არქიმანდრიტი გამალიელი (გამრეკელი) XVIII ს-ის | ნახევარი -–– 1816
არქიმანდრიტი გამალიელი XVIII ს-ის | ნახევარში, ქართლში, ქსნის ხეობაში დაიბადა. წარმოშობით იყო ოსი. იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ წერს: „გამალიელ ოს-ყოფილი არქიმანდრიტი: ესეცა იყო კათოლიკოზისავე ანტონისაგან აღზრდილი, წერილთა და გალობათა შინა გამოცდილი და არიხმატიკოსი და მონაზონებითაცა კარგი, მწერალი უცხო, რომელმან მრავალნი წერილნი საღმრთონი გარდასწერნა, ვიდრე სამასამდისინ. ამან კეთილად იღვაწა იკორთის მონასტერსა მთავარანგელოსთ ეკლესიისათვის და ესრეთ შრომითა ატარებს დროსა თვისსა“, 1758 წლის დეკემბერში მამა გამალიელი უკვე არქიმანდრიტია და ქსნის ხეობაში, იკორთის მონასტრის წინამძღვრად ჩანს. არქიმანდრიტი გამალიელი იყო საუკეთესო კალიგრაფი. მას გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შო-
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.19
არქიმანდრიტი გამალიელი (გამრეკელი) XVIII ს-ის | ნახევარი -–– 1816 (გაგრძელება)
რისაა: თეოფილაქტე ბულგარელის „თარგმანება ლუკას სახარებისა“, შესრულებული გიორგი ბატონიშვილის, შემდეგში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის დავალებით. წიგნს აქვს მინაწერი: „აღვსწერე წიგნი ესე განმარტება ლუკას სახარებისა და სრულ ვჰყავ ბრძანება უგანათლებულესობისა მეფის ძის გიორგისა, რომლისა კეთილ-სუფევით ცხოვრება მრავალჟამიერ ჰყოს უფალმან, ამინ, ამინ, ამინ, მე, ფრიად ცოდვილმან და უღირსმან მღუდელ-მონაზონმან გამალიელ, მხილველთა შენდობისა მთხოვნელმან“. ასევე ბაუმეისტერის „ლოღიკა“. წიგნზე არის მინაწერი: „ვედრებისა მთხოველი უნდო ვინმე ბერი მღუდელ-მონაზონი გამალიელ, აღმწერელი ამა წერილისა, გმოქენეობ ყოველთა, რათა არა ჰყოთ წყევა, ნაცვლად შენდობისა ამისათვის, რომელ რაოდენ ძალ მედუა, სიმართლეს ვსწადნოოდი. იუნის ე, წელსა ჩღოც“ (1778 წლის 5 ივნისი). მართალია იგი არქიმანდრიტია, მაგრამ ამ მინაწერებში თავის თავს მლვდელმონაზვნად იხსენიებს. 1779 წლის 11 დეკემბერს მან დაასრულა „მეტაფიზიკის“ გადაწერა, რომელშიც თავს უკვე არქიმანდრიტად მოიხსენიებს; 1790 წელს გადაწერა „კარაბადინი“. წიგნს დაკრული აქვს ბეჭედი - „გამალიელი“. ყველა ეს წიგნები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქიმანდრიტი გამალიელი ასევე წერდა საბუთებს, ამრავლებდა ნუსხებს, აქტიურად მონაწილეობდა მონასტრის სამეურნეო საქმიანობაში. არქიმანდრიტი გამალიელი დაახლოებული და მიღებული კაცია ქართლ-კახეთის სამეფო კარზე და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა მას უკანასკნელ მეფე გიორგი XII-სთან. 1789 წლის 24 იანვარს დაიბადა გიორგი XII-ის პირველი შვილიშვილი, გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი თავის ნაშრომში -- „ცხოვრება გიორგი XIII-სა“ წერს: „რადგან დიდად უყვარდა წიგნი „გრიგორი ნოსელისა“, ამისთვის ბრძანა, უწოდონ სახელად ახალშობილსა გრიგორი და ისურვა, რათა მიმქმელად წმინდისა ემბაზიდამ, ექმნას გამალიელი წინამძღვარი იკორთისა“. 1800 წლის 7 თებერვალს ქართლკახეთის მეფე გიორგი XII თავის შვილს, ბატონიშვილ იოანეს წერდა: „წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ, ეკლესიისა მამულებსა არ “ გვანებებენო. მიბრძანდი და შეიტყე სადაო; გამალიელიც მანდ მობრძანდება და ოქმებსაცა და მეფეთა წერილებსაც განაახლებს. გალავანიცა დაქცეულა. უბრძანე, სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგან მათი სალოცავი “ არის. გამალიელ შეუწუხებიათ და წინამძღვრობაზედ ხელს იღებს. გამოცვლა ამისი არ იქმნება. საჭირო კაცი არის ესე და დიდად მცდელი. ეცადე, დაამშვიდო“. მართლაც, ბატონიშვილმა იოანემ მოაწესრიგა საქმეები და გამალიელი წინამძღვრად დარჩა. მადლობელმა წინამძღვარმა გიორგი მეფეს საჩუქრად მოართვა ღვთისმშობლის ხატი, შემკული მეფის ძის ერეკლე II-ის პირველი ვაჟის, ვახტანგისაგან, რომელიც 1760 წელს გარდაიცვალა. 1893 წელს გაზეთი „ივერია“ ერთ-ერთ ნომერში წერდა: „ამ დღეებში სახელმწიფო ქონებათა გამგეობაში ტფილისში გამოჩენილა ფრიად საყურადღებო საბუთის ქაღალდები საქართველოს უძველესის იკორთის მონასტრის შესახებ. ეს ძველი მონასტერი, რ-იც სრულიად მოუოხრებიათ XVIII ს-ის შუა წლებში და ასე დარჩენილა 1780
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.20
არქიმანდრიტი გამალიელი (გამრეკელი) XVIII ს-ის | ნახევარი -–– 1816 (დასასრული)
წლამდის, ვიდრე მის აღდგენას შეუდგებოდა ბერი გამალიელი, გვარად გამრეკელი, რომელსაც სწავლა მიეღო რომში. ამ ბერის შრომითა და მეცადინეობით, იკორთის მონასტერი მალე განახლებულ იქმნა. ამ საუკუნის დასაწყისში ბერი გამალიელი რუსეთში გაჰყვა კათოლიკოსს ანტონს და როდესაც უკან დაბრუნდა, ხელახლად შეუდგა მისს მოწყობას. მონასტერთან გააშენეს სახლები, დააარსეს მის მახლობლად სოფლები --– ვანთა, ქვეში და ფლავი, და აგრეთვე შესძინეს მას რამდენიმე დუქანი გორსა და ტფილისში და საკუთრებად საკმაოდ დიდი მამული სოფელ ქოთიშსა და კუმისში. ხოლო ეხლა ქართლში, მამულების გამიჯვნის დროს, აღმოჩნდა, რომ მონასტერიც და მისი საკუთრება მამულები და დუქნებიც რაღაცა აუხსნელის მიზეზით კერძო პირთა ხელში ყოფილა გადასული“. მართალია, ამ წერილში რამდენიმე უზუსტობაა გაპარული, მაგრამ მაინც საკმაო ინფორმაციას გვაწვდის მამა გამალიელის მოღვაწეობის შესახებ. 1810 წლის 3 ნოემბერს რუსეთში იძულებით გაიწვიეს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (ბაგრატიონი), რასაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა. 1810 წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სასულიერო დიკასტერიის განჩინებით, არქიმანდრიტი გამალიელი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1811 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში სასულიერო დიკასტერია ოფიციალურად გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი წევრი არქიმანდრიტი გამალიელიც იყო. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, სიცოცხლის უკანასკნელი წლები არქიმანდრიტმა გამალიელმა ქ. თბილისში, საქართველოს პირველი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ვარლაამის (ერისთავი) სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაატარა და იქვე აღესრულა ღრმადმოხუცებული. იგივე ისტორიკოსი წერდა: „გამალიელ, წინამძღვარი იკორთისა, მოკვდა 1816 წელსა. არ უყვარდა ამას ვარლაამ ეგაზრქოსი, რადგანაც ებრძოდა ერისთავიანთა ყმათა და მამულთათვის ძველად შეწირულთა და მისგან ეგზარქოსისა მიმალულთა“. არქიმანდრიტ გამალიელის ცხედარი დიდი პატივით წაასვენეს და იკორთის მონასტერში დაასაფლავეს.
გამალიელი (გამრეკელი) – (XVIII ს. I ნახ. – 1816, ქ. თბილისი), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, მწიგნობარი, არქიმანდრიტი. წარმოშობით ოსი. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ მის შესახებ წერს „გამალიელ ოს-ყოფილი არქიმანდრიტი: – ესეცა იყო კათოლიკოზისავე ანტონისაგან აღზრდილი, წერილთა და გალობათა შინა გამოცდილი და არიხმატიკოსი და მონაზონებითაცა კარგი, მწერალი უცხო, რომელმან მრავალნი წერილნი საღმრთონი გარდასწერნა ვიდრე სამასამდისინ. ამან კეთილად იღვაწა იკორთის მონასტერსა მთავარანგელოსთ ეკლესიისათვის. და ესრეთ შრომითა ატარებს დროსა თვისსა“.
1758 წ. დეკემბერში გამალიელი უკვე არქიმანდრიტია და ქსნის ხეობაში, იკორთის მონასტრის წინამძღვრად ჩანს. გამალიელი საუკეთესო კალიგრაფი იყო. მას გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შორის: თეოფილაქტე ბულგარელის „თარგმანება - ლუკას სახარებისა“, რომელიც გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII) დავალებით შეასრულა. წიგნს აქვს მინაწერი: „აღვსწერე წიგნი ესე განმარტება ლუკას სახარებისა, და სრულ ვჰყავ ბრძანება უგანათლებულესობისა მეფის მეფის ძის ძის გიორგისა, რომლისა კეთილ-სუფევით ცხოვრება მრავალჟამიერ ჰყოს უფალმან, ამინ, ამინ, ამინ, მე ფრიად ცოდვილმან და უღირსმან მღუდელ-მონაზონმან გამალიელ, მხილველთა შენდობისა მთხოვნელმან“; ბაუმეისტერის „ლოღიკა“. წიგნზე არის მინაწერი: „ვედრებისა მთხოველი უნდო ვინმე ბერი მღუდელ-მონაზონი გამალიელ, აღმწერელი ამა წერილისა, გმოქენეობ ყოველთა, რათა არა ჰყოთ წყევა ნაცვლად შენდობისა ამისათვის, რომელ რაოდენ ძალ მედუა, სიმართლეს ვსწადნოოდი. იუნის ე, წელსა ჩღოჱ“ (5.06.1778). მართალია, ამ დროს იგი არქიმანდრიტია, მაგრამ ამ მინაწერებში თავის თავს მღვდელ-მონაზვნად იხსენიებს.
1779 წ. 11 დეკემბერს მან დაასრულა „მეტაფიზიკის“ გადაწერა, სადაც თავის თავს უკვე არქიმანდრიტად იხსენიებს; 1790 წ. გადაწერა „კარაბადინი“. წიგნს დაკრული აქვს ბეჭედი „გამალიელი“. ყველა ეს წიგნი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
გამალიელი ასევე წერდა საბუთებს, ამრავლებდა ნუსხებს, აქტიურად მონაწილეობდა მონასტრის სამეურნეო საქმიანობაში.
გამალიელი დაახლოებული და მიღებული მოძღვარი იყო ქართლ-კახეთის სამეფო კარზე და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა უკანასკნელ მეფე გიორგი XII-სთან. 1789 წ. 24 იანვარს დაიბადა გიორგი XII-ის პირველი შვილიშვილი, გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი. პ. იოსელიანი თავის ნაშრომში „ცხოვრება გიორგი XIII-სა“ წერს: „რადგან დიდად უყვარდა წიგნი „გრიგორი ნოსელისა“, ამისთვის ბრძანა უწოდონ სახელად ახალშობილსა გრიგორი და ისურვა, რათა მიმქმელად წმინდისა ემბაზიდამ, ექმნას გამალიელ წინამძღვარი იკორთისა“. 1800 წ. 7 თებერვალს გიორგი XII თავის შვილს, ბატონიშვილ იოანეს სწერდა: „წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ, ეკლესიისა მამულებსა არ გვანებებენო. მიბრძანდი და შეიტყე სადაო; გამალიელიც მანდ მობრძანდება და ოქმებსაცა და მეფეთა წერილებსაც განაახლებს. გალავანიცა დაქცეულა. უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგან მათი სალოცავი არის. გამალიელი შეუწუხებიათ და წინამძღვრობაზედ ხელს იღებს. გამოცვლა ამისი არ იქმნება. საჭირო კაცი არის ესე და დიდად მცდელი. ეცადე დაამშვიდო“. მართლაც, ბატონიშვილმა იოანემ მოაწესრიგა საქმეები და გამალიელი დარჩა წინამძღვრად. მადლიერმა წინამძღვარმა გიორგი მეფეს საჩუქრად მიართვა ღვთისმშობლის ხატი, შემკული მეფის ძის, ერეკლე II-ის პირველი ვაჟის, ვახტანგისგან. (გ.1760).
1810 წ. 3 ნოემბერს რუსეთში იძულებით გაიწვიეს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (ბაგრატიონი), რასაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა. 1810 წ. დეკემბერში საქართველოს სასულიერო დიკასტერიის განჩინებით გამალიელი ბოდბის წმ. ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1811 წ. 18 თებერვალს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა სასულიერო დიკასტერია, რომლის ერთ-ერთი წევრი გამალიელი იყო.
პ. იოსელიანის ცნობით, სიცოცხლის უკანასკნელი წლები გამალიელმა თბილისში, საქართველოს პირველი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ვარლაამის (ერისთავი) სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაატარა და ღრმად მოხუცებული იქვე აღესრულა.
გამალიელის ცხედარი დიდი პატივით წაასვენეს და დაკრძალეს იკორთის მონასტერში.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
გაზ. „ივერია“, 1893, №183;
სცსა არქივი, ფ. №48, აღწერა 1, საქმე №3876;
Акты, собранные Кавказской Археографической Комиссией, т. 4, Tфл., 1870;
Иoселиани Пл., Икортский монастырь в карталинии, журн., Грузинский Духовный вестник, 1865, ноябрь
თოგოშვილი გ., საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბ., 1969;
იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს, თბ., 1982;
იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, თბ., 1978;
მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H) კოლექცია, ტ. 1, თბ., 1946;