იღუმენია დინარა (ქვარაია)
დაიბადა 1963 წლის 8 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფ. ორსანტიაში. სწავლობდა ორსანტიის საშუალო
სკოლაში. მუშაობდა თბილისის ,,მაუდკამვოლის'' კომბინატში მქსელავად,
შემდეგ დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ
ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო მშობლიური სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და
ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი.
1988 წლიდან შეუდგა საეკლესიო ცხოვრებას და საბოლოო გადაწყვეტილებით წავიდა სამთავროს წმ. ნინოს დედათა
მონასტერში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯერ მორჩილად, შემდგომ
კი სამონაზვნედ იკურთხა და დაერქვა წმ. მოწამე დოროთეას სახელი.
1999 წლის 13 ივლისს სამონაზვნე დოროთეა გადაიყვანეს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში.
2000 წლის 6 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (ამჟამად მიტროპოლიტი) სამონაზვნე დოროთეა მონაზვნად აღკვეცა
კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერში და დაარქვა წმ. დედოფალ დინარას სახელი.
2011 წლის მაისში კორცხელის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი დინარა და რამდენიმე მონაზონი მეუფე გერასიმეს ლოცვაკურთხევით
გადავიდნენ ოჭანეს ახლად გახსნილ წმ. ნინოს დედათა მონასტერში. იგი ამ მონასტერში დღემდე არის წინამძღვარი.
2013 წლის 15 ივლისს დედა დინარა აიყვანეს იღუმენიას ხარისხში და დააჯილდოეს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.