დეკანოზი ანტონ ბესარიონის ძე ბოკუჩავა 1875 წელს სენაკის მაზრის სოფელ უშაფათში აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა, მატრონა თოფურიძე მამისეულ სოფელ სეფიეთში გადასახლდა ოთხ შვილთან ერთად. 1897-1901 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1901 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესა. იმავდროულად სეფიეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. 1910 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. მოხუცი ხალხის მოგონებებით, მამა ანტონი სოფლის ნამდვილი თავკაცი ყოფილა. ყოველ საჭირბოროტო საკითხს მასთან ათანხმებდნენ და მის სიტყვას დიდ ანგარიშს უწევდნენ. მამა ანტონს ჰყავდა მეუღლე ნატალია კეკელია, რომელთანაც შვილი არ შეეძინა. ნატალია 1922 წელს გარდაიცვალა. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ მამა ანტონსაც დაუპირეს ანაფორის გახდა და წვერის გაპარსვა, მაგრამ მოძღვარმა მტკიცედ დაიცვა თავი. მართალია, 1926 წელს ტაძარი დაიხურა, მაგრამ იგი სახლში განაგრძობდა ღვთისმსახურებას და მრევლიც იქ აკითხავდა სულიერი საზრდელის მისაღებად. ასე გაგრძელდა 1947 წლამდე, მამა ანტონის გარდაცვალებამდე. დღემდე ახსოვთ სოფელში მისი დაკრძალვა. სოფლის უღმერთო ხელისუფლებას უარი უთქვამს მოძღვრის ტაძარში დაკრძალვაზე, მაგრამ მთელი სოფელი გამოსულა და წინააღმდეგობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ მთავრობა იძულებული გამხდარა, დათანხმებულიყო. თვალცრემლიანი ხალხი კი გაიძახოდა: „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“ იგი ტაძარში საკურთხევლის წინ დაასაფლავეს. მასალა მოგვაწოდეს მამა ანტონის ძმისშვილებმა, შალვა და მაია ბოკუჩავებმა.
დეკანოზი ანტონ ბოკუჩავა „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“ 1875-1947
დეკანოზი ანტონ ბესარიონის ძე ბოკუჩავა 1875 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრის სოფ. ბესარიონ თადეოზის-ძე ბოკუჩავაუშაფათში დიაკონ და მატრონა თოფურიძის ოჯახში დაიბადა. წოდებით იყო აზნაური. პაპამისი თღათარ მღვდელი თადეოზ ბოკუჩავა,
უშაფათის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. ანტონს მამა ადრე გარდაეცვალა და დედა მამისეულ სოფელში, სეფიეთში გადასახლდა ოთხ შვილთან ერთად. მან 1896 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1896-1904 წლებში იყო სეფიეთის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი. 1903 წლისს 22 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) სეფიეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დანიშნა. 1910 წლის 8 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და სეფიეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მეორე მღვდლად განამწესა. იმავდროულად, სეფიეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1912 წლის 21 სექტემბრიდან სეფიეთის ტაძრის წინამძღვარია.
სოფ. სეფიეთში მცხოვრები მოხუცები იგონებენ, რომ დეკანოზი ანტონი სოფლის ნამდვილი თავკაცი ყოფილა. ყოველ საჭირბოროტო საკითხს მასთან ათანხმებდნენ და მის სიტყვას დიდ ანგარიშს უწევდნენ. 1921 წლის 1-7 სექტემბერს მღვდელი ანტონი, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი, იყო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მონაწილე. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ სეფიეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ დეკანოზ ანტონსაც დაუპირეს ანაფორის გახდა და წვერის გაპარსვა, მაგრამ მოძღვარმა მტკიცედ დაიცვა თავი.
1925 წლის 12 ოქტომბრიდან იგი ისევ ჭყონდიდის ეპარქიის, ბანძის ოლქის, სეფიეთის ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა. 1928 წლის 18 მარტს იგი უკვე ბანძის ოლქის მთავარხუცესია და საქართველოს საკათალიკოსო უწმინდეს სინოდს ოლქში არსებული მდგომარეობის შესახებ წერილს უგზავნის:
„სენაკის მაზრაში არც ერთი ოლქი ისე შესანიშნავი არაა ეკლესიების შენობების მხრით, როგორც არის ბანძის ოლქი. ბანძის ოლქში არის რვა
ეკლესია ქვითკირისა. წარსულს ხანებში რევოლუციამდე ყველა
ეს ეკლესიები შესაფერად იყო მორთული საეკლესიო და სამღვდელო სამკაულით, რევოლუციის შემდეგ ხსენებულს ეკლესიებში მეტის მეტი გაჭირვებაა, რადგან საეკლესიო წიგნები, წმიდა ტრაპეზის შესამოსი და განსაკუთრებით სამღვდელო შესამოსი სრულებით არაა და
თუ არის ეკლესიების განახლების დროს რაც გამოუსადეგარი დახეულები ნახეს, შეაკეთეს და მით ასრულებენ წმიდა საიდუმლოს. ეკლესიებში წყალი ჩამოდის სახურავებიდან, რის გამო შესანიშნავი
ქვითკირის ეკლესიების შენობა ფუჭდება, სახურავები რომ შეაკეთოს, პატრონი არაა და თუ კი გამონაკლისი მორწმუნეთაგანი არიან დარჩენილი იმას ადგილობითი მოწინააღმდეგენი ნებას არ აძლევენ,
რომ დაიარონ მრევლში და მოსთხოვონ შესაკეთებელი ფული შეძლებისადაგვარად. ხსენებულ ოლქში ყველაზე შესანიშნავია სეფიეთის უმახსოვრო დროის ქვითკირის ეკლესია, რომელიც მისი გეოგრაფია ფოტოგრაფიულად ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, დახურულია მარესლის კრამიტით, რომელიც ძლიერი ქარის გამო გადაყრილია და წყალი ბევრს ადგილას ჩამოდის, რის გამო ისტორიული განძი ფუჭდება. საერთოდ მორწმუნენი ეკლესიის გულშემატკივარნი ცოტაა, რომ თავიანთ ეკლესიების ნაკლულევანება შეამჩნიონ
და გააკეთონ. ამისათვის უმორჩილესად და სიმდაბლით ვთხოვ ს. ს. საქათალიკოსო უწმინდეს სინოდის მღვდელმთავართა კრებას მიეცეს საშვალება ზემოხსენებულ ოლქის ეკლესიების კრებულს, რომ
უწმიდესი სინოდის განკარგულებაში საეკლესიო წიგნები და ნივთები, რომელნიც მათ ხმარებაში არ
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 21 აპრილი-4მაისი 2022წ გვ.24
დეკანოზი ანტონ ბოკუჩავა „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“
1875-1947 (დასასრული)
არიან, ესრეთები უწყალობონ უსასყიდლთთ ხსენებულს ეკლესიებს და კრებულთ, რადგან მათ არა აქვთ არავითარი საშვალება შემოსავლისა“. უცნობია, თუ რა მოიმოქმედა საკათალიკოსო სინოდმა, დაეხმარა თუ არა ბანძის ოლქს, ერთი რამ კი ჩანს, 1928 წლის 16 ივლისს მღვდელი ანტონი დეკანოზის ხარისხშია აყვანილი. 1929 წლის 1 სექტემბერს უკანასკნელად იხსენიება სეფიეთის ტაძრის წინამძღვრად. გადმოცემის თანახმად, 1929/ 1930 წლებში ტაძარი დაიხურა, მაგრამ მოძღვარი სახლში განაგრძობდა ღვთისმსახურებას და მრევლიცპ იქ აკითხავდა სულიერი საზრდოს მისაღებად. 1945 წლის 28 მარტს შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი არ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. როგორც ჩანს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ვეღარ შეძლო ოფიციალურად მსახურების გაგრძელება. დეკანოზი ანტონი 1947 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. 1947 წლის 19 დეკემბერს გაზეთი „კომუნისტი“ იუწყებოდა: „დები ცაცუ, მაგა ოჯახებით, ძმა ექვთიმე, რძალი ელპიდი, ძმისწულები: ეკატერინე, პეტრე, გრიგოლ, შალვა ბოკუჩავები
იუწყებიან ანტონ ბესარიონის ძე ბოკუჩავას გარდაცვალებას. დაკრძალვა 21-XII, სეფიეთში (აბაშის რ.)“. სოფელში დღემდე ახსოვთ მისი დაკრძალვა.
უღვთო ხელისუფლებას უარი უთქვამს მოძღვრის ტაძარში დაკრძალვაზე, მაგრამ მთელი სოფელი გამოსულა და წინააღმდეგობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ მთავრობა იძულებული გამხდარა, დათანხმებულიყო. თვალცრემლიანი ხალხი კი გაიძახოდა: „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“ დეკანოზი ანტონი სეფიეთის ტაძარში, საკურთხევლის წინ დაასაფლავეს. დეკანოზს ანტონს ჰყავდა მეუღლე ნატალია სისოს ასული კეკელია, რომელთანაც შვილი არ შეეძინა. ნატალია 1922 წელს გარდაიცვალა.