დეკანოზი მიქაელ რიგვავა
დაიბადა 1968 წლის 29 დეკემბერს ქ. ზუგდიდში.
1986 წელს დაამთავრა ზუგდიდის N12 საშუალო სკოლა. იმავე წელს
გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დამთავრებული აქვს
საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის
ფალკუტეტი.
1993-1996 წლებში მუშაობდა ზუგდიდის ეთერზეთების კომბინატში.
1996-2000 წლებში იმყოფებოდა ქ. სანკტ-პეტერბურგში და დაკავებული იყო მეწარმეობით.
2008 წლიდან ცხოვრობს ეკლესიურად.
2011 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სტიქარით შემოსა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში.
2013 წლიდან ამავე ტაძარში მსახურობდა მედავითნე-სტიქაროსნად.
2015 წლის 5 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად.
2016 წლის 23 აპრილს ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად და
დაინიშნა სოფ. ჯიხაშკარის ხარების ტაძრის წინამძღვრად.
2021 წლის 6 მაისს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2016 წლის 23 ნოემბრიდან არის სოფ. ჭკადუაშის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას II შესახ. N3.