სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12217

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სოლოღაშვილი გერონტი 1757-1813წწ არქიმანდრიტი მეფე ერეკლე II-ის კარის მოძღვარი. სოლოღაშვილი გერონტი 1757-1813წწ არქიმანდრიტი მეფე ერეკლე II-ის კარის მოძღვარი.

1757-1813 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება



გვარი სოლოღაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

197       ბეჭდვა

სოლოღაშვილი გერონტი 1757-1813წწ არქიმანდრიტი მეფე ერეკლე II-ის კარის მოძღვარი.

გერონტი – (სოლოღაშვილი, საერო სახელი უცნობია), 15.03.1757-12.01.1813, გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, თბილისის მაზრა), საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი. მეფე ერეკლე II-ის კარის მოძღვარი.

იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ გერონტის შეცდომით ლეონტით იხსენიებს და მასზე წერს: „მღვდელ-მონაზონი ლეონტი სოლოღაშვილი: ესე იყო საფილოსოფოსო სწავლასა შინა გამოცდილი და მგალობლობასა შინა პირველი მგალობელი, რომელმან უწყოდა ვიდრე ხუთასამდის ჭრელი და სხვანი გალობანი. ამან განსწავლა მრავალნი მგალობელნი და კეთილად განვლო წელნი თვისნი“.

1785 წ. 27 აგვისტოს გერონტი უკვე ბერ-დიაკვნად იხსენიება. ამ წელს მან აღწერა მშვენიერი ხუცური ხელით საგალობელი ღვთისმშობლის მიცვალებისა, რომელსაც დართული აქვს მისი ანდერძი. 1786 წ. გადაწერა სრული „სძლისპირი“, – შემდეგ სადღესასწაულო. 1791 გერონტი უკვე მღვდელ-მონაზონია, რაც დასტურდება ამავე წელს გადაწერილ „კრებულზე“ მისივე ანდერძ-მინაწერით: „მე უღირსმან ხუცეს-მონაზონმან სოლოღაშვილმან გერონტი აღვაწერინე წიგნი ესე ჩემსა სულიერსა ძმასა ახლად მონაზონს ზაქარიას უდაბნოსა გარესჯისასა, ნათლისმცემლის მონასტერში, სულისა ჩემის საოხად და ძმათა ჩემთა აღათონისა და იოანესსა. ვინც მიემთხვეოდეთ ამას, ლოცვასა ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილისათვის, წმინდანო მამანო. მეფობასა მეორესა ირაკლისსა, პატრიარხობასა ძისა მისისა, მეორისა ანტონისსა ჟამსა ამას, მწყსიდა მონასტერსა ამას ყოვლად სამღვდელო ნინოწმიდელი მაყას ძე იოანე, მისთვისცა ხსენებასა ყოფდეთ, მამანო. დასაბამითგან წელთა ათშვიდიათას ორას ოთხმეოც და ათცხრამეტსა. ქრისტეს აქათ ჩღჟა, თვესა მაისსა ბ“.

1794 წ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ გერონტის არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა და თბილისის კარის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა, სადაც ერეკლე მეფის გარდაცვალებამდე იმსახურა. იგი რომ კარის წინამძღვარია, ჩანს 1796 წ. გარეჯის ბერის, მაკარის მიერ გადაწერილ საგალობლებზე მინაწერიდან, სადაც ვკითხულობთ: „მისი მღვდელ-ღირსება გერონტი, მეფის კარის წინამძღუარი, მობრძანდა დავით გარესჯის მონასტერსა, ქორონიკოს ჩღჟვ (1796), აპრილის კდ (24)“. 1798 წლიდან ისევ ნათლისმცემლის მონასტერშია. 1801 წ. გერონტიმ დაამთავრა თავისი ნაშრომი „ნაცვალსიტყვაობა (სიმეტნე), რომელზეც არის მისივე მინაწერი: „მრავალმთის ნათლის მცემლის მონასტერსა შინა, უდაბნოსა გარესჯისასა, წელთა ქრისტესითგან 1801, ჩყა თთვესა დეკემბერსა ათერთმეტსა. თქუენი უქვენაესი მონა, ოდესმე მისის სიმაღლისა, მეფის ირაკლის კარის არხიმანდრიტ ყოფილი, ყოვლად უხმარი და უღირსი გერონტი“.


1803 წ. მცირე ხნით იყო თავდაპირველად შუამთის, 1804-1805 წწ. კი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი. 1804 წ. 26 დეკემბერს შედგენილ შიომღვიმის მონასტრის ერთ-ერთ სიგელში აღნიშნულია მონასტრის წინამძღვარი „არხიმანდრიტი გერონტი“. 1805 წ. როგორც წინამძღვარი, მოიხსენიება ანტონ II-ის სიგელში.


1810 წ., კათოლიკოს ანტონ II-ის რუსეთში გადასახლების შემდეგ, გერონტი ისევ გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დამკვიდრდა და მშვენიერი სკოლა გამართა, სადაც მწერალ-მწიგნობრობასა და გალობას ასწავლიდა. მან აღზარდა მრავალი ახალგაზრდა, რომლებიც შემდგომში ცნობილი სასულიერო პირები გახდნენ. მათგან ორი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა – სახელოვანი მგალობელი და მწერალ-მწიგნობარი წმ. გერასიმე (ერისკაცობაში თავადი გერონტი სვიმონის ძე ვაჩნაძე), 1851 წ. ლეკთაგან გარეჯში წამებული და წმ. ილარიონ ახალი ქართველი (ერისკაცობაში აზნაური იესე ხახულის ძე ყანჩაველი), იმერეთის წმ. მეფე სოლომონ II-ის მოძღვარი, ათონის მთაზე აღსრულებული და გაბრწყინებული (გ. 1864).


წმ. ილარიონ ახალის (ყანჩაველი) ცხოვრებაში ვკითხულობთ: „იხილა რა თავადმა გიორგი წერეთელმა აღსაზრდელში სულიერი საგნებისადმი ძლიერი სწრაფვა, ცოდნის გასაღრმავებლად ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში მცხოვრებ არქიმანდრიტ გერონტის, ერისკაცობაში თავად სოლოღაშვილს მიანდო“ (არ არის ზუსტად ცნობილი, როდის მოღვაწეობდა გ. ჯრუჭის მონასტერში). გერონტი ცდილობდა თავის მოწაფეში უმეტესად ლოცვის სიყვარული გაეძლიერებინა და მას მკაცრი მონაზვნური სულისკვეთებით ზრდიდა. შემდგომში მამა ილარიონი გაოცებით იხსენებდა, თუ როგორ იდგა ბერი ღამისთევის ლოცვაზე მწუხრიდან მზის ამოსვლამდე და მასაც აიძულებდა იგივე ეკეთებინა.


გერონტი არა მხოლოდ ნაყოფიერი კალიგრაფი, არამედ მწერალიც იყო. ცნობილია მისი იამბიკოები. განსაკუთრებით საყურადღებოა ზემოთ აღნიშნული 1801 წ. დაწერილი თხზულეება – „ნაცვალსიტყვაობა“ („წარმოთქმა მართლისა სარწმუნოებისა, ესე იგი ღვთისმეტყველებისათა და განგებულებითთა, ხოლო პირველად არსებისა და ბუნებისათვის, პირისა და გვამისათვის, კითხვა-მიგებით განკარგულნი, რომელსა ეზედწოდების ნაცვალსიტყვაობა“), რომელსაც უძღვის ავტორის წინასიტყვაობა მიმართვა ნინოწმინდელი მიტროპოლიტისა და ექვთიმე არქიმანდრიტისადმი. აღნიშნული ნაწარმოები გერონტის დაუწერია ქართველ სასულიერო პირთა განათლების საქმეში მცირეოდენი წვლილის შეტანის მიზნით. მისი სიტყვით: „იმიტომ, რომ ჩვენში ბევრი იყო სოფლის მღვდელი, რომელთაც არ იცოდნენ არც საღმრთო წერილი, არც ფილოსოფია და არც ღვთისმეტყველება. მიზეზი ამისა არის უკანონობა და წესუდებლობა ჩვენი და მრავალგზის აოხრება ჩვენი სპარსთა და ლეკთაგან“. თხზულება შედგება სამი ნაწილისგან: გუამი და ბუნება იესო ქრისტესი, შვიდთა საიდუმლოთათვის და შვიდთა მსოფლიოთა კრებათათვის.


1792 წ. გერონტის დაკვეთით, ბეჟან მდივანბეგის ძის, ბერ-დიაკონ პანტელეიმონის მიერ გადაწერილ ძლისპირ-გულანზე არის გადამწერის მინაწერი: „არხიმანდრიტი გერონტი მიიცუალა იანვრის იბ, წელთა ჩყიგ, დღესა კვირიაკესა პირველ განთიადისა“. დაკრძალულია დავითგარეჯის მონასტერში.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;

იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს, თბ., 1982;

მისივე, „შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“, თბ., 1997.

კარბელაშვილი პ., „ქართული საერო და სასულიერო კილოები, ისტორიული მიმოხილვა“, ტფ., 1898;

კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, ძველი მწერლობა, თბ., 1960;

ლომინაძე ბ., შიომღვიმე, თბ., 1953; მ

ენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;

მღვდელ-მონაზონი ანტონი (მთაწმინდელი) „მღვდელსქიმმონაზვნის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნარკვევები“, თბ., 1993;

საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, H-1, თბ., 1946; A-4, თბ., 1954; Q-2, თბ., 1961.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) 1757-1913

არქიმანდრიტი გერონტი, ერისკაცობაში –- თავადი სოლოღაშვილი 1757 წლის 15 მარტს ქართლში დაიბადა. სოლოღაშვილები და სოლაღაშვილები, ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ XV-XIX „საუკუნეების საქართველოში. ვახუშტის მიხედვით, სოლოღაშვილები არ არიან ბარათაშვილები და მათ თავიანთი მამული და სასაფლაონი აქვთ. იოანე ბატონიშვილის მიხედვით კი: სოლოღაშვილები „არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის ერისთავის გვარისანი. ამათი წინაპარი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად, ხოლო ამის შთამამავლობისანი, რომელთაც მიიღეს მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობასა ბაგრატისასა წელსა 1375-სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და უბოძა გვარადცა სოლოღას შვილობა და არიან მუნიდგან მცხოვრებნი სომხითსა, რომელნიმე გარდმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: 1) იესეს შვილები, 2) ზაზას შვილები და სხვანი ძმანნი ამათნი, ხოლო სხვანი სოლოღას შვილები, რომელნიცა არიან თათრად, ჰსცხოვრებენ ახალციხის ნაწილსა შინა ჩირდილის კერძო ადგილსა“. გვარის ფუძემდებელი, როგორც ჩანს, სოლაღა/ სოლოღა იყო, რომლის შთამომავლები XV ს-იდან ჩნდებიან ქართლის სამეფოში. სოლოღაშვილების სამფლობელო   სასოლოღაშვილო - XV ს-ში ყალიბდება და ძირითადად ალგეთში, ვერის ხევში, ქალაქის პირის სოფლებსა და ნაწილობრივ სომხითში ჰქონდა მამულები. ასევე ყმები ჰყავდათ და მამულები ჰქონდათ თბილისშიც. საგვარეულოს მთავარი ციხესიმაგრეები იყო კოჯრისა და ჭაპა ლას ციხეები, მოგვიანებით ციხე ააშენეს ბორბალოშიც. საგვარეულო მონასტერი და სასაფლაო იყო კაბენი. სოლოღაშვილებს ქართლის სამეფო კარზე ეკავათ მეფის სახლთუხუცესის, დედოფლის სახლთუხუცესის, ბოქაულის, ყეენის, მუღარიბისა და მუსაიბის და სხვ. თანამდებობები, სოლაღაანთ სამემკვიდრეო სახელო დედოფლის სახლთუხუცესის თანამდებობა ყოფილა. მათ გვარში არაერთი ღირსეული ადამიანი იყო. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქართლ-კახეთის მეე ერეკლე II-ის კარის მოძღვარი გერონტი (სოლოღაშვილი). იგი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში არქიმანდრიტ გერასიმესთან (ანთაძე) აღიზარდა. იქვე აღიკვეცა ბერად გერონტის სახელით. იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ გერონტი სოლოღაშვილს შეცდომით ლეონტით იხსენიებს და მასზე წერს: „მღვდელ-მონაზონი ლეონტი სოლოღაშვილი: ესე იყო საფილოსოფოსო სწავლასა ში ნა გამოცდილი და მგალობლობასა შინა პირველი მგალობელი, რომელმან უწყოდა ვიდრე ხუთასამდის ჭრელი და სხვანი გალობანი. ამან განსწავლა მრავალნი მგალობელნი და კეთილად განვლო წელნი თვისნი“. 1785 წლის 27 აგვისტოს იგი უკვე ბერ-დიაკვნად იხსენიება და ამ წელს აღწერა მშვენიერი ხუცურის ხელით საგალობელი ღვთისმშობლის მიცვალებისა, რომელსაც ერთვის მისი ანდერძი. 1786 წელს გადაწერა სრული „სძლისპირი“, შემდეგ  სადღესასწაულო. 1791 წელს უკვე მღვდელ-მონაზონია, რაც დასტურდება ამავე წელს გადაწერილ „კრებულზე“ დართულ ანდერძში: „მე, უღირსმან ხუცეს-მონაზონმან სოლოღაშვილმან გერონტი, აღვაწერინე წიგნი ესე ჩემსა სულიერსა ძმასა, ახლად მონაზონს ზაქარიას, უდაბნოსა გარესჯისასა, ნათლისმცემლის მონასტერში, სულისა ჩემის საოხად და ძმათა ჩემთა აღათონისა და იოანესსა. ვინც მიემთხვეოდეთამას, ლოცვასა ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილისათვის, წმინდანო მამანო. მეფობასა მეორესა ირაკლისსა, პატრიარხობასა ძისა მისისა, მეორისა ანტონისსა ჟამსა ამას, მწყსიდა მონასტერსა ამას ყოვლად სამღვდელო ნინოწმიდელი მაყას ძე იოანე, მისთვისცა ხსენებასა ყოფდეთ, მამანო. დასაბამითგან წელთა ათშვიდიათას ორას ოთხმეოც და ათცხრამეტსა. ქრისტეს აქათ ჩღჟა, თვესა მაისსა ბ“. | 1794 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და თბილისის კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა, სადაც ერეკლე მეფის გარდაცვალებამდე იმსახურა. იგი რომ კარის წინამძღვარია, ჩანს 1796 წელს გარეჯის ბერის, მაკარის მიერ გადაწერილ საგალობლებზე

22-1  საპატრიარქოს უწყებანი N22 23-29ივნისი 2016წ გვ.19
არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) 1757-1913 (გაგრძელება)

მინაწერით, სადაც ვკითხულობთ: „მისი მღვდელღირსება გერონტი, მეფის კარის წინამძღუარი, მობრძანდა დავით გარესჯის მონასტერსა, ქორონიკოს ჩღჟვ (1796), აპრილის კდ (24)“. 1798 წლიდან ისევ ნათლისმცემლის მონასტერშია. 1801 წელს არქიმანდრიტმა გერონტიმ დაამთავრა თავისი ნაშრომი „ნაცვალსიტყვაობა (სიმეტნე)“, აქვეა მისი ანდერძი: „მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტერსა შინა, უდაბნოსა გარესჯისასა, წელთა ქრისტესითგან 1801, ჩყა თთვესა დეკემბერსა ათერთმეტსა. თქუენი უქვენაესი მონა, ოდესმე მისის სიმაღლისა, მეფის ირაკლის კარის არხიმანდრიტ ყოფილი, ყოვლად უხმარი და უღირსი გერონტი“. 1803 წელს მცირე ხნით იყო ჯერ შუმათის, ხოლო 1804-1805 წლებში შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი. 1804 წლის 26 დეკემბერს შედგენილ შიომღვიმის მონასტრის სიგელში ვკითხულობთ: „...უდაბნო შენი მოვილოცე... ვიხილე მამა მონასტრისა, სქესით სოლოღაშვილი არხიმანდრიტი გერონტი და ძმათა სიმრავლენი...“ ხოლო 1805 წლის 19 მაისს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთისა და სრულიად საქართველოსი ანტონ!II ძეგვის მოურავს ნიკოლოზ გედეონისშვილს წერდა: „მერმე მანდ ციხედიდს წმიდის შიოს ზვარი რომ არის, მაგის ბოძებას და დანებებას შემოგვევედრნენ, როგორც რომ ძველად ჰქონიათ, ეგრეთვე ახლა მღვიმის წინამძღვარი გერონტი და ამისნი კრებულნი და ამ საქმისათვის გვიბრძანებია...“ 1806 წლის 27 იანვარს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი უკვე არქიმანდრიტი დოსითეოსია (ფიცხელაური, შემდგომში ––- მთავარეპისკოპოსი). 1810 წლის ნოემბერში, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის რუსეთში გადასახლების შემდეგ, არქიმანდრიტი გერონტი ისევ გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დამკვიდრდა და მშვენიერი სკოლა გამართა, სადაც მწერალ-მწიგნობრობასა და გალობას ასწავლიდა. მან აღზარდა მრავალი ახალგაზრდა, რომლებიც შემდგომში ღირსეული სასულიერო პირები გახდნენ. მათგან ორი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდათა დასში შერაცხა. ესენი იყვნენ: სახელოვანი მგალობელი და მწერალ-მწიგნობარი წმ. გერასიმე (ერში 1851 წელს ლეკთაგან გარეჯას წამებული და წმ. აზნაური იესე თავადი გერონტი სვიმონის ძე ვაჩნაძე), ილარიონ ახალი ქართველი (ერში ხახულის ძე ყანჩაველი), იმერეთის წმ. მეფე სოლომონ II-ის მოძღვარი, ათონის მთაზე აღსრულებული და გაბრწყინებული (+1864). მამა ილარიონის ცხოვრებაში ვკითხულობთ: „იხილა რა თავადმა გიორგი წერეთელმა აღსაზრდელში სულიერი საგნებისადმი ძლიერი სწრაფვა, ცოდნის გასაღრმავებლად ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში მცხოვრებ არქიმანდრიტ გერონტის, ერისკაცობაში თავად სოლოღაშვილს მიანდო (სავარაუდოდ, მისი ცხოვრების შემდგენელს აქ მონასტრის სახელწოდება ეშლება, მამა გერონტის ჯრუჭის მონასტერში მსახურება საეკლესიო საბუთებით არსად ფიქსირდება გ. მ.). მამა გერონტი ცდილობდა, თავის მოწაფეში უმეტესად ლოცვის სიყვარული გაეძლიერებინა და მას მკაცრი მონაზვნური სულისკვეთებით ზრდიდა. შემდგომში მამა ილარიონი გაოცებით იხსენებდა, როგორ იდგა ბერი ღამისთევის ლოცვაზე მწუხრიდან მზის ამოსვლამდე და მასაც აიძულებდა იგივე ეკეთებინა. ასე ატარებდნენ ისინი ღამეებს ფსალმუნთ გალობაში და ქართული ლოცვანიდან ლოცვების კითხვაში. ბერის სრულ მორჩილებაში იესე მოსაგრეობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ, ზამთარში, მამა გერონტიმ დაავალა ქუთაისში მის მეგობართან წერილი წაეღო და თოვლში ფეხშიშველი გაგზავნა. როცა წერილი მიიტანა, იესეს ჩაცმულობით გაოგნებულმა მასპინძელმა ორი პიასტრი მისცა და უბრძანა ქალამნები ეყიდა. უკან დაბრუნებული ბერმა ფეხშემოსილი რომ დაინახა, მოუთმენლობისა და სულმოკლეობისათვის მკაცრად უსაყვედურა. ყველაფერთან ერთად თავის მოწაფეს თავშეკავებას ასწავლიდა, ოღონდ არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით და სათ-

22-2  საპატრიარქოს უწყებანი N22 23-29ივნისი 2016წ გვ.20
არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) 1757-1913 (დასასრული)

ნოების კიბის საფეხურიდან საფეხურზე აჰყავდა. თავდაპირველად იესეს ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით მზის ჩასვლამდე საზრდელის მიღება აუკრძალა, შემდეგ კი ამ დღეებში ჭამას სრულიად გადააჩვია. ამასთანავე, საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდა: სუფთა წერას, გრამატიკას, არითმეტიკას და სხვ. ასეთ დაუცხრომელ, მღვიძარე ღვაწლში იესემ სამწელიწადნახევარი დაჰყო მამა გერონტისთან“. ამ მონათხრობში კარგად ჩანს, თუ რა სულიერი, ასკეტი და მმარხველი მოძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი გერონტი. არქიმანდრიტი გერონტი არა მხოლოდ ნაყოფიერი კალიგრაფი, არამედ მწერალიც იყო. ცნობილია მისი იამბიკოები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზემოთ აღნიშნული 1801 წელს დაწერილი თხზულება -- „ნაცვალსიტყვაობა“ (წარმოთქმა მართლისა სარწმუნოებისა, ესე იგი ღვთისმეტყველებისათა და განგებულებითთა, ხოლო პირველად არსებისა და ბუნებისათვის, პირისა და გვამისათვის, კითხვა-მიგებით განკარგულნი, რომელსა ეზედწოდების ნაცვალსიტყვაობა), რომელსაც უძღვის ავტორის წინასიტყვაობა მიმართვა ნინოწმინდელი მიტროპოლიტისა და ექვთიმე არქიმანდრიტისადმი. აღნიშნული ნაწარმოები მამა გერონტის დაუწერია ქართველ სასულიერო პირთა განათლების საქმეში მცირეოდენი წვლილის შეტანის მიზნით. მისი სიტყვით: „იმიტომ, რომ ჩვენში ბევრი იყო სოფლის მღვდელი, რომელთაც არ იცოდნენ არც საღმრთო წერილი, არც ფილოსოფია და არც ღვთისმეტყველება. მიზეზი ამისა არისო, ამბობს ის, უკანონობა და წესუდებლობა ჩვენი და მრავალგზის აოხრება ჩვენი სპარსთა და ლეკთაგანო“. თხზულება შედგება სამი ნაწილისაგან: გუამი და ბუნება იესო ქრისტესი, შვიდთა საიდუმლოთათვის და შვიდთა მსოფლიოთა კრებათა. არქიმანდრიტი გერონტი ნათლისმცემლის მონასტერში აღესრულა. 1792 წელს მამა გერონტის დაკვეთით, ბეჟან მდივანბეგის ძის, ბერ-დიაკვან პანტელეიმონის მიერ გადაწერილ „ძლისპირ-გულანზე“ არის გადამწერის ანდერძი: „არხიმანდრიტი გერონტი მიიცუალა იანვრის იბ (12), წელთა ჩყიგ (1813), დღესა კვირიაკესა პირველ განთიადისა“. დასაფლავებულია ამავე მონასტერში. ლიტ: ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“; მღ. პოლიევკტოს კარბელაშვილი „ქართული საერო და სასულიერო კილოები“, ტფილისი, 1898წ., გვ. 80; ბ. ლომინაძე „შიომღვიმე“ 1953წ. გვ. 85; კორნელი კეკელიძე „ქართული ლი–- ტერატურის ისტორია“ ტ. I, ძველი მწერლობა, ქ. თბ. 1960წ. გვ. 472; ლევან მენაბდე „ძველი ქართული მწერლობის კერები“ ტ. I, ნაკვეთი პირველი, ქ. თბ. 1962წ. გვ. 316; ქართლის („ცხოვრება ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით, ქ. თბ., 1973წ.; იოანე ბაგრატიონი „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“, ქ. თბილისი 1982წ. გვ; 189; მღვდელმონაზონი ანტონი (მთაწმინდელი) „მღვდელსქიმონაზვნის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნარკვევები“ ქ. თბ. 199ვწ. გვ. 8; იოანე ბაგრატიონი „შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, ქ. თბ., 1997წ.; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (LM კოლექცია), ტ. I, 1946წ., გვ. 218; (% კოლექცია), ტ. IV, 1954წ., გვ. 16; გვ. 37; გვ. 491; (0 კოლექცია), ტ. II, 1961წ., გვ. 173; ტ. VI, 1969წ., გვ. 225.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.12.2023
ბოლო რედაქტირება 29.12.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0