იღუმენი თეოდოსი (ლაგაზაშვილი)
დაიბადა 1987 წლის 15 ივნისს მცხეთაში. 2004 წელს დაამთავრა მცხეთის N2 საშუალო სკოლა.
2006 წლის 11 აგვისტოს სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ჩამოვიდა ზუგდიდის რაიონის სოფ. დიდინეძის წმ.
გიორგის სახელობის მამათა მონასტერში.
2007 წლის 3 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
შემოსეს მორჩილის კაბით.
2009 წლის 24 იანვარს აღკვეცეს ბერად, ხოლო 2010 წლის 29 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის
მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა ბერ-დიაკვნად.
2014 წლის 10 ნოემბერს დროებით გადაიყვანეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში, სადაც 2014 წლის 23 მარტს,
დიდი მარხვის ჯვართაყვანისცემის კვირას, ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) აკურთხა მღვდელ-მონაზვნად.
2016 წელს დაბრუნდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში.
ამავე წლის 11 აგვისტოს მიტროპოლიტმა გერასიმემ დაადგინა დიდინეძის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის
წინამძღვრად.
2020 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა გერასიმემ აიყვანა იღუმენის ხარისხში.
ზუგდიდი, დიდინეძის წმ. გიორგის მამათა მონასტერი