სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ჯავშანაშვილი ავთანდილ ამირანის ძე დაბ. 1971წ. დეკანოზი  ლაგოდეხის ყაზანის ღვთიმშობლის ტაძარი ჯავშანაშვილი ავთანდილ ამირანის ძე დაბ. 1971წ. დეკანოზი  ლაგოდეხის ყაზანის ღვთიმშობლის ტაძარი
ბმულის კოპირება



გვარი ჯავშანაშვილი სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

373       ბეჭდვა

ჯავშანაშვილი ავთანდილ ამირანის ძე დაბ. 1971წ. დეკანოზი ლაგოდეხის ყაზანის ღვთიმშობლის ტაძარი


ჯავშანაშვილი ავთანდილ ამირანის ძე დაიბადა 07 მარტი 1971 წელს ქალაქ ლაგოდეხში, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ოჯახში.

მამა ამირან ალექსანდრეს ძე ჯავშანაშვილი 26 მარტი 1934 წელს ქალაქი ლაგოდეხი. 

მამის მამა ალექსანდრე სოლომონის ძე 1904-1943წწ დაკარგულია მეორე მსოფლიო ომში.

მამის მამის მაა სოლომონ ფრიდონის ძე  დაბადებულია სოფელი ჭანდარი გურჯაანი.

დედა მზია ბარბაქაძე მინას ასული, დაბადებულია 15 დეკემბერი 1935 წელს სოფელი ბაისუბანი ლაგოდეხი. 


1977 წელი შევიდა ლაგოდეხის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საშუალო სკოლაში.

1986-1987 წლებში, არასრული საშუალო განათლების შემდეგ, სწავლა გააგრძელა თბილისში, იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში,  ხატვა-ხაზვის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1991 წელს.

1991 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, სახვითი ხელოვნების სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1994 წელს.

1994 წელს მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის კულტურის სახში,თოჯინების თეატრის მხატვარ-გამფორმებლად. მოგვიანებით სახალხო თეატრის მხატვარ გამფორმებლად.

სტუდენტური პერიოდიდან 1987-1988 წლებიდან დადიოდა თბილიში ქაშვეთის წმიდა გიორგის ტაძარში, სადაც პირველი აღსარება ჩააბარა მამა ელიზბარ ოდიშვილი.

1994 წლიდან ლაგოდეხის წმიდა ნიკოლოზის, 1995 წლიდან ლაგოდეხის წმიდა სამების ტაძღის მრევლი, ამავდროულად სტიქაროსანიც. აქევ შეისწავლა მედავითნეობა და გალობა. მოძღვარი იყო მამა ილარიონ ჭაჭაშვილი.

1996 წელს მეგობრებთან ერთად მოხატა წმიდა სამებს ტაძღის ნაწილი  (ლაგოდეხი)

1999 წლიდან ყაზანის ღვთიმშობლის ხატის ტაძღის სტიქაროსანი და მედავითნე.

2000 წლის 30 იანვარს მისმა ყოვლადუსამღვდელოესმა ნეკრესისა და ჰერეთის, მთავარეპისკოპოსმა (შემდგომ მიტროპოლიტი) ხელი დაასხა დიაკვნად, მსახურობდა ყაზანის ღვთიმშობლის ხატის ტაძარში.

2001 წლის 1 აპრილს ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ, მღვდლად დაასხა ხელი.

2009 წლის 19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მიტროპოლიტმა სერგიმ დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

2014 წლის 30 ოქტომბერს უქმიდესმა და უნატარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისისმთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპლიტმა ილია მეორემ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით, მიტრის ტარების უფლებით და აიყვანა დეკანოზის ხარისხში. ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

პარალელურად ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის კურთხევით 2001-2017 წალამდე ყოველ სამშაბათს ატარებდა პარაკლისს და კითხულობდა დაუჯდომლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში. 2017 წლის 17 ოქტომბრიდან. მთისძირის ყოვლადწმიდა ღვთიმშობლის მძინების ტაძარში დაიწყო წირვების აღსრულება. 2 კვირაში ერთხელ შაბათობით მეუფის კურთხევით.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი გოგონა, ასევე ორი შვილიშვილი

2024 წლის მდგომარეობით ყაზანის ღვთიმშობლის სახელობიუს ტაძრის მღვდელია.

სოფელ მთისძირში მედავითნეები და მგალობლები არიან:

ახვლედიანი მაია

ბალარჯიშვილი ნათელა


სტიქაროსანი:  მათე ივანიაშვილი

ახვლედიანი მაია არის მესანთლე და დამლაგებელი, ტაძღის გასაღებიც მას აბარია.


ჯავშანაშვილი სასულიერო პირი:

 ჯავშანიშვილი დიმიტრი ბლაღოჩინი 1818წ. გვ. 117 გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი სიღნაღის მაზრა,


 

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.01.2024
ბოლო რედაქტირება 20.01.2024
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0