სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10710

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ქოქიაშვილი დავით მალხაზის ძე 1878–1958წწ მართლ. მღვდელი  სოფ. მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია ქოქიაშვილი დავით მალხაზის ძე 1878–1958წწ მართლ. მღვდელი  სოფ. მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია

1878-1958 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ქოქიაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ქოქიაშვილი დავით მალხაზის ძე 1878–1958წწ მართლ. მღვდელი სოფ. მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია


1891-95 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1896 წლის 24 იანვარს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1900 წლის 17 იანვარს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს.



1902 წლის 27 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან. ამავე წლის სექტემბრიდან ქ. თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან

გვ191

არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად ინიშნება.

1905 წლის 9 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალამშინის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.

1908 წლის აგვისტოში მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1921 წელს კვლავ იხსენიება მოქმედ სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


1912წ. მარცხნიდან სხედან: დიაკონი მალხაზ ქოიქიაშვილი, მღვდელი დავით ქოქიაშვილი. მარცხნიდან დგანან: თებრო ალავერდაშვილი–ქოქიაშვილი, ნინა ნასიძე–ქოქიაშვილი, ბავშვი ქეთევან ქოქიაშვილი


 დავით ქოქიაშვილი დაიბადა 1877 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში მედავითნის ოჯახში. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, დეკანოზ ალექსანდრე ზუმბულიძესთან მნათედ ინიშნება. არსებობისთვის აუცილებელი სახსრებისთვის დავითი იწყებს სამუშაოს ძებნას და მუშაობა დაიწყო სანთლის გამოსაშვებ სპეციალურ წარმოებაში, რაშიც მას თავისი მეგობარი ვინმე მელექსიშვილი დაეხმარა, რომელთან ერთადაც იგი თელავში ყოფნის დროს გუნდში გალობდა.


   დავითმა მელექსიშვილთან ერთად მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ყოველი წირვის დროს სხვადსახვა საგალობლებს ასრულებდა. დავითმა, მისი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, მიტოვებულ საეკლესიო სკოლაში, სხვების დახმარებით აღადგინა და ჩამოაყალიბა შინაურული სკოლა, სადაც საეკლესიო წეს-ჩვეულებების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა. ამავე პერიოდში იგი სანდრო კავსაძის მიერ ჩამოყალიბებულ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლში მონაწილეობდა, სადაც იმ დროს ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა. მაგრამ, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გამო, ამ ანსამბლში იგი დიდხანს არ დარჩენილა.


    1897 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე, კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ გადავიდა. 


   1900 წელს სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და პარალელურად, სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლის წოდებაზე გამოცდები ჩააბარა. აქ მას საღვთო სჯულს მთავარხუცესი, დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი უკითხავდა, რომელსაც ძალიან მოსწონდა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოსწავლე, რომელმაც რუსული კარგად იცოდა, შესანიშნავი კალიგრაფიაც ჰქონდა და რუსულად აწერიებდა საეკლესიო საბუთებს. დავითმა სიღნაღში 1902 წლამდე იმსახურა და შემდეგ ბაკურციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.


   1904 წელს დავითმა ქების ფურცელი დაიმსახურა და იმავე წელს დუშეთის მაზრის სოფელ სიონში მოხევეთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში გადაიყვანეს.


    1905 წელს, მთავარხუცეს სვიმონ ბეგიაშვილის დახმარებით, დავითმა სამღვდელო კომისიას გამოცდები ჩააბარა და 1906 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჩალოს მაზრის, ყალამშის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად გააგზა. ადგილობრივი მრევლი დიდად გაახარა ახალგზარდა და ენერგიული მოძღვრის ჩასვლამ. გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, რაშიც დიდი წვლილი მამა დავით ქოქიაშვილს მიუძღოდა. დავითს ცოლად ჰყავდა ნინო სოლომონის ასული ნასიძე, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარში ედგა მეუღლეს. მათ ოჯახში იკრიბებოდა ადგილობრივი პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენციის წარმომადგენლები.


   1907 წელს მღვდელი დავითი, ბორჩალოს მაზრის მე-6 ოლქის სამღვდელოებამ სამთავარხუცესო საბჭოს წევრად აირჩი, სადაც მან სამი წელი იმსახურა.


   1908 წელს მამა დავითი სიღნაღის მაზრის, სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც პარალელურად სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.   


   1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1921 წელს კომუნისტური რეჟიმის დამყარების დროს იგი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას.


   1922 წელს მამა დავითი ისევ იხსენიება მაშნაარის ტაძრის წინამძღვრად. სავარაუდოთ, მან ამავე წლის ბოლოს ანაფორა გაიხადა და მაშნაარის სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. გარდაცვალებამდე პატიოსნად და კეთილსინდისიერად მუშაობდა არაერთ სამოქალაქო სამსახურში. 


   მამა დავით ქოქიაშვილი გარდაიცვალა 1958 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.12.2023
ბოლო რედაქტირება 09.01.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0