დეკანოზი პეტრე ხუბუა
დაიბადა 1974 წლის 11 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფ. შამგონაში.
1991 წელს დაამთავრა შამგონის საშუალო სკოლა. ამავე წლიდან არის
მაცხოვრის კარის ეკლესიის მრევლი.
1995-97 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1999 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
2006 წლის 12 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ცაიშის საკათედრო
ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, 2008 წლის 6 იანვარს _ მღვდლად.
2008 წლის 15 თებერვალს დაინიშნა კორცხელის ტაძრის
წინამძღვრად.
2013 წელს ოჭანეს წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარში მიტროპოლიტ გერასიმეს მიერ აყვანილ იქნა
დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ამჟამად მსახურობს კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში წინამძღვრად.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
ქ, ზუგდიდი, გორკის ქ. N12.