სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გიორგი დედაბრიშვილი 1869-1924წწ მღვდელი  დაბ. სოფ. თანდილაანთკარი, დუშეთი გიორგი დედაბრიშვილი 1869-1924წწ მღვდელი  დაბ. სოფ. თანდილაანთკარი, დუშეთი

1869-1924 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება



გვარი დედაბრიშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

გიორგი დედაბრიშვილი 1869-1924წწ მღვდელი დაბ. სოფ. თანდილაანთკარი, დუშეთი

მღვდელი გიორგი დედაბრიშვილი 1869-1924წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

მღვდელი გიორგი დედაბრიშვილი 1869 წელს დუშეთის მაზრაში, სოფელ ქაისხევში (იგივე თანდილაანთკარი), მღვდლის ოჯახში 
დაიბადა. მამამისი, მღვდელი ზაქარია იოსების ძე დედაბრიშვილი, თავდაპირველად მსახურობდა დუშეთის მაზრაში, სოფელ 
ქაისხევში, ხოლო შემდეგ – სოფელ წილკანში. მისი მეუღლე სოფიო. ჩილინდრიშვილი სოფელ წილკნიდან იყო. როცა მათ 
შვილი შიო (მწერალი შიო არაგვისპირელი) 6 წლის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად წილკანში გადავიდა, სადაც ოჯახის მამა
ზაქარია სიცოცხლის ბოლომდე წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა 1877 წელს, დასაფლავებულია წილკნის საკათედრო ტაძარში. 
გიორგი დედაბრიშვილის მამას, საქარიას, 8 შვილი ჰყავდა: 5 ვაჟი და 3 ქალიშვილი. ვაჟები – ია, გიორგი, შიო, ვანო, კოლა 
ქალიშვილები – ოლღა, მაშო, ანეტა. ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ დედამ გიორგი და შიო მიაბარა სასწავლებლად თბილისის სასულიერო სასწავლებელშმი, 
სადაც ისინი როგორც ობლები უფასოდ სწავლობდნენ. სასწავლებელში მათი მასწავლებლები იყვნენ მოსე ჯანაშვილი, ვასილ ბარნოვი. შიო 
სასწავლებელში მიცემულ საჭმელს ხშირად თავის დებსა და ძმებს უნაწილებდა.  
მოგვიანებით შიო, როგორც გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა, სასწავლებლად გააგზავნეს ვარშავაში, სადაც იგი უფასოდ სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის საბეითლო 
ფაკულტეტზე. უცხოეთში სწავლისას მან გაიცნო და ცოლად შეირთო პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული ქალი – ბაქრაძე,
რომელიც შემდგომში საქართველოს რესპუბლიკის მთავარი პედიატრიც გახდა. გიორგის, რომელიც სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მეჯვრისხევში განამწესყს მღვდლად, 
ცოლად შეირ
გვ346

თო ბარბარე ჩიტოშვილი. მათ შეეძინათ 5 შვილი: ზაქარია, შალვა, მიხეილი, თამარი, კალისტა.
შალვა ადრე გარდაიცვალა; ზაქარია მასწავლებელი იყო თიანეთში; მიხეილი- მეცნიერი, აგრონომი, მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში;
თამარი ქიმიკოსი იყო. მასაც მიხეილის მსგავსად, დანთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
XIX საუკუნის 80-იან წლებში გიორგი წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში მეორე
მედავითნედ დაინიშნა.
1892 წლის დეკემბერში დიდი მეჯვრისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.
1910 წლის 1 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 8 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში,
აძვის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს.
1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1919 წელს  ბიყარის ეკლესიაში განამწესეს. ბოლოს მსახურობდა სოფელ მეჯვრისხევში. მღვდელი გიორგი 1924 წლის 
აგვისტოს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგი დააპატიმრეს და სხვა საულიერო პირებთან ერთად დახვრიტეს.
აქვე მოგვყავს ამონარიდი მამა გიორგი დედაბრიშვილის შვილის, მიხეილ დედაბრიშვილის მოგონებიდან, რომელიც უკავ-
შირდება 1924 წელს მისი მამის დაპატიმრების დღეს: „ეხლაც უკვე ღრმა მოხუცს ვერა და ვერ გამირკვევია 1924 წლის ამბები. 
აგვისტოში, ერთ საღამოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის გზაზე, მშვვიდ უქარო მთვარიან ღამეში ჩვეენი სოფლის ბანოვანებთან ლაღად დავდიოდით. 
შვებულება ავიღე,უნდა წაღვერ
გვ347
ში წავსულიყავით დასასვენებლად და სულ ცოტა ხნით სახლში დედ-მამასთან ამოვედი. შუაღამე იქნებოდა, გზებზე პარტიული ხალხი - სოსანა მარღიშვილი, 
სარდიონ ბეჯაშვილი ბევრი სხვები გაფაციცებით დარბოდნენ. ვერაფერი გავიგეთ და არც მიკითხავს, რა დაარბენინებდათ ამ ხალხს. ჩვენ მოსეირნე 
ხალხი სიცილ-კისკისით დავიშალეთ, ენით გამოუთქმელი იყი მეჯვრისხევში გატარებული ღამეები და ძმებივით ერთად შეზრდილი ახალგაზრდობა.
თუ ოდნავ შევჩერდებოდით სიწყნარეში, წამოიწყებდა ერთი ჩვენგანი სიმღერას და სულ მალე ყველა ჩაებმეოდა. გამვლელ-გამომვლელს ეგონებოდა, რომ აქ,
მოედანზე სუფრაა გაშლილი და უდარდელი ახალგაზრდობა დროს ატარებდა. ნეტა იმ დროს – თურმე ახალგაზრდობას თან სდევს ხალისი და უდარდელობა, დროთა განმავლობაში , 
ყველა ეს უკვალოდ იკარგება, რჩება მხოლოდ ტკბილი მოგონება, რომელიც ხანგამოშვებით გულს ადუნებს და ჩხვლეტს 
ისე, რომ ტკბილი განცდა ფიქრის ბურუსში გვხვევს. 
და აი ასეთ საღამოს სახლში ვბრუნდები. . . (იმ ღამეს) კარებზე კაკუნი გაისმა და თხოვნა, კარი გაგვეღო. კარი ლია 
იყო და შემოვიდა სამი კაცი. მე მითხრეს ჩამეცვა და გავყოლოდი. ერთ-ერთმა კი ამოიღო ფანქარი და რვეული და ჩემი 
გვარის ქვემოთ აღნიშნა, რა მქონდა მე საკუთარი წამიყვანეს, ისევ ის მოედანი გადავკვეთეთ, სადაც იმ საღამოს ვისხედით
მრგვალ კოშკში ამიყვანეს. უკვე კოშკში ადგილი არ იყო და ერთი დასტა ხალხი ფეხით გააყენეს გორს. გორში გაგზავნეს 
მამაჩემიც, რომელიც იმ ღამესვე ენახათ ვენახიდან გადმოსული. შეკითხვაზე, სად იყავითო, მამას ეთქვა, რომ ის მღვდელი 
იყო და არა აქვს უფლება საიდუმლოს გაცემისა. ცხადია, ამის შემდეგ რომ სამეულმა (ფსიტიძემ, ზუმბულიძემ და შახნაზაროვმა) იფიქრა, 
რომ ვენახ-ვენახ მღვდელი ალბათ კრებაზე ან შეთქმულებაზე იყოო. 
მიიყვანეს „რუსეთულას“ კოშკში, რამაც მე თავზარი დამცა. ვკითხე მამას, რაზე დაგიჭირეს-მეთქი და მე კი მითხრა, რა 
გვ348
აიდუმლოც „ჰქონდა: ბუჯიაშვილი სარდიონი მისულიყო მასთან სახლში და ეთხოვნა, გაჰყოლოდა მას მომაკვდავი დედის საზიარებლად. 
ვენახ-ვენახ ჩაეყვანა თავისთან, ეზიარებინა და იმავე გზით წამოსულიყო სახლში. სარდიონს ეთხოვნა მამასათვის, არავისთვის არაფერი გაემხილა,
რადგან ის სარდიონი კომუნისტი იყო და ცხადია, თუ ვინმემ გაიგო, რომ მისი დედა აზიარა მღვდელმა – მას გარიცხავდნენ პარტიიდან. 
მამამ შეასრულა თხოენა და სამუდამოდ დაიღუპა. იმ ღამესვე გაუყენეს გორის გზას და მეორე დლღესვე დავით სრესელის დიდ ჯგუფთან ერთად დახვრიტეს ნარეკვავზე. 
„ შემაძრწუნებელი ამბავი მიამბეს შემდეგში: გათენების ხანს გამოეყვანათ მეტად მრავალრიცხოვანი ტუსაღები და დიდი 
ბადრაგით წაეყვანათ ნარეკვავისაკენ, იქ ებრძანებინათ, ტანთ გაეხადათ და ტიტვლებს გაუკრეს ხელები – ერთი დიდი ნაწილი დაუყენებინათ მწკრივში და დაეხვრიტათ 
– შემდეგ ნაჩქარევად გათხრილ ორმოში ჩაეყარათ და ზერელედ მიეფარებინათ მიწა. 
მამაჩემს, თავისი ნათლულები _ თომაძე და ხმალაძე შურა უკან დაუყენებია, ბეჭებით იცავდა, თურმე ეგონა გადაარჩენდა თავის ნათლულებს. 
მეორე ნაწილი დაჭერილებისა უნდა გადმოეყვანათ უკვე დახვრეტილების ადგილზე, რომ გამოჩნდა ,„ნაგიჟარის“ ფაეტონი დაოთხილი ცხენებით, 
სადაც ფეხზე მდგომი ჩეკისტი აქნევდა დეპეშას და ხელით ანიშნებდა არ ესროლათ. ეს თურმე დეპეშა იყო (ვისგან არ ვიცი), კატეგორიულად 
მოითხოვდა დახვრეტის შეწყვეტას, მაგრამ გორის სამეულმა უკვე იჯერეს გული აუარებელი ხალხის დახვრეტით.“ 
ბატონ მიხეილს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს ერტი საინტერესო ამბავი; იგი იხსენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს
(სიდამონიძე):
გვ349
„ამ ორი დღის წინ გარდაიცვალა და დღესაც (აპრილი 10-ს, 1972 წელი) ასვენია სიონის ტაძარში გიგო სიდამონიძე, ჩემი 
ბავშვობის ამხანაგი, ეხლა კათალიკოსი ეფრემ II. ჩვენი პრესიდან გავიგე, რომ ასაფლავებენ სიონის ტაძარში (13/IV ხუთშაბათს).
ღმერთმა აცხოვნოს თავისი მსახური. მაგონდება ჩვენი ბავშვობა. გორის სასულიერო სასწავლებელში 1904 თუ 1905 წელს  
ჩამომიყვანეს (მიხეილი გორში სწავლობდა 1908-1912 წლებში, ხოლო უწმიდესი ეფრემი 1909-1913 წლებში – რედაქცია) და 
პირველ „უმცროს“ განყოფილებაში მიმაბარეს. 
სასწავლებელში მამა-დიაკონი მიმყვა. გიგოსაც მამა დიაკონი ჰყავდა, ისიც მამამ მიიყვანა (დიაკონში ბატონი მიხეილი გულისხმობს მედავითნეს,
იმ პერიოდში მედავითნეებს დიაჩოქებად მოიხსენიებდნენ – გ. მ.). მოხდა ისე, რომ ორივე ბიჭუნა ერთი კაცის, გორელი სომხის სახლში, თითო ოთახში მოგვათავსეს. 
სულ მალე დედები ჩამოგვივიდნენ მეც და გიგოსაც. დასულ ახლო მეზობლები ვიყავით ნაქირავებ ოთახებში. ისეთი ახლობელი ურთიერთობა გვქონდა 
ჩვენც და დედებსაც, რომ ზაფხულის არდადაგებს გიგო ხშირად ატარებდა ჩვენთან – მეჯვრისხევში. ბავშვობისას მეც და გიგოც 
სასწავლებლის ეკლესიაში ვგალობდით – მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილის მეთაურობით. 
გიგოს ზარივით წკრიალა სუფთა ტენორი ჰქონდა (რაც სიბერემდის არ გაჰყოლია). 
ხშირად აღდგომის დამდეგს დავდიოდით თანაკლასელ ამხანაგებთან ერთად 

გვ350
,,ჭონაზე,'' რაც ერთგვარად გვეხმარებოდა სააღდგომო ღარიბული სუფრის გამდიდრებაში. 
ცხადია, „ჭონაზე“ ზოგიერთი მოსახლე კარგად გვასაჩუქრებდა, ზოგი კი, პირიქით, სარეცხის წყალს გვასხამდა და 
გვერეკებოდნენ. ჩვენ მაინც არ ვიშლიდით და კარიდანკარში დავდიოდით სიმღერით. ამ დროს გიგო მშვენიერი ტემბრით 
ამშვენებდა ჩვენს „ჭონას.“ 
ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, რომ მთელ კლასში ყველამ ვიცოდით, რომ გიგო სიდამონიძე ბერად შესვლას აპირებდა, 
როგორც კი წამოიზრდებოდა. და ესეც მოხდა შემდეგში. ჩვენ პატარებსვე გვაოცებდა მისი ღვთისმოყვარება - ლოცულობდა 
ეკლესიებში, როგორც კი მოახერხებდა. კარგად სწავლობდა საერთოდ, კერძოდ კი – ღვთისმეტყველებაში: სასულიერო საგნების 
სწავლაში გიგოს ტოლი არ ჰყავდა კლასში. ერთხელ გიგომ, მაშინ ეპისკოპოსმა მიამბო, როგორ გადაასახლეს შორეულ ციმბირში:
 „ტაიგაში გამოგვიცხადეს, რომ უნდა მოვჭრათ ხეები, გავასუფთაოდ, დავხერხოთ და ავაშენოთ სახლები, სადაც იცხოვრებთო. 
უკვე ყინავდა, გახურდა მუშაობა. ჩვენებური გლეხები, შედარებით ჩემთან ახალგაზრდები, დღიურ 
ნორმას ხის მოჭრისა და ტოტებისაგან გათავისუფლებას დიდი გადაჭარბებით ასრულებდნენ და პურის ულუფას ყოველთვის 
მიყოფდნენ· მეც შეძლებისამებრ ვშრომობდი, მაგრამ ჩემი სუსტი ჯანმრთელობით თითქმის ვერაფერს ვერ გამოვდიოდი და 
უეჭველია შიმშილით სული გამძვრებოდა, რომ ჩვენებურ ბიჭებს არ ეჭმიათ. ბოლოს რომ ნახა ლაგერის უფროსმა, რომ ჩემგან არაფერი 
გამოდიოდა – არა, არ ვზარმაცობდი, სუსტი და არაჯანმრთელი არა რას გავაკეთებდი უზარმაზარი ხეების მოჭრაში, მით უმეტეს, 
დიდი ტოტების გასხლაში, ადგა და ფეხსალაგების დაწმენდა დამავალა, რასაც გადასახლების უკანასკნელ დღემდე ვასრულებდი. 
ცხადია, გადასახლების დღიდან ყოველ თავისუფალ დროს ვიყენებდი განცხადება-თხოვნის საწერად. ვის არ ვწერდი –
გვ351
სტალინს, ვოროშილოვს (მაშინ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს), რუსეთის პატრიარქს – ყველა თხოვნაში დაწვრილებით ვყვებოდი
ჩემს უდანაშაულობაზე და ვევედრებოდი ჩემს გათავისუფლებას. გადიოდა წლები და მეც არ ვყრიდი ფარ–ხმალს 
კიდევ და კიდევ ვწერდი თხოვნებს და ვედრებას – და აი, მე 7 წელს გადასახლებიდან მოვიდა ბრძანება ჩემს გათავისუფლებაზე. 
როგორც შემდეგ გავიგე, სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსის შუამდგომლობით და თხოვნით გამათავისუფლეს, 
თურმე ბრძანება ჩემ გათავისუფლებაზე მოვიდა ისეთ დროს, როდესაც მე დიდ ჭაობში, დიდი ხნით დგომით საერთო სინოტივის თუ 
სხვა კლიმატური პირობების გამო მთელი ტანი - მეტადრე ფეხები რუმბივით მქონდა დასიებული, ვიწექი – გული მიწუხდებოდა. 
ლაგერის უფროსმა გადაჭრით მომთხოვა ლაგერის დატოვება და მომცა სათანადო ცნობა. მე კატეგორიულად უარი განვაცხადე ლაგერის დატოვებაზე, 
ვთხოვე, ადგილზე დავეტოვებინე, რადგან სიკვდილს ვებრძოდი და ვთხოვე, მოეცა საშუალება მოვმკვდარიყავი. 
- არა და არაო, ბრძანება უნდა შესრულდესო და გამიყვანეს და მარხილზე – ძველ ფარაჯადაგებულ თივაზე დამაწვინეს. 
ერთი უზარმაზარი ცხენის და გადასახლებაში მყოფი, უზარმაზარ ქურქში გახვეულმა დედაკაცმა დასძრა ცხენი და დავტოვეთ ლაგერი. 
ლაგერიდან ოცი კილომეტრის დაშორებით ერთ-ერთ რუსულ ციმბირულ სოფელში ჩემმა ჩამომყვანმა შეაჩერა ცხენი და მითხრა: 
– მე ბრძანება მაქვს, აქამდე მოგიყვანო, ეხლა მითხარით, სად მიგიყვანოთო. 
მე მიმოვიხედე და შევნიშნე შორიახლოს ეკლესია და ვთხოვე გამყოლს, ეკლესიაში წამიყვანე, მე ეპისკოპოსი ვარ-მეთქი.
გვ352
ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა. მომხვია ხელი და ეკლესიის კარებთან ჩემი ნაგლეჯი ფარაჯიანად დამასვენა. ერთი დამაცქერდა მოკუნტულ კაცს, 
გაიძრო „შუბა“ და დამაფარა. თვითონ პალტოს ამარა შეუტია ცხენს და გაქუსლეს. მე დიდხანს ვიწექი ეკლესიის დერეფანში, მციოდა, გავითოშე, 
ავხედე ეკლესიას და კარებზე ლვთისმშობლის ხატი იყო გაკრული კარების თავზე. მე შევხედე და შევევედრე ხატს: 
– ღვთისმშობელო მარიამ, საქართველო შენი ხვედრი არის, მიშველე მის შვილს-მეთქი და წამსკდა ტირილი. 
გავხედე და ჰოი, საოცრებავ, მოდის მღვდელი, ჩემი კარგად ნაცნობი, თბილისში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მღვდელი, 
გადასახლებაში მყოფი და როგორც შემდეგ გავიგე, გადასახლებაში ამ სოფლის მღვდლად დაუწყია მღვდელმსახურება. მომიახლოვდა, მე შევკნავლე: 
Отец Василий это Вы?
მან პირჯვარი გადაიწერა, შუბა ამხადა და მიცნო: Ваще Преосвященство Эфрем?! გაკვირვებით წამოიძახა და გაშეშდა. 
მალე გონს მოვიდა, დაუძახა ხალხს და ხელზე აყვანით წამიყვანეს მღვდლის სახლში. 
იქ მთელი ორი თვე დავყავი – მღვდლის ოჯახობა ისე მივლიდა და მწამლობდა, რომ ორ თვეში ფეხზე დამაყენეს. 
ჩემთან გამოცხადდა ჩეკისტი, ოლქის რწმუნებული, ზრდილობიანად მომესალმა და მითხრა: 
– მთელი ამ ორი თვის განმავლობაში თვალყურს გადევნებდით და შეძლებისგვარად გეხმარებით მედიკამენტებით. ეხლა კარგად ხართ და უნდა წახვიდეთ დანიშნულებისამებრო. 
დანიშნულება კი ჩემი სამშობლო – საქართველო იყო. ჩეკისტი გამომყვა უახლოესი რკინიგზის სადგურამდე, 100- 
ზე მეტი კილომეტრის მანძილზე და იქ ჩამაბარა დამხვედრ ჩეკისტს და ასე გადაბარებით ჩამოვედი თბილისში“. 
გვ353

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0