის 9 აგვისტოს ბერლინში, ერთ-ერთ ბაღში.

დაკრძალეს ბერლინში.



წყაროები:

საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #108;საქმე #109; ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #1382; ფონდი #2117, ანაწერი #1, საქმე #318, გვ. 80; ფონდი #113, ანაწერი #2, საქმე #926.

ბრძოლის ხმა, #26, სექტემბერი, 1932 წ. პარიზი; თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია.

ბრძოლის ხმა, #29, იანვარი, 1933 წ. პარიზი; თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია.

ჩვენი დროშა, #2, მაისი, 1949 წ. პარიზი. თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია.

ქართველები უცხოეთში (ავტორთა ჯგუფი), „შპს „საქართველოს მაცნე" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეკვეთით, თბილისი, 2012 წ.

ფოტო: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, საზოგადოებრივი არქივი, ჯუანშერ ლაღიძის კოლექცია.https://mematiane.ge/product-details.php?id=10529


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.11.2023
ბოლო რედაქტირება 18.11.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0