მღვდელი ალექსანდრე შედანია
დაიბადა 1990 წლის 1 აპრილს ქ. ზუგდიდში. ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფ. კახათში.
2007 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია.
2008 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.
2009 წელს სწავლა განაგრძო ახალციხეში, საფარის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის
სასულიერო სემინარიაში.
2012 წელს დაამთავრა სასულიერო სემინარია და სადიპლომო ნაშრომით მიენიჭა თეოლოგიის
ბაკალავრის ხარისხი.
2013 წელს მუშაობა დაიწყო სოფ. კახათის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში საღმრთო სჯულის
მასწავლებლად. ამავე წლის 13 დეკემბერს მეუფე გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად და მსახურება გააგრძელა სოფ.
კახათის წმ. გიორგის ტაძარში.
2015 წლის 29 მარტს მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ხელი დაასხეს მღვდლად და ამავე ტაძარში დადგინდა მღვდელმსახურად.
2016 წლიდან დაინიშა კახათის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიაში დირექტორის მოადგილედ, სადაც მსახურობს დღემდე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ზუგდიდი, სოფ. კახათი.