სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11052

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
არდაზიანი ნიკოლოზ პეტრეს ძე 1826-1906წწ დეკანოზი დაკრძ.. სამების ტაძარში არდაზიანი ნიკოლოზ პეტრეს ძე 1826-1906წწ დეკანოზი დაკრძ.. სამების ტაძარში

1826-1906 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება



გვარი არდაზიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

237       ბეჭდვა

არდაზიანი ნიკოლოზ პეტრეს ძე 1826-1906წწ დეკანოზი დაკრძ.. სამების ტაძარში

არდაზიანი ნიკოლოზ პეტრეს ძე 1826-1906წწ დეკანოზი

ნიკოლოზ არდაზიანი დაიბადა 1826 (1828) წელს თბილისში დეკანოზის ოჯახში. 1843-1849 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1851 წლის 6 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა და კალოუბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში განამწესა. 1852 წლის 28 აპრილს ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, რომელიც 1859 წელს ტაძრის ახალ წინამძღვარ, დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილთან მომხდარი უსიამოვნების შემდეგ დატოვა.


    1859 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მღვდლად დაადგინა. 1859 წლის 1 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1856-1870 წლებში მეტრიკული და სააღმსარებლო წიგნების შემსწორებელი კომისიის რევიზორი იყო, ხოლო 1864 წლის 28 თებერვალს საეკლესიო ხაზინაში მოწმედ დაინიშნა.


     1864 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. 1865 წლის 25 ივნისს აირჩიეს თბილისის ყოფილი ზნეობითი სასამართლოს წევრად, სადაც 1868 წლის 19 თებერვალმდე იმსახურა. 1867 წელს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1867-1870 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში განმკარგულებელი ორგანოს წევრად მუშაობდა და იგივე 1867 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის შენობის გამფართოებელი კომისიის წევრად აირჩიეს. 1868 წლის 8 თებერვალს ზნეობით სასამართლოში პატიოსანი სამსახურისთვის ეგზარქოსმა ევსევიმ მწყემსმთავრული მადლობა, ხოლო 1868 წლის 22 მარტს წმინდა სინოდმა გამოუცხადა.

      1868 წლის 12 აპრილს თბილისის სახალხო სასამართლოს პირველ განყოფილებაში მსჯავრდებულებისგან აღსარების ჩაბარება დაევალა. 1869 წლის 21 აპრილს კამილავკა ეწყალობა და 1870 წლის 30 ოქტომბერს თბილისის ოლქის სამღვდელოებამ თბილისის სასულიერო სასწავლებლის მმართველობაში თავის წარმომადგენლად აირჩია, სადაც 1875 წლის 1 იანვრამდე იმსახურა.

     1872 წლის 29 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო, ხოლო 1875 წლის 27 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1876 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ეპარქიალური სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1881 წლის 18 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1883 წლის 9 თებერვალს თბილისის სასულიერო სემინარიასა და თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში  სარევიზიო კომისიის წევრად გააგზავნეს, რომელმაც გამოიკვლია სასწავლებლის ეკონომიური მხარე. 1889 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1895 წლის 6 მაისს ენქერი ეწყალობა. 1900 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს თვალის ჩინის დაკლების გამო შტატიდან გადადგა.

      დეკანოზმა ნიკოლოზმა სამების ტაძარს ჯერ გუმბათი დააშენა, შემდეგ კი მოახატვინა. მანვე დასწერა ჯვარი ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს სამების ტაძარში.

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) დეკანოზ ნიკოლოზის შესახებ წერდა: "დეკანოზი ნიკოლოზი იყო ყველასაგან დიდად პატივცემული მოძღვარი, მარილიანი და მშვიდი მოსაუბრე, დაუზარებელი მწირველ-მლოცველი".

      დეკანოზი ნიკოლოზი გარდაიცვალა  1907 წლის 2 ოქტომბერს და დაკრძალულია საკურთხევლის პირდაპირ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1900 - წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1881 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:სამების ეკლესია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.12.2023
ბოლო რედაქტირება 31.12.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0