დაიბადა აზნაურის ოჯახში. ქართულ და რუსულ ენებზე წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალებისა და აფხაზეთში, ახალი ათონის რუსულ მონასტრებში შეისწავლა. 1879 წ. 15 მაისს თბილისის ფერისცვალების მონასტრის მორჩილად განაწესეს. 1880 წ. 6 ივნისს აფხაზეთის ეპარქიაში, ახალი ათონის მონასტერში გადაიყვანეს. 1881 წ. 6 მარტს ისევ ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა. 1881 წ. 15 ივნისს დავითგარეჯის მონასტრის მორჩილად განაწესეს. 1881 წ. 6 ოქტომბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიოსმა (ჩეკურიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. 1881 წ. 1 ნოემბერს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა და გარეჯის მონასტრის მორჩილად განაწესა. 1882 წ. 29 აგვისტოს ვლადიკავკაზის ეპისკოპოს იოსების (ჩეპიგოვი) ლოცვა-კურთხევით მღვდლად ეკურთხა. 1884 წ. 5 მარტს კვლავ თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადმოიყვანეს. 1884 წ. 2 აპრილს გერასიმემ მონასტრის სასარგებლოდ შეაგროვა 620 მანეთი და 18 ივნისს შესწირა ტაძრის კეთილმოწყობას. 1885 წ. 8 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წ. 3 თებერვალს შიომღვიმის მონასტერში დაინიშნა მღვდელმსახურად. 1886 წ. 6 დეკემბერს ეგზარქოსების სამღვდელმთავრო რეზიდენციაში არსებულ მონასტრის საძმოში განაწესეს. 1887 წ. მარტყოფის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრობა ჩააბარეს. 1890 წ. წმ. სინოდმა ერთგული მსახურებისთვის მადლობა გამოუცხადა. 1891 წ. 15 აპრილს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1894 წ. ივნისში გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაიყვანეს. იქ მოღვაწეობის პერიოდში გერასიმემ მონასტრის კუთვნილ წიგნებზე შემდეგი წარწერები გააკეთა: XIX ს-ში მღვდელ-მონაზონ იოანეს მიერ გადაწერილ „მარგალიტზე“: „ღმერთო, მოიხსენე ამ მამა იოვანეს უჩენიკი, აწ მღვდელ-მონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ გულმოდგინეთ გარდაკითხულ იქმნა ეს წმიდა წერილი ჩემ მიერა. 1896 წლის 3 იანვარი“; XVI-XVIII სს. კრებულზე – „1895 წ. თვესა მარტსა, 5 დღესა მე, ცოდვილმან და ფრიად საწყალობელმანა ხუცეს-მონაზონმანა გერასიმემ, გვარათ გაბუნიამა, იმერეთისამან, ამა წმინდა მონასტერსა შინა აღზრდილმანა, გარდავიკითხე ესე წმინდა ცხოვრება ქალწულთა მოწამეთა მათითა მეოხებითა შემიწყალე, ტკბილო მაცხოვარო ჩემო იესო, და ახოცე მრავალი ცოდვა ჩემთა ხელით წერილი და შემიწყალე ხუცეს-მონაზონი გერასიმე“; მაქსიმე აღმსარებლის XVIII ს. კრებულზე – „ღმერთო, შაიწყალე მდაბალი მღვდელ-მონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ სრულიად გარდავიკითხე სასოებითა 1895 წ“. 1897 წ. 25 სექტემბერს ნათლისმცემლის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წ. 30 მარტს ფერისცვალების მონასტერში დააბრუნეს და ამავე წ. 29 ივნისს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1899 წ. წმ. სინოდმა კვლავ მადლობა გამოუცხადა ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის. 1900 წ. 6 ივნისს ზედაზნისა და მცხეთის წმ. ჯვრის მონასტრების წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წ. 2 ივნისს იღუმენის პატივი მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. 1902 წ. გერასიმეს დაევალა დროდადრო წირვა-ლოცვა ჩაეტარებინა ეგზარქოსების კარის ჯვრის ეკლესიაში. 1903 წ. 9 სექტემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მადლობა გამოუცხადა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე ყურადღების გამოჩენისთვის. 1903 წ. მრევლმა გამშვენებული ჯვარი მიართვა. 1904 წ. 14 ოქტომბერს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ოქროს ჯვრით, ხოლო წმ. სინოდმა წმ. ნინოს IV ხარისხის ორდენით და იმპერატორ ალექსანდრე III – ის სამახსოვრო ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. 1905 წ. 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1906 წ. 13 ოქტომბერს შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად განაწესეს. ამავე წლის 29 ოქტომბერს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. 1907 წ. 14 აპრილს ოზურგეთის მაზრაში არსებული მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1907 წ. 27 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1909 წ. 1910 წ. 13 სექტემბერს ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წ. 11 დეკემბერს გერასიმე პენსიაზე გავიდა და 1913 წ. 11 იანვარს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კრებულში განაწესეს. 1918 წ. ბერ გობრონის (წკრიალაშვილი, შემდგომში – წილკნელი ეპისკოპოსი) პირად მოსახსენებელში არქიმანდრიტი გერასიმე ცოცხალთა შორის წერია. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები დალიტერატურა
სცსა, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა ფ. 489, აღწერა 1, საქმე №49305, საქმე №57648; №56337;
მონასტრების ფ. 500, აღწერა 4, ფერისცვალების მონასტერი, საქმე №16.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექცია), ტ. 1, 4 ნაკვეთი, თბ., 1985.
არქიმანდრიტი გერასიმე, ერისკაცობაში –– გიორგი გაბუნია, 1852 წელს ქუთაისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრებში ისწავლა, ხოლო რუსულ ენაზე მსახურება აფხაზეთში -– ახალი ათონის მონასტერში. 1879 წლის 15 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1880 წლის 13 ივნისს ახალი ათონის მონასტერში გადაიყვანეს. 1881 წლის 6 მარტს ისევ ფერისცვალების მონასტერში დაინიშნა, 1881 წლის 15 ივნისს დავით გარეჯის მონასტრის უშტატო მორჩილად გადაიყვანეს და ამავე წლის 28 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 1881 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიოსმა (ჩეკურიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. ამავე წლის 1 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა და დავით გარეჯის მონასტერში მორჩილის შტატში განამწესეს. 1882 წლის 29 აგვისტოს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა იოსებმა (ჩეპიგოვი) მღვდლად დაასხა ხელი. ამავე წლის 21 დეკემბერს ბერდიაკვნის შტატში დაინიშნა. 1883 წლის 26 იანვარს მლვდელ-მონაზვნის შტატში დაამტკიცეს. ამავე წლის 2 აპრილს ხაზინადრად დაინიშნა. 1893 წელს მონასტრის წინამძლვრის, არქიმანდრიტ გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით, მამა გერასიმემ იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში და მონასტრის სასარგებლოდ შეაგროვა 620 მან. და 48 კაპ. და 18 ივნისს ტაძრის კეთილმოწყობისთვის შესწირა. ამ დამსახურების გამო,
1884 წლის 8 იანვარს იგი საგვერდულით დააჯილდოვეს. 1884 წლის 5 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ბერდიაკვნის შტატში დაინიშნა. 1886 წლის 3 თებერვალს შიომღვიმის მონასტერში გადაიყვანეს. 1886 წლის 6 დეკემბრიდან ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში განამწესეს. 1887 წელს მარტყოფში, ეგზარქოსების რეზიდენციის წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრობა ჩააბარეს, 1890 წელს წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1891 წლის 25 აპრილს მამა გერასიმეს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1894 წლის ივნისში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. აქ მოღვაწეობის პერიოდში მღვდელ-მონაზონმა გერასიმემ მონასტრის კუთვნილ ხელნაწერ წიგნებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა:
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 31 ოქტომბერი-6ნოემბერი 2013წ გვ.18
არქიმანდრიტი გერასიმე (გაბუნია) (გაგრძელება)
XIX საუკუნეში მღვდელ-მონაზონ იოანეს მიერ გადაწერილ „მარგალიტზე“ არის მისი მინაწერი: „ღმერთო, მოიხსენე ამ მამა იოვანეს უჩენიკი, აწ მღვდელმონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ გულმოდგინეთ გარდაკითხულ იქმნა ეს წმიდა წერილი ჩემ მიერა. 1896 წლის 3 იანვარი“. XVI-XVIII საუკუნის კრებულზე მინაწერი: „1895 წ. თვესა მარტსა, 5 დღესა მე, ცოდვილმან და ს ფრიად საწყალობელმანა ხუცეს-მონაზონმა გერასიმემ, გვარათ გაბუნიამა, იმერეთი: სამან, ამა წმინდა მონასტერსა შინა აღზრდილმანა, გარდავიკითხე ესე წმინდა ცხოვრება ქალწულთა მოწამეთა. მათითა მეოხებითა შემიწყალე, ტკბილო მაცხოვარო ჩემო იესო, და ახოცე მრავალი ცოდვა ჩემთა ხელით წერილი და შემიწყალე ხუცეს-მონაზონი გერასიმე“. : მაქსიმე აღმსარებელის კრებული XVIII საუკუნე „ღმერთო, შაიწყალე მდაბალი მღვდელ-მონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ სრულიად გარდავიკითხე სასოებითა 1895 წ.“ 1897 წლის 25 სექტემბერს ნათლისმცემლის მონასტრის ხაზინადრად აირჩიეს. 1899 წლის 30 მარტს თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს და იმავე წლის 29 ივნისს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1899 წელს წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1900 წლის 6 ივნისს ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელისა და მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრების წინამძღვრად დაინიშნა. ზედაზნის მონასტერში ასულ მღვდელ-მონაზონ გერასიმეს მძიმე მდგომარეობა დახვდა. სავანეს ყურადღება და მზრუნველობა მოკლებოდა. სამონასტრო ცხოვრების ასაღორძინებლად და გამოსაცოცხლებლად მონასტერში მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. მამა გერასიმე ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. მისი შრომისმოყვარეობითა და მუყაითობით გაპარტახებული სავანე მალე დაადგა აღმავლობის გზას. გაჩალდა აღმშენებლობითი მუშაობა.
მარცხნიდან სხედან: წითელმთის ეკლესიის მღვდელი დიომიდე შილაკაძე, არქიმანდრიტი გერასიმე (გაბუნია) და
მღვდელ.მონაზონი გიორგი (მოლარიშვილი) შემოქმედის მონასტერთან არსებული სკოლის მოწაფეებთან ერთად. 1906წ. ფოტო
მღვდელმონაზონმა გერასიმემ 1900 წელს საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა გაზეთ „ივერიაში“, სადაც ის დახმარებასა და შეწევნას სთხოვდა ქართულ საზოგადოებას: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“. ღვთისმოყვარენო ქველისმოქმედნო მშვიდობა თქვენდა უფლისა მიერ და ცხოვნება! სინოდის ქართლ-კახეთ-იმერეთის კანტორის ბრძანებისა და მისის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის საქართველოს ექსარხოსის ფლაბიანეს კურთხევის თანახმად, მე, უმდაბლესი და უღირსი მონა ქრისტესი, დანიშნულ ვიქმენ 'აჭველესისა და 'უღარიბესის წმ. იოანე ზედაზნელის მონასტრის ბი5ამძღვრად. მონასტერი ესე იმყოფება 17 ვერსტის მანძილზედ ქ. ტფილისიდამ და 8 ვერსტით ს. მცხეთიდამ. ამ მონასტრის აღშენებაში წმ. ი. ზედაზნელსა პშველოდნენ 12 მისნი მოწაფენი. ეს მოხდა ქართველთა მეფის ფარსმან VI და კათოლიკოზის ევლავიოსის დროს VI ს-ის ნახევარში, ამ მონასტერს ხშირად დაეცემოდნენ ხოლმე სპარსელები და მიწასთან ასწორებდნენ. უკანასკნელ დროს მთელი 500 წელიწადი გაოხრებული იყო. მაგრამ ზოგიერთთა ქველმოქმედთა და კეთილისმყოფელთა შუამდგომლობითა და შრომით მაღალყოვლადუსამღვდელოესის პავლეს დროს, როდესაც იგი საქართველოში ექსარხოსობდა, ამ მონასტერს კვლავ სიცოცხლის ნიშნები დაეტყო, მაგრამ ფრიად დაძაბუნებულმა, ძირეულად შერყეულმა და მინგრეულ-მონგრეულმა, სრულიად ვერ შეძლო წელში გასწორება. ქონებრივად შეუძლებლობისა გამო ჯერ კარგა მანძილზედა ჰშორავს ის დრო, როდესაც წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერს უწინდელებრ აღყვავებულსა და სასურველ მდგომარეობაში დავინახავთ... დღეს ჩვენი მონასტერი უბედურს მდგომარეობაშია და ამიტომ უმდაბლესად ევედრება შემწეობას წმ. ეკლესიის მოყვარეთა და გულშემატკივართა. ღვთივსაყვარელნო ქველმოქმედნო! უმორჩილესად მოგმართავთ და გევედრებით, მოაქციოთ ყოვლადმოწყალე ყურადღება ჩვენს უბადრუკს მონასტერს. გულთამხილავი ზეციერი გამჩენი თავისს სასუფეველში მოგაქცევთ ყურადღებას სიტყვისაებრ თვისისა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“. თქვენგნით შემოწირულებას ისე მიიღებს უფალი, როგორც უმანკო მსხვერპლსა. ჩვენც, ძმანი წმიდისა ამის ადგილისა, უღრმესად მადლობელნი დაგრჩებით. შემოწირულება და დახმარება ყოველმხრივ საჭიროა ჩვენის მონასტრისათვის: სამწირველო ეკლესიას სრულიად არა აქვს რა ნივთები, სამოსელი, ფული თუ სხვ. ამასთან, ყოვლად შეუძლებელი ხდება არ გავაახლოთ შიგნით და გარეთ წმ. იოანე წინამორბედის სახელობაზედ აშენებული საკრებულო ტაძარი, რომელშიაც კანკელი -- ხატებითურთ ხელახლა დასაცვლელია. შესაკეთებელია სამრეკლო. ზარიც კი არა გვაქვს, წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერზედ მიწერილია წმ. პატიოსნისა და ცხოველმყოფელის ჯვრის სახელობაზედ აღშენებული მონასტერი, რომელიც პირველსა ჰშორავს 5 ვერსტით. წმ. ჯვრის მონასტერი ქართველთა მეფე მირიანმა აღაშენა მეოთხე საუკუნეში. ამ მონასტერში დღესაც იმყოფება სასწაულთმომქმედი ჯვარი, რომელიც წმ. ნინომ დაასვენა იქ. ეს მონასტერიც ძრიელ ჰსაჭიროებს კეთილისმყოფელთა დახმარებას. ჩვენს მონასტრებს, საზოგადოდ, ძლიერ ცოტა მოეპოვებათ ამისთანა საჭიროებათა დასაკმაყოფილებელი წყაროები. თუ მოგვეშველებით ამისოანა უკიდურესს მდგომარეობაში, ისევ თქვენ, კეთილმორწმუნენო ძმანო, ქრისტიანენო-ქველმოქმედნო! დავშთებით უმდაბლესად, მლოცველნი თქვენთვის და სრულიად საქრისტეანესათვის უღირსნი მონანი ქრისტესნი. წინამძღვარი წმ. იოანე ზედაზნელისა და წმ. ჯვრის მონასტერთა მღვდელ-მონაზონი გერასიმე და ძმანი ამა მონასტრებისანი“.
1902 წლის 2 ივნისს მამა გერასიმეს იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. ამავე წლიდან იღუმენ გერასიმეს დაევალა დროდადრო წირვა-ლოცვის ჩატარება ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში. 1903 წლის 9 სექტემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ იღუმენ გერასიმემ მზრუნველობას მოკლებულ ყრუ-მუნჯ ბავშვებზე ყურადღების გამოჩენისთვის მადლობა გამოუცხადა და ამავე წელს გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. 1904 წლის 14 ოქტომბერს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამასთანავე, წმინდა სინოდმა წმინდა ნინოს IV ხარისხის ორდენითა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა. 1905 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1906 წლის 13 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს და შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 29 ოქტომბერს იღუმენ გერასიმეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1907 წლის 14 აპრილს ოზურგეთის მაზრაში არსებული მონასტრების მთავარხუცესად აირჩიეს. 1907 წლის 27 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) შემოქმედის მონასტერში ჩატარებული სამშენებლო სამუშაობის კეთილად დასრულებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1909 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წლის 13 სექტემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც ამავე წლის 16 დეკემბრიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 1912 წლის 11 დეკემბრიდან არქიმანდრიტი გერასიმე პენსიაზე გავიდა. 1913 წლის 11 იანვრიდან გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის საძმოში განამწესეს. 1918 წელს ბერ გობრონის (წკრიალაშვილი, შემდგომში -– წილკნელი ეპისკოპოსი) პირად მოსახსენებელში არქიმანდრიტი გერასიმე ცოცხალთა შორის მოიხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია.