არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1852-1924წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
არქიმანდრიტი დოსითეოსი, ერისკაცობაში - დავით ბერძნიშვილი, 1852 წელს ქ. თბილისში დაიბადა.
1869-1875 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
სიღარიბემ ნება არ მისცა დავითს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა.
1875 წლის 27 ნოემბერს, იგი თელავის სასულიერო სასწავლებელში დაბალ კლასებში
გვ163
მოსამზადებელ მასწავლებლად დაინიშნა.
1876-1877 წლებში ზედამხედველის თანამდებობა ეკავა.
1876 წლის 1 სექტემბერიდან 1878 წლის 1 სექტემბრამდე შტატიდან კლასებს მართლწერას ასწავლიდა და დაიმსახურა - ჯილდო 100 მანეთი.
1878 წლის 1 სექტემბერს გათავისუფლდა მასწავლებლის თანამდებობიდან და მუშაობა თბილისში,
სამოქალაქო სამსახურში, კონტროლის პალატაში, კანცელარიის უშტატო თანამშრომლად დაიწყო.
1879 წლის 16 აგვისტოს ,,კოლეჟსკი სეკრეტარის'' წოდება მიენიჭა.
1880 წლის 1 აპრილს შტატში დაამტკიცეს· ამ თანამდებობაზე პატიოსანი და დამსახურებული შრომისათვის ამავე წლის 16 მაისს ,,გუბერნიის სეკრეტარის” წოდება მიანიჭეს.
1881 წლის 25 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დავითი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 5 ივლისს კი მღვდლად დაასხა ხელი და საგარეჯოს
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა·
1881 წლის 1 ნოემბერს საგარეჯოს სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა·
1884 წლის 13 აგვისტოს საგარეჯოს ტაძრის განახლებისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა.
1885 წლის 2 დეკემბერს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მამა დავითი თბილისში გადმოიყვანა და თბილისის სა-
გვ164
სულიერო სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად დანიშნა.
1886 წლის 8 თებერვალს თბილისის ქალთა ეპარქიული სასწავლებლის სასწავლო განყოფილების წევრად აირჩიეს·
1886 წლის 7 მარტს მიხაილოვის საფერშალო, ვერისა და მამა დავითის ეკლესიებთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს·
ამავე წლის 2 დეკემბერს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ეკონომოსად აირჩიეს.
1838 წლის 29 მარტს სკუფია უბოძეს.
1889 წლის 13 ოქტომბერს ქ. თბილისის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს.
1889 წლის 23 ოქტომბერს გათავისუფლდა ყველა დაკავებული თანამდებობიდან და
თბილისის სასულიერო სემინარიის სულიერ მოძღვრად და ობრაზცოვის სკოლაში საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1889 წლის 1 ნოემბრიდან 1893 წლის 27 აგვისტომდე ქართული საეკლესიო წიგნების შემსწორებელი კომიტეტის წევრია.
1890 წლის 17 იანვარს თბილისის სემინარიაში არსებული წშინდა ანდრია მოციქულის სახელობის საძმოს წევრად, ხოლო ამავე
წლის 17 აპრილს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.
მამა დავითს წლების განმავლობაში თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლო კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაც ეკავა.
1892 წლის 26 მარტს კამილავკით, ხოლო 1896 წლის 27 მარტს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1893 წლის 13 იანვრიდან დიაკვნების გამოსაცდელი კომისიის წევრია.
1894 წლის 8 მარტს რუსეთის წმინდა სინოდის ობერპროკურორმა ვლადიმერ საბლერმა საღვთო სჯულის გავრცელების საქმეში მადლობა გამოუცხადა.
1894 წლის 16 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის ხატწერის შემსწავლელი კომისიის წევრად დაინიშნა.
1896 წლის 14 მაისს იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა.
1897 წლის 28 მარტს თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში 11-წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მწყემსმ
გვ165
თავრული მადლობა გამოუცხადა, ასევე მადლობა გამოუცხადა 1898 წლის 4 სექტემბერს თბილისის ეპარქიალურმა სასწავლო კომიტეტმა
საღვთო სჯულის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
1898 წლის 29 სექტებერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში ცისკრის ლოცვის დროს საქართველოს ეგზარქოსმა
ფლაბიანემ მღვდელი დავითი ბერად აღკვეცა და სახელად დოსითეოსი უწოდა. აღკვეცას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო სემინარიის
რექტორი, არქიმანდრიტი გერმოგენი და სემინარიის ინსპექტორი, მღვდელ-მონაზონი დიმიტრი (აბამიძე, შემდგომში – სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი).
1898 წლის 4-11 ნოემბრის წშინდა სინოდის განჩინებით, მღვდელ-მონაზონი დოსითეოსი გათავისუფლდა
თბილისის სასულიერო სემინარიის სულიერი მოძღვრის თანამდებობიდან და ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წიამძღვრად დაინიშნა.
ამავე წლღის 6 დეკემბერს არქიმანდრიტს წოდება მიენიჭა და თბილისი-ბორჩალოს მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა დაევალა.
1899 წლის 19 იანვარს საქართველოს საეკლესიო სიძველეთა კომიტეტის წევრად აირჩიეს და კომიტეტის წევრებთან: ა. ნატროშვილთან, ა. გრძელიშვილთან და ვასილ
ბარნოვთან ერთად დაევალა კახეთის ძველი ეკლესია–მმონასტრების არქეოლოგიური გამოკვლევა.
1899 წლის 27 ოქტომბერს გორისა და დუშეთის მაზრების სამრევლო-საეკლესიო
სკოლების ზედამხედველად დაინიშნა.
1902 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა· 1903 წლის 27
გვ166
მარტს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების შთავარხუცესად დაადგინეს.
1904 წლის 16 ივლისს პეტროგრადის რუსული წითელი ჯვრის საზოგადოების წევრად აირჩიეს. საზოგადოების
წევრებს ევალებოდათ იაპონიის ომში ღაღუპული ჯარისკაცების ქვრივებისა და ობლების დახმარება.
1904 წლის 29 სექტემბერს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1906 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1909 წლის 4 ივნისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1911 წლის
გვ167
26 მაისს დასავლეთ საქართველოში გადაიყვანეს და შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს.
1911 წლის 5 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისძშობლის ხარების სახელობის
მონასტრის წინამძღვრობის მოვალეობის შემსრულებლად და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დანიშნა.
1912 წლის 30 ნოემბრიდან მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვარია.
1913 წლის 10 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) სამღვდელოების მოსამზადებელი კომისიის თავჯდომარედ დაადგინა.
1915 წლის დეკემბერში კვლავ აღმოსავლეთ საქართველოში დააბრუნეს და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1916 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
არქიმანდრიტი დოსითეოსი ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას·
1918 წელს, თავისი თხოვნის საფუძველზე, უარი თქვა მონასტრის წინამძღვრობაზე (ასევე შემოთავაზებულ მღვდელმთავრის
წოდებაზე) და პენსიაზე გავიდა. იგი თბილისში, შვილთან, მაქსიმე ბერძნიშვილთან (ერთი ვერსიით, ფერისცვალების მონასტერში)
დასახლდა. გარდაიცვალა 1924 წლის 8 აპრილს, დასაფლავებულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე.